არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი თქვენი ჯანმრთელობისთვის
რეპროდუქტოლოგიური ინსტიტუტის დამფუძნებელი და სულისჩამდგმელი გახლავთ პროფესორი არჩილ ხომასურიძე, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის პრეზიდენტი; თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის რეპროდუქტოლოგიისა და მეანობა-გინეკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; სრული პროფესორი; რეპროდუქტოლოგთა საერთაშორისო აკადემიის წევრი; საბუნებისმეტყველო, მედიკო-ბიოლოგიურ და სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
პროფესორი არჩილ ხომასურიძე 1984-2012 წლებში იყო ჟორდანიას ინსტიტუტის გენერალური დირექტორი. მის სახელს უკავშირდება ქართულ მედიცინაში უამრავი პროგრესული წამოწყება – კონტრაცეპციის, ლაპარასკოპიული და „ინ-ვიტრო“ განაყოფიერების ტექნოლოგიების დანერგვა.
პროფ. ა. ხომასურიძის და მისი თანამებრძოლების ძალისხმევით, პირველად საქართველოს ისტორიაში, ჩამოყალიბდა დამოუკიდებელი სამედიცინო დისციპლინა – რეპროდუქტოლოგია. ქვეყნის მასშტაბით დაიწყო მოსახლეობისა და ექიმებისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო და სასწავლო პროგრამების შემუშავება- და განხორციელება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საქმეში.
ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებულმა მოვლენებმა, მათ შორის მედიცინაზე კომერციალიზაციის უარყოფითმა გავლენამ, განაპირობა ახალი რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტის გახსნის აუცილებლობა, რომელიც ამჟამად საქმიანობას ახალ მისამართზე აგრძელებს.
არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი გაიხსნა 2014 წლის 14 იანვარს და დაკომპლექტებულია თანამშრომლებით, რომელთაც 50-წლიანი შეუფასებელი გამოცდილება აქვთ გინეკოლოგიურ ენდოკრინოლოგიასა და უშვილობის მკურნალობაში.
ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
• ქალისა და მამაკაცის უშვილობის დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• ორსულობის ვადამდე მიუტანლობა (ჩვეული აბორტები);
• მაღალი რისკის ორსულთა მონიტორინგი;
• გინეკოლოგიურ-ენდოკრინოლოგიური დარღვევები რეპროდუქციული ასაკის ქალებსა და მოზარდებში (ჭარბი წონა, სიმსუქნე, ჭარბთმიანობა, აკნე, მტკივნეული მენსტრუაცია, საშვილოსნოსმიერი დისფუნქციური სისხლდენები და სხვა);
• მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა კლიმაქტერული სინდრომის მართვას;
• ტარდება ჰემოსტაზის დარღვევების (ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, თრომბოფილია) დიაგნოსტიკა და მკურნალობა;
• კლინიკაში მოქმედებს ორსულთა მონიტორინგის უფასო სახელმწიფო პროგრამა;
• განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეპროდუქციული ორგანოების სიმსივნეების ადრეულ გამოვლინებას და პროფილაქტიკას (მამოლოგიური და უროლოგიური სამსახური);
• მიმდინარეობს ხელოვნური განაყოფიერებისთვის პაციენტების სათანადო მომზადება, ხელოვნური ინსემინაცია;
• ტარდება რეპროდუქციული მასალის (სპერმის) კრიოპრეზერვაცია;
• ტარდება ტესტი წყვილთა შეუთავსებლობაზე ბიმუნოლოგიური და ცერვიკალური ფაქტორების დასადგენად;
• ლაპარასკოპიულ დიაგნოსტიკას და ქირურგიულ მკურნალობას ატარებს გამოცდილი ენდოსკოპისტი რამაზ ჩარექიშვილი;
• ინსტიტუტის რადიოლოგიურ სამსახურს მართავს მედიცინის აკადემიის დოქტორი ნინო დათოშვილი; მისი ხელმძღვანელობით ტარდება გამოკვლევები ექოსკოპიური, რენტგენოლოგიური, კომპიუტერული კიმოპერტუბაციის მეთოდებით;
• ინსტიტუტს აქვს ლაბორატორიული ქვედანაყოფი, რომელსაც ხელმძღვანელობს მედიცინის აკადემიის დოქტორი ნ. კვაშილავა. კლინიკა აღჭურვილია თანამედროვე სადიაგნოსტიკო და ლაბორატორიული აპარატურით; გამართული სამედიცინო პროგრამით, რაც აადვილებს პრაქტიკულ მუშაობას.
პროფესორი არჩილ ხომასურიძე: ჩვენი ინსტიტუტის საქმიანობის ძირითადი პრინციპია – პაციენტის ინტერესის დაცვა, პროფესიონალიზმი, გულისხმიერება, კეთილსინდისიერება. პრიორიტეტი კი – მომავალი თაობების აღზრდა და მთელი საქართველოს მასშტაბით სასწავლო-საგანმანათლებლო მუშაობა საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გასაზიარებლად.
კლინიკის მოღვაწეობის უპირველესი პრინციპია კონფიდენციალობა, სადაც გამორიცხულია რაიმე სახით პაციენტის შეცდომაში შეყვანა ან არასწორად ინფორმირება; სწორედ ეს განგვასხვავებს ბევრი სხვა კომერციული კლინიკისგან. ინსტიტუტის თანამშრომლებს მიაჩნიათ, რომ ექიმმა ავტორიტეტი უნდა მოიხვეჭოს თავისი საქმიანობითა და პაციენტისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით და არა ყბადაღებული რეკლამით.“
ასე რომ, არჩილ ხომასურიძის რეპროდუქტოლოგიის ინსტიტუტი აგრძელებს საქმიანობას მსოფლიო მედიცინის თანამედროვე მიღწევების კვალდაკვალ თქვენი ჯანმრთელობისა და ოჯახების ბედნიერი მომავლისთვის.
მისამართი: თბილისი, თევდორე მღვდლის ქ. ¹13, 7-ე სართული
ტელ: (995 32) 2 24 00 99;
(995 32) 2 24 00 98.
ელ-ფოსტა: info@reproinstitute.ge
ვებ-გვერდი:
http://www.reproinstitute.ge