უფლებები
ანუ რამსებარეული დემოკრატია ქართულად
მაშინ, როდესაც ჩვენ, ცოტა არ იყოს, რამსები აგვერია, ვინაიდან ვერ გაგვირკვევია ხეირიანად, ბოლოს და ბოლოს, რას ნიშნავს დემოკრატია და ადამიანის უფლებების დაცვა; უფრო ზუსტად, რომ სხვისი თავისუფლება იქ მთავრდება, სადაც იწყება ჩემი (და, პირიქით), კანადელმა მერმა მასტერკლასი ჩაგვიტარა.
კერძოდ, გავრცელებული ინფორმაციით, კანადაში მუსლიმანმა მშობლებმა მონრეალსა და მის გარეუბნებში მდებარე სკოლების სასადილოებში ღორის ხორცის მენიუდან ამოღება მოითხოვეს, თუმცა დორვალის მერმა მათ უარი სტკიცა, ოღონდ, ყველა მშობელს ნოტა გაუგზავნა, რომელშიც უარის მიზეზები აუხსნა.
მომყავს ციტატა: „მუსლიმანებმა უნდა გაიგონ, რომ ადაპტირება უნდა მოახდინონ კანადასთან და კვებეკთან. მათი ჩვევები და ტრადიციები უნდა დატოვონ იქ, საიდანაც ემიგრაციაში წამოვიდნენ. მუსლიმანებმა უნდა გააცნობიერონ, რომ კანადელები არ არიან რასისტები, არ არიან ქსენოფობები… კანადელები არ აპირებენ, უარი თქვან საკუთარ ტრადიციებსა და იდენტობაზე… მუნიციპალიტეტი მართალი იყო, როცა არ წავიდა ისლამთან და შარიათთან დათმობებზე. თუ თქვენ არ მოგწონთ სეკულარიზმი კანადაში და არ გრძნობთ თავს კომფორტულად აქ, არის 57 მუსლიმანური ქვეყანა, მათი დიდი ნაწილი ნაკლებად დასახლებულია, რომლებიც ფართოდ გაშლილი ხელებით მიგიღებენ.“
მერს, იმავე წყაროს ცნობით, არც რჩევა დაუმადლებია (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „თუ თქვენ იმ აზრით ჩამოხვედით, რომ შეგვავიწროვებთ და საბოლოოდ გაბატონდებით აქ, მაშინ ახლავე დაიწყეთ ჩაბარგება და გაბრუნდით უკან. ჩვენს ქვეყანაში არ არის ადგილი თქვენთვის და თქვენი იდეოლოგიისთვის. თუ თანახმა ხართ, მიიღოთ ეს წინადადება, დარჩით, თუ არადა, მოემზადეთ წასასვლელად!“
მეორე მხრივ, ადვილი წარმოსადგენია, რა განგაშის ზარებს დაარისხებდნენ ჩვენებური არასამთავრობოელები, მსგავსი რამ რომ საქართველოს რომელიმე ქალაქის მერს ეთქვა, რაც გვაძლევს საშუალებას, გამოვიტანოთ შემდეგი დასკვნები: ჯერ ერთი, რომ კვებეკელი მერი არც მონაა და არც გორსალა და, რაც მთავარია, ჩვენებურებს დემოკრატია, სწორედაც რომ, ჩვენებურების შევიწროება ჰგონია?! –