ვლად არამოვის ანეკდოტები
– რა ქნა შენმა შვილმა გამოცდაზე? სად მოხვდა?
– გვერდებში!
***
მამას ეკითხება ბავშვი:
– მამი, რატომ გამოიგონეს თეთრი შოკოლადი?
– იმიტომ, რომ ზანგმა ბავშვებმაც შეძლონ პირის მოთხუპნა.
***
წარწერა გურულის ჭიშკარზე: „ზარი არ მუშობს, გააღიზიანეთ ძაღლი!“
***
ერთი გურული ეუბნება მეორეს:
– შენს ცოლს რომ დევინახავ, ძამა, სულ მიხარია.
– რეიზა გიხარია კი მარა?
– რეიზა და იმიზა, ჩემი ცოლი რომ არაა.
***
სომეხი ბავშვი ეუბნება მამას:
– მამა, ახალ წელს ნაძვის ხე გვექნება თუ ისევ ტირილი მოვრთოთ?
***
ბიჭი გოგოს:
– ნინი, ცხოველები გიყვარს?
– კი, ძალიან.
– ხოდა, გამომყევი ცოლად, იცი, რა საქონელი ვარ?!
***
– ექიმო, მითხარით, გრიპი მაქვს?
– დიახ.
– ღორის?
– დიახ.
– დარწმუნებული ხართ?
– აბსოლუტურად. მხოლოდ ღორს შეეძლო, დილის 6 საათზე გამოვეძახე, იმის გამო, რომ თერმომეტრზე სიცხე 36,7 გრადუსს უჩვენებდა.
***
– ჭიჭიკია, რა საერთოა ჭკვიან ქერა გოგოსა და უცხოპლანეტელს შორის?
– ამბობენ, რომ ის არსებობს, მაგრამ არავის უნახავს.
***
– გუშინ პირველად წავედი სანადიროდ.
– მერე?
– 13 გასროლის შემდეგ, იხვი მოკვდა... სიცილით.
***
– სკოლაში შრომის მასწავლებელსა და ფიზკულტურის მასწავლებელს შორის მოხდა ჩხუბი.
– მერე?
– გაიმარჯვა შრომის მასწავლებელმა. კარატე კარატეა, მაგრამ ჩაქუჩი მაინც ჩაქუჩობს.
მერაბ გეგეჭკორის ანეკდოტები
შუა გაგანია ომის დროს, გურული სანგარშია და განწირული ხმით ყვირის:
– ექიმიი... ექიმიიი.. ჩქარა ექიმიი!..
– რა გჭირს, დაგჭრეს?
– არა, ძამა, მარა, აქანე ისე სროილობენ, რო დევიჭრა, მერე სა ვეძიო ექიმი?
***
შვილი მიირბენს დედასთან და ეკითხება:
– დედა, მე ნაშვილები ვარ?
– არა, შვილო, ეგრე რომ ყოფილიყო, როგორ გგონია, შენ აგირჩევდი?
***
სვანს ეკითხებიან:
– დათვლა იცი?
– კი, ვიცი.
– აბა, თუ იცი, მითხარი, ორმოცის მერე რა მოდის?
– წლისთავი!
***
სომეხი მამა-შვილის საუბარი:
– მამა, მთვარეზე ვინმე ცხოვრობს?
– რავი, შვილო, შუქი კი სულ უნთიათ და...
***
ჭიჭიკია უყვება ძმაკაცს:
– ბიჭო, პანაშვიდზე მივდიოდით და ჩემმა ცოლმა ისეთი ძვირიანი ყვავილები მაყიდინა, რომ შევედით, მკვდარმა ტაში შემოსცხო.
***
მეზობელი კაცების საუბარი:
– ჩემი ცოლი კარატეზე შევიდა.
– მერე?
– რა მერე... ვისწავლე სახლის დალაგება, დარეცხვა, დაუთოება, იატაკის გამოწმენდა და ჭურჭლის დარეცხვაზე ხომ საერთოდ ვაბოდებ...
***
სვანი გრამატიკის გაკვეთილზეა. მასწავლებელი სვამს კითხვას:
– აბა, ბავშვებო, მე ვიბან, შენ იბან, ის იბანს... რა დროა?
სვანი:
– ახალი წელი!
***
საკანში შესულ ზედამხედველს პატიმრები შესჩივლებენ:
– გურული სხვა საკანში გადაიყვანეთ რა...
– რატომ?
– ანეკდოტებს ყვება და არ გვაძინებს.
– ღამით ყვება?
– არა, დღე ყვება, მაგრამ რაჭველი მთელი ღამე იცინის.