კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიხსნა მსხვილი დანაშაული პანაშვიდზე

ავლაბარში ერთი კაცი ცხოვრობდა, ვინმე ვანო ქონდარელი, რომელსაც „აბლაბუდას“ ეძახდნენ. მოშავო ტიპი იყო, მაგრამ სერიოზულს არაფერს აშავებდა და არ ვაწუხებდით. აბლაბუდა რომ გარდაიცვალა, მის პანაშვიდებზე რიგრიგობით დავდიოდით გადაცმული ოპერები, თან, ყველაფერს ფარულად ვიღებდით. ვიცოდით, რომ იქ შავებიც მივიდოდნენ და იქნებ ძებნილ ბოროტმოქმედს გადავყროდით და დაგვეჭირა.
ერთ-ერთ პანაშვიდზე მე ვმორიგეობდი. საღამოა. პანაშვიდი დაიწყო და ხალხის ნაკადმა ნელ-ნელა იმატა. განსვენებულის მეუღლე კუბოსთან იჯდა და რაც უფრო მეტი ხალხი მოდიოდა, ხმასაც შესაბამისად უწევდა და გოდებდა. როცა სამძიმარზე ცნობილი ნარკომანი „პანტა“ მოვიდა, იმ ქალმა ასეთი ფრაზით ამცნო გარდაცვალებულს მისი გამოჩენა: „ადე, აბლაბუდ, პანტას შეეგებე და შენებურად უთხარი: ორ-ორი კუბი შევიშხაპუნოთო“. ერთი სიტყვით, აბლაბუდას ცოლის ფრაზებზე სიცილს ძლივს ვიკავებდით.
პანაშვიდი უკვე მთავრდებოდა, როდესაც ოთახში ერთი შავგვრემანი კაცი შემოვიდა და ცოლმა აბლაბუდას დაატირა: „ადე, ადე, აბლაბუდ! შენი ზახარა მოვიდა. შეეგებე და შენებურად უთხარი: „სტო ტისჩი ჩამომიბეჭდეო...“  კაცი ამ სიტყვებზე შეცბა. კუბოს წრე დაარტყა და სწრაფად წავიდა. ჩვენ მას გავყევით. ასიოდე მეტრში დავაკავეთ და მილიციაში წავიყვანეთ. ის კაცი ვინმე ზახარ შაროევი იყო, რომელსაც სახლში ფულის საბეჭდი დაზგა აღმოვუჩინეთ. როგორც გაირკვა, შაროევი და აბლაბუდა ყალბ ფულებს ამზადებდნენ და რუსეთში ავრცელებდნენ.
ნოდარ ხვადაგიანის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3