კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიამენი სიზარმაცისა



ფიქრი არაჩვეულებრივი რამაა – რაც სამყაროს ამოძრავებს, ის პროგრესის ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. არ გჯერათ? სარეცხი მანქანა, მტვერსასრუტი, გადამრთველი პულტი და ტექნიკის კიდევ ბევრი სიამე საერთოდ არ იქნებოდა, რომ არა ჩვეულებრივი, ადამიანური სიზარმაცე... დიახ, მიხვდა ადამიანი, რომ ღელეში სარეცხის რეცხვა მთელ მის ძვირფას დროს შთანთქავდა; იფიქრა, იფიქრა და – სარეცხი მანქანა გამოიგონა. ასე რომ, თქვენც შეგიძლიათ, სინჯოთ ისე იზარმაცოთ, რომ რაღაც ღირებული შექმნათ. სწორედ ესაა არსი სასარგებლო სიზარმაცისა.
არსებობს მოჩვენებითი სიზარმაცეც – რა არის ეს?! ზოგიერთ ადამიანს დღემდე ჰგონია, რომ გონებრივი შრომა შრომა არ არის; რომ ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები მუდმივად ზარმაცობენ და ძალიან იოლი ცხოვრება აქვთ, რაც სიმართლეს არ შეეფერება. სხვათა შორის, დადგენილია, რომ გონებრივი შრომის შედეგად ადამიანი ფიზიკურადაც იღლება, თანაც, ორჯერ უფრო მეტად, ვიდრე ჩვეულებრივი ფიზიკური აქტივობისას. ტვინი ხომ მთელ ორგანიზმს ამუშავებს... თან, როცა გონება დაძაბულ რეჟიმშია, ტვინს ჯაფა ორმაგად ადგება. ამიტომ, თუ ზოგჯერ თვალებს დახუჭავთ და გონებას გამორთავთ, ნამდვილად არაფერი დაშავდება. ქალბატონებმა უნდა იცოდნენ, რომ მამაკაცის ტვინი სხვანაირად მუშაობს, ქალისა – სხვანაირად. ისინი უფრო მალე იღლებიან და ავტომატურად გამოეთიშებიან ხოლმე სამყაროს. ამ დროს ქალთან კონტაქტს აზრი არა აქვს – მაინც არ მოგისმენთ და ვერაფერს გახდებით. სამაგიეროდ, წაზარმაცება მოეწონება. შესთავაზეთ და ერთად მიიღეთ სიამოვნება, მერე კი ყველაფერზე შეგიძლიათ, ილაპარაკოთ...
ის, რაც ჩვენს
ხელშია...

წელი მხოლოდ ახლა დაიწყო და წინ ბევრი ჯადოსნური დღე გელოდებათ, მაგრამ იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეცვალოთ, ახალი წლის ღამეს მხოლოდ სურვილების ჩაფიქრება არ კმარა. მაგალითად, ჩაიფიქრეთ, რომ ამ წელს მაინც იპოვით ცხოვრების თანამგზავრს და აღარ იქნებით მარტო... ფიქრობთ, სასურველი პარტნიორი ლანგრით მოგერთმევათ? არავითარ შემთხვევაში! თქვენ ხომ უკვე დიდი გოგო ხართ, თოვლის ბაბუა მანამდე იარსებებს, სანამ მის როლში თქვენ თვითონ იქნებით, ანუ, საკუთარი თავის სურვილების შემსრულებელი თავადვე უნდა გახდეთ. კარგად მიმოიხედეთ გარშემო – აბა, ვის ხედავთ ისეთს, რომელიც შეიძლება ცხოვრების თანამგზავრად გამოგადგეთ? ნუ გაგეღიმებათ, უბრალოდ, ზოგჯერ ბევრი არაფერი ვიცით იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ჩვენს სიახლოვეს არიან ან საერთოდ ვერ ვამჩნევთ მათ.
შესაძლოა, ოცნების ხორცშესხმაში ხელს გვიშლიდეს ჩვენი დაშრეტილი პოტენციალი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამას აღარაფერი ეშველება, ყველაფერი მაინც ჩვენს ხელშია და პოტენციალის შევსებაც შეიძლება, თუკი დროულად მივხვდებით, როდის შევისვენოთ და აღვიდგინოთ ძალები. იყავით ყურადღებიანი და დაკვირვებული.  ადამიანებთან კონტაქტი ისე უნდა მოახერხოთ, რომ მათგან პოზიტივი მიიღოთ. ზოგჯერ მიუშვით სიტუაცია – მოეშვით და გადახედეთ, რა არის თქვენს ხელში, ანუ, რა გაქვთ და რისი გამოყენება შეგიძლიათ მომგებიანად. მოკლედ, იფიქრეთ თქვენს სურვილზე და მისი განხორციელების გზებზე. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ თქვენი სურვილი უკვე შესრულდა – აბა, კმაყოფილი ხართ?! ამის გაკეთება აუცილებელია – და, საჭირო დროს და საჭირო ადგილას თქვენი წარმოსახვა რეალობად იქცევა...

გარეგნობა –
ფაქიზი თემა

გარეგნობა უმნიშვნელო თემა ნამდვილად არ არის. ნუ მოიტყუებთ თავს და ნუ იტყვით, რომ გარეგნული მომხიბვლელობა არაფერში გჭირდებათ. სასრურველია, მეტისმეტად გამომწვევი არ იყოთ, მაგრამ ეფექტურობა კარგია. ანუ, შევთანხმდეთ იმაზე, რომ გარეგნობა ჭეშმარიტად ფაქიზი თემაა. თანამედროვე მამაკაცები უკვე შეეჩვივნენ იმას, რომ ქალები ძალიან ზრუნავენ საკუთარ გარეგნობაზე და დარწმუნებულებიც არიან, რომ ამას მათთვის, კაცებისთვის  აკეთდებენ. ჭეშმარიტ ქალს გარეგნობა საკუთარი სიამოვნებისთვის უნდა უნდოდეს. ანუ, თუ გარეგნობაზე ზრუნავთ, ამას უპირველესად იმისთვის აკეთებთ, რომ ჯერ საკუთარ თავს მოეწონოთ. იღბალზე დამოკიდებული ვერ იქნებით, თუ საუკეთესოდ არ გამოიყურებით. გარეგნობაზე ზრუნვა საკუთარ თვალში აგამაღლებთ და პატივს მიაგებთ იმას, რაც სხვა ქალებისგან განგასხვავებთ. ანუ, კარგად დაიხსომეთ: თუ საკუთარ თავს ხელს შეუწყობთ; თუ სწორად შეარჩევთ სტილს და სამოსს თქვენი ფიზიკური მონაცემების მიხედვით მოირგებთ, ყველაფერი კარგად იქნება. ასეთ დროს მთავარი თავდაჯერებულობაა და, თუკი გარეგნობის მხრივ პრობლემა არ გექნებათ, თქვენს თავდაჯერებულობას არაფერი ემუქრება. ზოგადად, გარეგნობა არა მხოლოდ პარტნიორის ძებნაში გვეხმარება, კარიერასაც ადვილად ვიკეთებთ და ცხოვრებაც უფრო მშვენიერია.

ფსიქოლოგია –
საინტერესოა!

რისთვის დავდივართ სამსახურში? იმისთვის, რომ ვაკეთოთ საქმე, რომელიც გვიყვარს. თუ ეს ასე არ არის, მაშინ, არ გაგმართლებიათ. შეეცადეთ, ეს გამოასწოროთ და წარმატების კიბეზე ერთი საფეხურით ზემოთ აინაცვლოთ.
ამბობენ, რომ ქალების 31 პროცენტი სამსახურში უფრო ბედნიერად გრძნობს თავს, ვიდრე სადმე სხვაგან.
41 პროცენტი ქალბატონებისა სამსახურის დაწყებასთან ერთად ცვლის ცხოვრებას უკეთესობისკენ. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ეს ნამდვილად ასეა. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ქალს სამსახური მარტო ფულის საშოვნელად კი არ სჭირდება, არამედ, უნდა იმისთვისაც, რომ თავი უკეთესად იგრძნოს – თავდაჯერებულად და კომფორტულად...
ქალები სამსახურში პოულობენ მეორე ნახევრებს, სიყვარულსა და მეგობრებს. ამ ყველაფერს პოულობენ კაცებიც, მაგრამ ყურადღებას ნაკლებად აქცევენ. ქალები სამსახურში გაცილებით ფამილარულები და ბუნებრივები არიან, ვიდრე კაცები. ფსიქოლოგები ამის მიზეზებზეც დუმან, მაგრამ ეს ხომ არ არის მთავარი? მთავარი ჩვენი შინაგანი განწყობაა. აი, რატომ უნდა ვეძებოთ სამსახური, თუ ის ჯერ კიდევ არ გვაქვს – რათა მან საკუთარი თავი გვაპოვნინოს...

скачать dle 11.3