კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოექცა რატი ბაქრაძეს ბებია უზრდელი ენის გამო და შეიძლება თუ არა, მისი ცოლი ნარკომანი იყოს

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ტონი მონტანას კლანის“ ლიდერის, ყირმისას როლზე, ცოტა ხნის წინ, მსახიობი დათუნა გოცირიძე რატი ბაქრაძემ ჩაანაცვლა. რატი პროფესიით რეჟისორია, თუმცა ამჟამად ძირითადად ბიზნესითაა დაკავებული. სერიალის გმირისგან განსხვავებით, ის უკვე 11 წელია, დაქორწინებულია და ორი ქალიშვილის მამაა. 

 რატი ბაქრაძე: პროფესიით რეჟისორი ვარ, მაგრამ ამჟამად ბიზნესით ვარ დაკავებული. მაქვს კომპანია „ვუდენი“, რომელიც აწარმოებს ავეჯს და ბავშვის ხის სათამაშოებს. გარდა ამისა, მეგობრებთან ერთად მაქვს სარეკლამო სტუდია „მაგნეტი“, სადაც ძირითადად პროდიუსინგს ვეწევი.
– რეჟისორიდან ბიზნესმენად როგორ იქეცი?
– ბიზნესმენი ხმამაღალი ნათქვამია. ამას მხოლოდ ფულის საშოვნელად არ ვაკეთებ... რა თქმა უნდა, მატერიალური შემოსავალიც მოჰყვება, მაგრამ ამ საქმისგან უფრო სიამოვნებას ვიღებ.
– სერიალში როგორ აღმოჩნდი?
– გიორგი ლიფონავას კარგად ვიცნობ. მისმა ასისტენტმა ქასთინგზე დამიბარა და როლზე მაშინვე დამამტკიცეს. ვერ ვიტყვი, რომ რთული იყო, რადგან მანამდეც მქონდა რაღაც როლები ნათამაშები. პირველი და საკმაოდ რთული როლი ფილმ „სეზონში“ მქონდა. რაც შეეხება ჩემს ახლანდელ პერსონაჟს, მასზე ძალიან მეცინება. ქართველი ტონი მონტანა ძალიან მაგარია, იმიტომ რომ, მაგარი ღადაობაა. კარგადაა მოფიქრებული ეს ხაზი.
– შენამდე ამ როლს დათუნა გოცირიძე ასრულებდა. რთული იყო მისი ჩანაცვლება?
– თავიდან უფრო უსიმოვნო იყო. დათუნა გოცირიძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თბილისია და ბევრი საერთო მეგობარი გვყავს. ამის გამო ცოტა უხერხულობას ვგრძნობდი.
– როგორც ხდება ხოლმე, მაყურებლის აზრი აქაც გაიყო. ზოგი ამბობდა, რომ ეს როლი შენი შესრულებით უფრო მოსწონს, ზოგს კი პირიქით – არ მოსწონს.
– მართალი გითხრათ, დიდი ყურადღება არ მიმიქცევია, ვინ რას ამბობდა. აზრი ყოველთვის ორად იყოფა. ყველას თუ მოსწონხარ, ესე იგი, იტყუებიან. ამიტომ, ხალხის აზრს არ ჩავძიებივარ. ამისთვის არც დრო მაქვს და თან, ნურავის ეწყინება, მაგრამ ვიღაც არაპროფესიონალის შეფასებები ჩემთვის მეორეხარისხოვანია. შეიძლება, გიორგი ლიფონავამ მითხრას, როგორ ჯობია რაიმეს გაკეთება, მაგრამ ვიღაც რომ რაღაცას წერს, ეგ არ მაინტერესებს.
– შენმა პერსონაჟმა მიატოვა შეყვარებული, რომელიც ნარკომანი აღმოჩნდა. შენ როგორ მოიქცეოდი მის ადგილას?
– დავიწყოთ იქიდან, რომ ჩემი ცოლი ნარკომანი ვერ იქნებოდა, იმიტომ რომ, ჩემი ცოლია. სხვანაირად ვერ წარმომიდგენია. უცებ აღმოჩნდა, რომ ეს გოგო ნარკომანია და ასევე, უცებ აღმოჩნდა, რომ ჩემი პერსონაჟის გვერდითაც აღარ არის. იგივე დამოკიდებულებულება მექნებოდა რეალურ ცხოვრებაშიც. ნარკომანი შეყვარებული არც კაცს სჭირდება და არც ქალს. წამლის გადაგდებაზე „ჩალიჩსა“ და მეტადონის პროგრამებზე სიარულს, ასე ჯობდა და მეც ეგრე მოვიქცეოდი.
– „ტონი მონტანას კლანში“ მთავარი ქუჩის აკადემიაა, რაც არცერთი თბილისელი ბიჭისთვის არაა უცხო, ალბათ, მათ შორის, არც შენთვის...
– ჰო, ეს ჩემს ცხოვრებაშიც იყო. დიდი დოზით არა, მაგრამ ქუჩაში მეც ვიდექი. ბევრ რამეს არ ვაფუჭებდი, მაგრამ მაინც. შარიანი ვიყავი და ახლაც შარიანი ვარ. რაღაც ასაკში ამან ცოტა გადამიარა, მაგრამ მარტივი ხასიათი არც ახლა მაქვს. პირიქით, რთული და ძალიან მომთხოვნი ვარ. უპირველესად, საკუთარი თავის მიმართ. შესაბამისად, ცოტა მძიმე ვარ, თორემ მთლად ცუდი ხასიათიც არ მაქვს. ეს ყველაფერი რაღაცეებს მირთულებს, მაგრამ მათი გადალახვაც სიამოვნებას მანიჭებს, მომწონს, როცა აქტიური ვარ. წამოწოლა და სახლში ყოფნა ყველაზე მეტად არ მიყვარს. სახლური სიტუაცია ჩემი არაა. ამიტომ იქ თითქმის არასდროს ვარ.
– ქუჩასთან ერთად ნარკოდამოკიდებულების საკითხიც აქტიურად დგას. შენ თუ გქონია მსგავსი პრობლემა?
– არა, არასდროს ვყოფილვარ ნარკოტიკებზე დამოკიდებული. დალევა უფრო მიყვარს, ვიდრე ნარკოტიკები. მე იმ თაობაში გავიზარდე, როცა ეს ძალიან აქტუალური თემა იყო, მაგრამ მყავდა სამეგობრო, რომელიც ნარკოტიკებს არ იყენებდა. ნარკოტიკსაც გააჩნია, წამლით არასდროს მიკაიფია, მაგრამ პლანი გამომიყენებია, თუმცა, რა თქმა უნდა, ზომიერად.
– სერიალში შენი პირადი ცხოვრებაც გამოჩნდა. რეალურად, როგორც ვიცი, დაოჯახებული ხარ.
– 11 წელია, დაოჯახებული ვარ. მყავს მეუღლე და ორი შვილი. სამივე ძალიან მიყვარს. უფროსი, ნუცი 9 წლისაა, ელენე კი – 9 თვის. ცოტა მკაცრი მამა ვარ. ნუცი უკვე პატარა აღარაა და ძირითადად სწავლასთან დაკავშირებით მიწევს სიმკაცრის გამოჩენა. მიუხედავად იმისა, რომ მე მაგარი უზრდელი ბავშვი ვიყავი, ასეთი ბავშვები არ მიყვარს. ნუციმ იცის, ჩემთან როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს. მაგრამ სალომე (მეუღლე) მასთან უფრო მეგობრობს. ასაკობრივად მათ შორის ძალიან დიდი განსახვავება არაა, სალომე 29 წლისაა და ნუციც უკვე დიდი გოგოა, ამიტომ ის ჩემთან შედარებით დამთმობია. მაგრამ მე თუ ვარ სახლში, გამორიცხულია, ნუცის მხრიდან რაღაც გადაცდენას ჰქონდეს ადგილი.
– უზრდელი ბავშვი ვიყავიო, რას გულისხმობდი?
– კი, ძალიან უზრდელი ბავშვი ვიყავი. ჩემი მშობლები მოსკოვში იყვნენ და მე გოგებაშვილზე ვცხოვრობდი, მამაჩემის დედასთან. ერთი მეგობარი მყავს – გიორგი ცინცაძე, რომელმაც იცოდა ჩემი გინებების და უზრდელი ენის შესახებ. მეორე ბებია მყავდა, რომელიც ძალიან მკაცრი იყო. ერთხელ მანქანით მომაკითხა წასაყვანად. ეს ჩემი ძმაკაცი მანქანაში ჩაუჯდა და ყველაფერი მოუყვა ჩემი გინებების შესახებ. მოკლედ, ჩემმა ძმაკაცმა ჩამიშვა და ბებიაჩემმა მაგრად „გამტისკა“. ამ მხრივ, ახლაც არ შევცვლილვარ და ისევ ძალიან უზრდელი და ბინძური ენა მაქვს. ხშირად ვიგინები, მაგრამ ისე, რომ ბევრს უთქვამს, შენი გინება არ მწყინსო. ალბათ, თბილად ვიგინები (იცინის).
– ოჯახს დავუბრუნდეთ. მეუღლე ვინ არის, რას საქმიანობს?
– მეუღლე არის სალომე გოგიჩაიშვილი, რომელიც სტუდენტობისას მეგობრისგან გავიცანი. ძალიან მალე, რამდენიმე თვეში მოვიყვანე ცოლად. სალომე პროფესიით არქიტექტორია. ის ჩვენი კომპანიის დიზაინერია. ეს ჩვენი ოჯახური ბიზნესია, რომელშიც, ჩემთან და ჩემს ცოლთან ერთად, არის ჩემი ქვისლიც – ჩემი ბავშვობის ძმაკაცი და ასევე, ჩემი ცოლის დაც.
– შეგიძლია, გადაღებებიდან სახალისო მომენტები გაიხსენო?
– სერიალში ერთი მომენტი იყო, როცა კატა ჯიქიას დაცვას ხელს ვურტყამ. გიორგი ლიფონავამ მითხრა, მარცხენა ხელი დაარტყიო. ცაცია არ ვარ და მარცხენა ხელში დიდი ძალით არ გამოვირჩევი. როგორც ჩანს, რაღაც კარგად ვერ გავაკეთე და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ხელი ვიღრძე. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ გადაღებაზე ძალიან უყურადღებო ვარ. სულ რაღაცას ვკარგავ. იყო დღე, როცა დავკარგე ჯინსი, კაპიუშონი, კეტები და მთელი ჯგუფი ვეძებდით... ბოლოს ყველაფერს ვპოულობ ხოლმე, მაგრამ ეს პროცესი ძალიან სასაცილოა, რაც ყველა გადაღებაზე მეორდება. უკვე მეღადავებიან, იპოვე ტანსაცმელიო. ზოგადად, ყურადღებიანი ვარ, მაგრამ ადამიანების და არა ნივთების მიმართ. ერთხელ, მანქანის ჩიპი დავკარგე, რომლის გარეშეც მანქანა არ იქოქებოდა. ძალიან პატარა იყო, მაგრამ მაინც ვიპოვე. თან, ქვაფენილზე დავარდა და ფარნით ვეძებდი. ერთხელ ქორწინების ბეჭედი დავკარგე თოვლში და ისიც ვიპოვე. გამოდის, ვკარგავ, მაგრამ თითქმის ყოველთვის ვპოულობ.

скачать dle 11.3