კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იმედიან მოლოდინში

ყავარზე კუდგადებულები

 ისე მოხდა, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორმა ფატუ ბენსუდუმ იმედის ნაპერწკალი გააღვივა ამ ჩვენს მინავლებულსა და ოკუპირებულ გულებში. მოგეხსენებათ, ის დაგვპირდა, რომ ქართველების ეთნოწმენდას გამოიძიებს 2008 წლის ომისას.
ცხადია, რუსეთის ფედერაციამ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა და მას კუდი ამ ჩვენმა „იუჟნაია ოსეტიამაც“ აუწია.
ხოლო, თავის მხრივ, ქ-ნმა ფატუმ ბრძანა, რომ რუსეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ მიერ შემოთვლილი უარი მათ ვერ იხსნის პასუხისმგებლობისგან. კერძოდ, ქალბატონი პროკურორი განმარტავს, რომ, მართალია, რუსეთის ფედერაციამ არ გაუკეთა რატიფიკაცია რომის სტატუსს, მაგრამ  დამნაშავე პასუხისმგებელი პირები დაისჯებიან, თუკი მათი ბრალეულობა დამტკიცდება.
აქვე შეგახსენებთ, რომ ჰააგის სასამართლო 2002 წელს ამუშავდა და მის კომპეტენციაში შედის საქმეები, რომლებიც მოიცავს გენოციდს, სამხედრო და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებს.
სასამართლო რომის სტატუსს დაეფუძნა, რომელიც 1998 წელს მიიღეს და რასაც  იმხანად ხელი რუსეთის ფედერაციამაც მოაწერა, თუმცა შემდეგ რატიფიცირება არ მოუხდენია. ამიტომაც, თუმცა რუსეთი არის რომის სტატუსის მონაწილე, მას მაინც არ აღიარებს, მაგრამ, როგორც ჰააგელი პროკურორი გვაიმედებს,  არაღიარება რუსეთის კონკრეტულ ჩინოვნიკებს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან ვერ იხსნის.
ეს, იმას გარდა, რომ გულს იმედებით გვიამებს, რუსთაველის თანამედროვე პერიფრაზიცაა: შიში (რომის სტატუსის არაღიარება) ვერ იხსნის სიკვდილსა (პასუხისმგებლობას), ცუდია დაღრეჯილობა (ჰააგის სასამართლოსთან თანამშრომლობაზე უარის თქმა). –

скачать dle 11.3