როგორ შევიგრძნოთ საყვარელი ადამიანის განწყობა ტელეპათიურ დონეზე
კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ტელეპათიურად შეიგრძნობს საკუთარი რჩეულის განწყობას, ამისთვის კი არსებობს პერიოდები, როცა ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. ასტროლოგიურად, ეს პერიოდები ყოველ წელს ერთი და იგივეა და არ იცვლება.
ვერძებისთვის ტელეპათიური ნიჭი ძლიერდება 22 ივლისიდან 22 აგვისტომდე. ვერძის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანი ტელეპათიურად კარგად „იჭერს” მისი მისამართით გამოხატულ სითბოს – გრძნობს, ვინ არის მის მიმართ რომანტიკულად განწყობილი. ამიტომ, გირჩევთ, გამოხატოთ მის მიმართ სითბო და ამით გააძლიეროთ მასთან სასიყვარულო-რომანტიკული ურთიერთობა.
კუროებისთვის ტელეპათიური ნიჭი ძლიერდება 23 აგვისტოდან 22 სექტემბრამდე. კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები საუბრით გრძნობენ ტელეპათიურ „გზავნილს” და ხვდებიან, არის თუ არა მეორე ადამიანი მათ მიმართ რომანტიკულად განწყობილი. ისინი სწორედ სიტყვების ინტონაციაში იჭერენ ამ განწყობას.
ტყუპებისთვის ტელეპათიური ნიჭი მძაფრდება 22 სექტემბრიდან 22 ოქტომბრამდე. ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ტელეპათიურად ძალიან კარგად იჭერენ გრძნობებს. თავად არიან ამის ინიციატორები და, რასაც გასცემენ, იმასვე იღებენ. მეორე ადამიანის რეაქცია კი ტელეპათიურად აჩვენებს, არის თუ არა ის მისთვის მისაღები.
კირჩხიბებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ოქტომბრიდან 22 ნოემბრამდე. შეიძლება, თამამად ვთქვათ, რომ ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს სხვათა აზრების ამოცნობა შეუძლიათ ინტუიციურ დონეზე. იფიქრეთ მასთან სასიყვარულო-რომანტიკულ ურთიერთობებზე და ის ამას უსიტყვოდ მიგიხვდებათ.
ლომებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ნოემბრიდან 21 დეკემბრამდე. ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან სასიყვარულო ურთიერთობებში ტელეპათიური იმპულსები სიზმრის სახით მოდის და ამ დროს ღამის მინიშნებებს მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ.
ქალწულებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 21 დეკემბრიდან 20 იანვრამდე. ამ ნიშნით დაბადებული ადამიანი საჭიროებს ხშირ კონტაქტებს – ისინი ასე უფრო კარგად გრძნობენ, არის თუ არა მათ მიმართ რომანტიკულად განწყობილი მეორე ადამიანი.
სასწორებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 იანვრიდან 19 თებერვლამდე. სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის საჭიროა ფიზიკური კონტაქტი, რათა ინტუიციურად დაიჭირონ და სწორად აღიქვან სასიყვარულო განწყობა.
მორიელებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 19 თებერვლიდან 21 მარტამდე. ისინი აკვირდებიან ქცევას და ინტუიციურად და ტელეპათიურად ადვილად იჭერენ, არიან თუ არა მათ მიმართ სასიყვარულოდ და რომანტიკულად განწყობილნი.
მშვილდოსნებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 21 მარტიდან 20 აპრილამდე. მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანი გულდასმით აკვირდება მის გვერდით მყოფთა მანერებსა და ქცევას ურთიერთობის დროს. ამით ისინი უსიტყვოდ იგებენ, ვინ უფრო რომანტიკულად არის მათ მიმართ განწყობილი.
თხის რქებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 აპრილიდან 20 მაისამდე. თხის რქები თავად გამოხატავენ გრძნობებს და ამის შემდეგ ტელეპათიურად ინტუიციით გრძნობენ, როგორ რეაგირებს მათი რჩეული. ამით ისინი ადვილად ხვდებიან, რამდენად ძლიერია მათ მიმართ გამოხატული სასიყვარულო გრძნობა.
მერწყულებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 20 მაისიდან 22 ივნისამდე. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს აქვთ უნარი, ამოიცნონ სხვების აზრები, ტელეპათიურად შეაყვარონ მეორე ადამიანს თავი და გრძნობები ინტუიციურ დონეზეც კი გამოხატონ.
თევზებისთვის ტელეპათიური შეგრძნებები მძაფრდება 22 ივნისიდან 22 ივლისამდე. ისინი აკვირდებიან ემოციებს და ამით უტყუარ ინფორმაციას იღებენ ინტუიციურ დონეზე. ტელეპათიურად კი ადვილად ხვდებიან, არის თუ არა სასიყვარულო ურთიერთობებისთვის მზად მეორე ადამიანი.