კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დემოკრატიამიწოლილები

ანუ რა არის ჩვენი გამხარებელი

რაკი ჩვენ გარშემო მენავთობე ქვეყნებს გასაჭირი დაუდგათ – ცხადია, ნავთობის გაიაფების გამო, დოლარის საჭიროებაც მოემატათ. ამის გამო მეზობელ აზერბაიჯანში სავალუტო ჯიხურებს, არც მეტი, არც ნაკლები, დოლარით ვაჭრობა აუკრძალეს, ხოლო ბანკებში კი ყოველდღიურად ერთ პირს, სულ რაღაც, 500 დოლარის შესყიდვა თუ შეუძლია. ხოლო ჩვენს მეზობელ რუსეთში რუბლის კურსი ლამისაა ცას შესწვდეს.
იმის გათვალისწინებით, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში მრავლად რუსული და თურქული კომპანიაა (თვით ბანკებიც კი), ჩვენ კი დემოკრატიას „ვაწვებით“, გასაგებია, რომ დოლარზე მოთხოვნა არაადეკვატურად გაძლიერდა, რაც ამ ჩვენს ლარს უფრო ქვემოთ და ქვემოთ მოაქანებს.
ამასობაში კი Financial Times-მა გვაცნობა, რომ მსოფლიო ბანკისა და სავალუტო ფონდის წარმომადგენლები ბაქოში ჩაფრენილან, რამეთუ გუმანში აზერბაიჯანისთვის 4 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დახმარება ჰქონიათ.
მეტიც, მათ რამდენიმე დღეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების და აზიის განვითარების ბანკების სპეციალისტებიც უნდა შეუერთდნენო.
ამბავი მართლაც სასიხარულოა, რადგან ამ ჩვენს ლარს მანათის ტვირთი მაინც ჩაეხსნება, თუმცა, ამის მიუხედავადაც, იბადება რიტორიკული კითხვა: ერთ მილიარდს ჩვენთვისაც ხომ ვერ გამოაყოლებენ?! –

скачать dle 11.3