„კამელინი“ ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელია. მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და პროფილაქტიკის მიზნით იდეალური საშუალებაა
ქართული პრეპარატის – „კამელინის“ სამკურნალო თვისებებითა და მკურნალობის შედეგებით დაინტერესებულ მკითხველს არაერთხელ მივაწოდეთ მის შესახებ საინტერესო ინფორმაცია. დღეს კი მინდა ვისაუბროთ, თუ რა ეფექტურია მისი გამოყენება გრიპის დროს, რომელიც ზამთრის პერიოდში განსაკუთრებულად გვიტევს. პირადად მე, ზამთარში „კამელინი“ არაერთხელ გამოვიყენე და მთელი სეზონის განმავლობაში ვირუსებისგან საიმედოდ ვიყავი დაცული. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არსებობს „კამელინის“ ფორმა „კამელინ ფლუ“ – სპრეი, რომელიც სწორედ გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებების, ანთებითი პროცესების სამკურნალოდ გამოიყენება.
კობა გურიელიძე (კომპანია „კამელინის” აღმასრულებელი დირექტორი და სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი): გრიპი – ეს მძიმე ვირუსული დაავადებაა და ხასიათდება მაღალი სიკვდილიანობით, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისა და ხნიერი ადამიანების შემთხვევაში. გრიპის ეპიდემია ყოველ წელიწადს, განსაკუთრებით კი ზამთრის პერიოდში, ასნებოვნებს დედამიწის მოსახლეობის თითქმის 15 პროცენტს. გრიპოზული ინფექციის დროს ზიანდება ორგანიზმის პრაქტიკულად ყველა სისტემა, განსაკუთრებით კი – იმუნური. მაგალითად, ბავშვები და მოხუცები, რომლებმაც გადაიტანეს ეს დაავადება და სისუსტეს გრძნობენ, ძალზე მგრძნობიარენი არიან სხვადასხვა ვირუსული და ბაქტერიული დაავადების მიმართ.
– როგორია „კამელინით“ მკურნალობის შედეგები გრიპის დაავადების დროს ან პროფილაქტიკისთვის გრიპის თავიდან ასაცილებლად?
– კვებეკის, მონრეალის, ბერნის, ილინოისის, ბრაზილიის სამეცნიერო და კლინიკურ ცენტრებში დადგინდა, რომ „კამელინი” შესანიშნავი ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი, ბუნებრივი წარმოშობის პრეპარატია და მისი გამოყენება გრიპოზული დაავადებისა და მისი პროფილაქტიკის მიზნით, იდეალური საშუალებაა. იმ შემთხვევაში, როცა ვირუსი უკვე უჯრედშია, „კამელინი“ ხელს უშლის მის გამოსვლას ინფიცირებული კერიდან და სხვა უჯრედებზე გავრცელებას. ამავე დროს, ორგანიზმის იმუნიტეტს საშუალებას აძლევს, გაანადგუროს უჯრედში ლოკალურად შემოჭრილი ვირუსები. რაც ყველაზე მთავარია, „კამელინის“ საშუალებით ვირუსს ხელი ეშლება, თავისი დამანგრეველი გენეტიკური მონაცემები ჩანერგოს ორგანიზმის ჯანმრთელ უჯრედში. რაც მთავარია, პრეპარატს არ აქვს გვერდითი მოვლენები, აძლიერებს ადამიანის იმუნიტეტს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ტიპის დაავადების სამკურნალოდ.
– უკვე რამდენიმე ხანია, გასაყიდად გამოვიდა „კამელინ ფლუ”, რომელიც გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიც არის გრიპოზული, პირის ღრუსა და ყელის ჩირქოვანი, ინფექციური დაავადებები, ანთებითი პროცესები. შესაბამისად, თუ არის ეფექტური მათი გამოყენება დღეს ძალიან გავრცელებული გრიპოზული დაავადების სამკურნალოდ?
– პრეპარატში არის ის კომპონენტები, რომლებიც ლორწოვან გარსზე გარკვეული პერიოდის განმავლობაში აჩერებს პრეპარატის აქტიურ ნივთიერებებს და, შესაბამისად, ეს უფრო მეტ ეფექტურობას იწვევს. როდესაც პირის ღრუში არის ბაქტერიული, სოკოვანი კერები, „კამელინ ფლუ” ძალიან მალე აქრობს პროცესს. ასე რომ, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, გადავწყვიტეთ, სპრეიში ჩაგვედო და გაგვევითარებინა ის თვისებები, რაც „კამელინის” აქტიურ მოლეკულებს ახასიათებს: ანტიბაქტერიული, ანტისოკოვანი, ანთების საწინააღმდეგო და რეგენერაციული პროცესები. რაც მთავარია, როგორც „კამელინის“ სხვა ფორმებს, ასევე სპრეისაც, სხვა წამლებთან მიმართებაში უკუჩვენება არ აქვს და მისი გამოყენება შეიძლება თითქმის ყველა მედიკამენტთან ერთად. თუ კლასიკური თერაპია ამ დაავადებებს კურნავდა გარკვეულ პერიოდში, „კამელინთან“ კომბინაციაში შედეგი უფრო ეფექტური იყო, გართულებები პრაქტიკულად არ ყოფილა და გამოჯანმრთელებაც უფრო მალე ხდებოდა. რაც მთავარია, ამ პრეპარატს არ გააჩნია გვერდითი მოვლენები.
– როგორც ცნობილია, ძალიან კარგია „კამელინის“ პროფილაქტიკის მიზნით გამოყენება. წელიწადის რომელ დროს არის სასურველი პროფილაქტიკისთვის „კამელინის“ გამოყენება?
– კარგია გაზაფხულის დადგომისა და ზამთრის პერიოდში, როცა ადამიანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის – ამ დროს იმუნიტეტი, თავისთავად, ქვეითდება. ასევე, კარგია დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. ამ დროს სასურველია, მიიღოთ კაფსულები – ბრწყინვალე შედეგს იძლევა, მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ ერთი კურსი ძალიან კარგია განსაკუთრებით მძიმე გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ.
როდესაც „კამელინზე“ ვსაუბრობთ, არ შემიძლია, არ შევეხო მის გამოყენებას ისეთი მძიმე დაავადების სამკურნალოდ, როგორიც არის სიმსივნე. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ საინიექციო ფორმის „კამელინი მ-1-ის“ გამოყენება შესაძლებელია ყველა სტადიის კიბოს დაავადების დროს, სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში, „კამელინი მ-4” – სანთლების და „კამელინი მ-2” – კაფსულების ჩართვა მკურნალობის თითქმის ყველა ეტაპზე.
ნათია (32 წლის): ჩემს დეიდას, რომელიც უკვე დიდი ხანია, უცხოეთში ცხოვრობს, ცოტა ხნის წინ დაუსვეს კუჭის სიმსივნის დიაგნოზი. მაშინვე დაიწყო მედიკამენტებით მკურნალობა, მაგრამ, არცთუ კარგი შედეგი ჰქონდა. დიდი ხანია, თქვენი ჟურნალის მკითხველი ვარ, „კამელინის“ შესახებაც არაერთი სტატია მქონდა წაკითხული. ამიტომ, როგორც კი შევიტყვე დეიდას მდგომარეობა, მაშინვე „კამელინი“ გამახსენდა, მის მწარმოებელთან გავიარე კონსულტაცია, დეიდასაც ვკითხე და მისი თანხმობის შემდეგ გავუგზავნე პრეპარატი. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და შედეგი უკვე აქვს: აღარ აწუხებს ტკივილები, ენერგიულიც გახდა, ძალაც დაუბრუნდა. „კამელინით“ მკურნალობის შეწყვეტას არ აპირებს. ცოტა ხანს შეისვენა და ახლა უკვე მკურნალობის მესამე კურსს იტარებს. რაც მთავარია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, არანაირი გართულება არ ჰქონია, პირიქით, წინ და წინ წამოვიდა. რაც მთავარია, ჩვეულებრივად მუშაობს, შრომისუნარიანობაც აუმაღლდა და ტკივილებიც აღარ აწუხებს.
მარინა (30 წლის): დედაჩემი უცხოეთში ცხოვრობს და მუშაობს. მოგეხსენებათ, ვინც უცხოეთში საქმიანობს, მათ უმეტესობას ფიზიკური შრომა უწევს. შესაბამისად, დედაც ხშირად ძალიან გადაღლილია, ენერგიის ნაკლებობას განიცდის და იმუნიტეტიც დაქვეითებული ჰქონდა. თან, დაახლოებით ათი წლის წინ ფიბრომის ოპერაცია გაიკეთა, სამი წლის წინ კი დაუსვეს საშვილოსნოს სიმსივნის დიაგნოზი, პირველი სტადია. მაშინვე გავუგზავნე „კამელინის“ ინიექცია. მანამდე პირადად მე, ბუასილის გამო, „კამელინის“ სანთლები გამოვიყენე, მიშველა და საოპერაციო არ გავხდი. ამიტომ, ექიმთან კონსულტაციების გავლის შემდეგ გადავწყვიტე, დედასთვისაც გამეგზავნა „კამელინის“ ნემსები. მაშინვე დაიწყო მკურნალობა და მალევე იგრძნო ენერგიის მომატება. სამი კურსი ჩაიტარა და თავს აშკარად უკეთ გრძნობს, იმუნიტეტიც მოუძლიერდა, მადაც მოემატა.
P.S. ვისაც სურს დამატებითი ინფორმაციის მიღება „კამელინის” შესახებ, დარეკეთ ტელეფონის ნომრებზე: 599 33-10-89; 599 23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი). მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.