კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყო თუ არა პაატა გულიაშვილის ცხოვრებაში ბევრი პარასკევა და რატომ არ გამოდიოდა მეუღლე გარეთ მისი სერენადების მოსმენისას

პაატა გულიაშვილი, ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, ზაზა კოლელიშვილი, დათო ხუჯაძე, კახი კავსაძე, ჯაბა კილაძე, მანანა ჯაფარიძე, ვაკაჭი, რომან რცხილაძე, ქეთა თოფურია, ირაკლი ფირცხალავა, მანიკა ასათიანი, ნათია წიწილაშვილი, მარიამ სანოგო, ნანუკა გოგიჩაიშვილი – ეს იმ მსახიობების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც რეჟისორმა გიორგი კიკალიშვილმა გააერთიანა ფილმისთვის „რობინზონი და ცხრა პარასკევა“. გადაღებების შესახებ რობინზონის როლის შემსრულებელს, პაატა გულიაშვილს ვესაუბრეთ.

 პაატა გულიაშვილი: ფილმი სახალისოა და, გადაღებებიც, თავისთავად, სახალისო იყო, განსაკუთრებით ჩემთვის, რადგან, ცხრა პარასკევასთან ერთად ორი კვირა ყოფნა ძალიან სასიამოვნოა (იცინის). ყველა სილიანები და ჭუჭყიანები ვიყავით. ვნახე, როგორები არიან ეს ჩვენი „ზვეზდა“ გოგოები სამი დღის დაუბანლობის შემდეგ. ჭუჭყიანი ხელებით ჭამა უკვე აღარ გვიკვირდა და, ისეთი განწყობა გვქონდა, თითქოს მართლა კუნძულზე ვიყავით. პლაჟზე რომ მივდიოდით ხოლმე, საშინელი სიბინძურე გვხვდებოდა. ბოთლებსა და პარკებს კადრში ხომ არ გამოვაჩენდით, ამიტომ, სანაპიროს დამლაგებლის ფუნქციაც შევითავსეთ. გადაღების დაწყებამდე ვიცოდით, რომ ერთი საათის განმავლობაში სანაპირო უნდა დაგვესუფთავებინა. ერთმანეთზე უკეთესი პარტნიორი გოგონები მყავდა და მინდა მადლობა ვუთხრა მათ ჩემი მოვლისთვის. ჯერ ამ კოსტიუმებში გამოწყობილები რომ დავდიოდით, ეგ იყო ერთი სანახაობა. დრუპის კოსტიუმზე იყო ერთი ამბავი. მოგეხსენებათ, რამხელაცაა და დაახლოებით ერთი ვაგონი რულონი დაიხარჯა მისთვის (იცინის).
– რობინზონის როლი შეასრულეთ, რომელსაც ერთდროულად ცხრა პარასკევა ჰყავს. გაიხსენეთ, თქვენს ცხოვრებაშიც იყო ბევრი პარასკევა ქორწინებამდე?
– ამ მიმართულებით გამორჩეული ნამდვილად არ ვარ და ძალიან ჩვეულებრივად ვცხოვრობ. შეყვარებული ყოველთვის ვიყავი, მაგრამ „პარასკევები” არასდროს მყოლია და არც მექალთანის იმიჯი მქონია. ოჯახის ერთგული ვარ და, თუ ვინმე ქორწინებამდე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ერთად ვყოფილვართ იმ გარკვეულ მომენტამდე, სანამდეც ერთმანეთს ვჭირდებოდით. არაფერი განსაკუთრებული.
– თქვენი და თქვენი მეუღლის ურთიერთობის შესახებ მომიყევით.
– ჩვენ ერთმანეთი თბილისში, მეგობრის სახლში გავიცანით. ყველაფერი ძალიან მალე, ერთ წელიწადში მოხდა. მაშინ თელავის თეატრში ვმუშაობდი. რომ გავიცანი, იმ საღამოს დავპირდი, ყოველი დღის ორ საათზე დაგირეკავ-მეთქი და არც მომიტყუებია – დიდი ხნის განმავლობაში, სადაც არ უნდა ვყოფილიყავი, ვახერხებდი, რომ მისთვის დამერეკა. ერთი წლის თავზე ჩვენი დაქორწინება ცოტა უცნაურად მოხდა: საღამოს მეგობრებთან ერთად ვსვამდი. საუბარი ნინოზე ჩამოვარდა – ეტყობა, იგრძნეს, რომ ძალიან დამწვარი ვიყავი (იცინის). უცებ გააჩერეს მანქანა, სადღაც მივდივართო და მიმაყენეს მის სახლთან. ნინო მაშინ ბახტრიონზე ცხოვრობდა და სახლის ჩუსტებით ჩამოვიდა. უკან ვეღარ დავიხევდი და ვუთხარი: ან წამოხვალ, ან არა-მეთქი და ნინოც ასე ჩუსტებით წამოვიდა (იცინის). ყველაფერი სპონტანურად გადაწყდა და მას შემდეგ უკვე 11 წელია, ერთად და კარგად ვართ.
– ცოლად შერთვამდე არ დაგჭირვებიათ რაიმე განსაკუთრებულის გაკეთება მის მოსახიბლავად?
 – რა თქმა უნდა, მილიონი რამ იყო. ბევრჯერ მიმღერია ღამით მის აივანთან. მახსოვს, ერთხელ, ვსვამდით და ჩვენთან ერთად მეგარმონეები იყვნენ. რატომღაც, ავიჩემე, რომ ღამის 3 საათზე უნდა წამეყვანა ეს მეგარმონეები და ვაჟაზე მათთან ერთად მემღერა ნინოსთვის. საოცარი სიჩუმე იყო და, ეს კლარნეტი რომ აჭყიპინდა, ყველამ გარეთ გამოიხედა ნინოს გარდა. მეორე დილას მითხრა: მივხვდი, რომ შენ იყავი და მაგრად შემრცხვაო. თუმცა, ეს ქორწინების შემდეგ იყო. დაქორწინებამდეც მივედი მის დაბადების დღეზე სამღერლად, მაშინაც ბახუსში ვიყავი და მაშინაც არ გამომხედა (იცინის) – ეტყობა, კარგად ვერ ვმღერი. დაბადების დღეებს რომ თავი დავანებოთ, მისთვის არასადღესასწაულო დღეებშიც მიყვარს საჩუქრების გაკეთება – სუნამო იქნება ეს, ყვავილი თუ სხვა რამ. ერთხელ მანქანა ვაჩუქე. ძალიან ძვირიან მანქანაზე არ ვამბობ, მაგრამ, არც სარეცხ მანქანას ვგულისხმობ (იცინის). მოინდომა და მართვა თვითონ ისწავლა. დავპირდი, თუ მართვის მოწმობას აიღებ, მანქანას გაჩუქებ-მეთქი. ზუსტად იმ პერიოდში რაღაც ჰონორარი ავიღე, რომელიც მანქანისთვის საკმარისი იყო, ამიტომ, გადავწყვიტე, პირობა შემესრულებინა. ზოგადად, ჩვენ ფუფუნებით არ გვიცხოვრია, მაგრამ იმ მომენტისთვის საჭიროდ ჩავთვალე, რომ ასე მოვქცეულიყავი და, ვფიქრობ, რომ ეს სწორი იყო.
– ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ძალიან ეჭვიანია. თქვენ თუ აძლევთ საბაბს?
– სხვათა შორის, ეჭვიანობა ძალიან არ გამოუხატავს, მაგრამ, მე ცოტა რთული პროფესია მაქვს. ძნელია, როცა ერთი კვირით მიდიხარ ქვეყანაში, სადაც ძალიან ბევრი ლამაზი გოგოა; თან, გასტროლია, რომლის დროსაც ბოჰემურად ცხოვრობენ მსახიობებიო, ამბობენ... მაგრამ, ეგრეც არ არის. ამას ისიც ემატება, რომ ჩემს გარემოცვაში ყველანაირი ქალი ტრიალებს, სექსუალურიც და ნაკლებად სექსუალურიც. რაღაც პერიოდის შემდეგ ხვდები, რომ ეს ჩვეულებრივი თანამშრომლობა და მეგობრობაა, მაგრამ, ალბათ, ეს ყველაფერი მეუღლისთვის მაინც რთული გასაგებია. ამას ემატება დროის ფაქტორიც: საახალწლოდ 10 დღეში 24 სპექტაკლი ვითამაშეთ და, ფაქტობრივად, სახლში ვერ მხედავდნენ. ბოლო შვიდი წელია, ახალ წელს სახლში საერთოდ არ შევხვედრივარ – ხან სად მიმყავს კონცერტი და ხან სად. ნორმალური ხელფასი არსად არ არის და, როცა ოჯახი გაქვს, სხვა გზა არაა, ბევრი უნდა იშრომო. მეუღლისთვის რთულია იმის გაგება, რომ არასდროს არ ხარ სახლში, მაგრამ, რომ ვთქვა, ეჭვიანობს და ამის გამო კონფლიქტი გვაქვს-მეთქი, ტყუილი იქნება. პარასკევებზე ეჭვიანობის მომენტი არასდროს გვქონია. ცოტა ცხვირჩამოშვებული თუ გამივლის და ვხვდები, რომ მიზეზი ესაა, მაშინვე ვეუბნები, რომ არასწორი მიმართულებით ფიქრობს. მოკლედ, მექალთანე ტიპი ნამდვილად არ ვარ.
– ფილმში მფარველად ბუბა კიკაბიძე გევლინებათ. სინამდვილეში თუ გყოლიათ მფარველი?
– ჩემი მფარველი, უპირველეს ყოვლისა, მამაჩემია, შემდეგ კი – რობერტ სტურუა, რომლის  დამსახურებაცაა, რომ მე დღეს რუსთაველის თეატრში ვარ. მან ჩემი ცხოვრების წესი შეცვალა. კარგა ხანს ქირით ვცხოვრობდით, სტაბილურად არცერთ თეატრში არ ვიყავი და ქირის გადასახდელი თანხაც არ გვქონდა. თავისუფალ თეატრში ვთამაშობდი და თითო სპექტაკლიდან სამი ლარი გვხვდებოდა. ბატონი რობერტის წყალობით, რუსთაველის თეატრში მოსვლის შემდეგ, ხელფასიც ნორმალური მქონდა და სხვა ნიშაც დავიმკვიდრე. ის ჩემი მფარველი გახდა. ეს მხოლოდ პროფესიულ ურთიერთობებს არ ეხება. ამ კაცმა იცის თავის მსახიობების მოვლა, რაც მე მაშინ პირველად ვიგრძენი. ფეხსაცმელი და ქურთუკი ჩამოუტანია ჩემთვის უცხოეთიდან და, ასევე, სხვებისთვისაც.ზოგადად ცხოვრებაზე კი რა გითხრათ: სახლი ახლაც არ მაქვს. ფინანსურად საკუთარი თავის მფარველი მხოლოდ მე ვარ და, თელავურად რომ ვთქვა, „ვირივით ვშრომობ“. თეატრში, კინოსა და ტელევიზიაში არავინ დაგელოდება – ორმოცი გრადუსით რომ იწვოდე, შენს ძალიან წარმატებულ როლს მაინც სხვას მისცემენ. ერთი-ორჯერ სასმლის გამო პრობლემა მქონდა, ამიტომ, ამ მიმართულებით თავი შევიზღუდე და წინა პლანზე ისევ შრომა წამოვწიე. დაღლილი კი ვარ, მაგრამ, შიმშილს, რა თქმა უნდა, ასე ჯობია.
– ფილმთან დაკავშირებით თუ გაქვთ უახლოესი მომავლისთვის გეგმები?
– ვიცი, რომ უახლოეს მომავალში ბელარუსში გადაიღებენ კვლავ ერთობლივ ფილმს, რომელშიც ქართველ კაპიტანს ვითამაშებ. ეს იქნება ფილმი ომის თემაზე და პრემიერა 9 მაისს გაიმართება. ზაფხულში კი ისევ ქართველები, აზერბაიჯანელები და ბელარუსები იღებენ ერთობლივ საბავშვო ზღაპარს. გადაღებები ლონდონში იქნება. მასში ჩემთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ნათია წიწილაშვილი, ლიკა ქორქია, ირაკლი ფირცხალავა, ქეთი მელუა,  ვერა ბრეჟნევა, აზერბაიჯანელი მსახიობები, ჯერემი აირონსი, მისტერ ბინი და კიდევ სხვები. ასეთ მსახიობებთან თამაში ჩემთვის საამაყოა. მსახიობების შემადგენლობა პირველად რომ ვნახე, სიხარულისგან კინაღამ ჭკუიდან გადავედი და ახლაც გულის ფანცქალით ველოდები. ვნახოთ, წინ რა იქნება.

скачать dle 11.3