კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვის ნებდება გია ჯაჯანიძე ყოველკვირა და რატომ აღარ უნდა გია სურამელაშვილს მისი დანახვა

ახალი სეზონი გია ჯაჯანიძემ პროვოკაციული თემით დაიწყო – გია სურამელაშვილის ხმაურიან პედიკიურს ცნობილი ტელესახის ახალ სკანდალში გახვევა მოჰყვა, თუმცა ხმაურსა და მითქმა-მოთქმას უკვე შეეჩვია. ამბობს, რომ გადაცემის მაღალ რეიტინგს ხმაურიც უხდება, თუმცა, ამ ბოლო დროს რეიტინგს მხოლოდ მისი გადაცემა კი არა, მასზე გავრცელებული ჭორებიც კი სწევს, რომელთა წყარო მისი უცხოეთში გახშირებული ვოიაჟებიც არის, სადაც ის ეგზოტიკურ „გია ჯაჯანიძის შოუს” ქმნის.     

 გია ჯაჯანიძე: უცხოეთში ტურისტის რანგში წასვლა ბოლო წლებში  ნამდვილად არ მაკლდა, თუმცა,  ჩემი გადაცემის წყალობით, გეოგრაფიული არეალი გაიზარდა და ჩემთვის საინტერესო რამდენიმე ქვეყანაში მოვხვდი, რომელთა შორის იყო ინდოეთი და ეგვიპტე, სადაც, რატომღაც, აქამდე არ ვიყავი  ნამყოფი. უცხოეთში გადაღებები გაწერილი გრაფიკით გვაქვს და ისეთ  აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ,  ბევრი თავისუფალი დრო ნამდვილად არ რჩება. ვინ დაიჯერებს იმას, რომ მე, შოპინგის მოყვარული ადამიანი, მაღაზიებში ვერ ვახერხებ წასვლას, მაგრამ, მართლაც ასეა. ვინ დამიჯერებს, რომ ვთქვა, ინდოეთი ისე მოვიარე, ერთი ქვა არ მიყიდია-მეთქი?! გასვლითი გადაღებები ძალიან კარგია გადაცემისთვის, ჩვენც ბევრი საინტერესო ადგილის ნახვა გვიწევს, მაგრამ, აქ ჩამოსულს რომ მეტყვიან – რა გინდა, დადიხარ, დაგულაობო, ეს ძალიან მაღიზიანებს. ინდოეთი არის ქვეყანა, რომლის ნახვაც ძალიან მინდოდა, და  საიდანაც საოცარი შთაბეჭდილებებით   ჩამოვედი. ამ ქვეყანაში წასვლაზე არასდროს მიოცნებია. საერთოდ, მე და  ოცნებები ცალკე თემაა. რომ მეტყვიან ხოლმე, პოპულარობაზე ოცნებობდი, ეს  გინდოდა და, ისე იცხოვრე, ყველაფერი გათვალეო, – მეცინება. რა ვიცოდი  მე ჭიათურაში, პოპულარობა რა არის? იქ ყველა პოპულარულია –  ყველა ერთმანეთს იცნობს.   რა ვარსკვლავი მე ვარ? ვარსკვლავები არიან ნანი ბრეგვაძე და პაატა ბურჭულაძე. იმის მტკიცება როცა მჭირდება, რომ არ შემყრია ვარსკვლავური სენები, ისევ ის  ვარ, რაც ვიყავი  და თავში არაფერი  ამვარდნია, მინდა თავი გავუტეხო ვინმეს. ამას წინათ სახლში გაზი გამეთიშა და ტანი „კრუშკით” დავიბანე (სადღაც მიღებაზე მივდიოდი). მივედი და შემხვდნენ დიდი ოვაციებით. არ დავმალე და ვთქვი: ასე ნუ მხვდებით, სულ ახლახან „კრუშკით” ვიბანავე-მეთქი (იცინის).  როცა სადმე მივდივართ, ერთი სული მაქვს, ჩემთვის მარტო დავრჩე. მუშაობის დროს ასაკს ვერ ვგრძნობ – „ცუდად ვარ, წმევამ ამიწია” – ასეთები არ არსებობს. კამერა რომ ჩაირთვება, მავიწყდება ყველა და ყველაფერი და მთლიანად საქმეში ვარ ჩართული,   ვერ ვგრძნობ დაღლას.   როგორც კი საქმე დასრულდება, ვხდები 100 წლის და ერთი სული მაქვს ხოლმე, სასტუმროს ნომერში გამოვიკეტო. ამ დროს ჯგუფის სხვა წევრებს გართობა, მოლხენა უნდათ და ბევრი მცდელობის მიუხედავად, სასტუმროს ნომრიდან ჩემი გამოტყუება მაინც უჭირთ.  
– ინდოეთის ნახვა განსაკუთრებულად  რატომ გინდოდა?
– მე ინდურ ფილმებზე გავიზარდე, საოცარ  ფილმებზე. სადაც სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს ბოროტებაზე, ამ ფილმებიდან მახსოვდა ინდოეთის  სილამაზე, სიჭრელე, რომლის ხილულად ნახვაც ყოველთვის მინდოდა. ჩავედი და ვნახე რა? – ჯოჯოხეთი! მუმბაიში არის სპეციფიკური სუნი. აეროპორტიდან რომ გამოხვალ და ის სუნი დაგეტაკება მთელი დღეები იმ სუნით  ხარ გაჟღენთილი, ამანაც ძალიან შემაწუხა.  ლამის ნახევარი ინდოეთი ქუჩაში წევს. აგერ დგას სასახლე საოცარი ბაღით, მეორე მხარეს კი ქუჩაში ტაშტში  რეცხავენ ჯერ სარეცხს, მერე  ჭურჭელს; ქუჩაში ბანაობენ, მუყაოს  ყუთებში  სძინავთ.  მდიდრული ბოლივუდის კედელი დასრულდება და არკასთან იწყება მუყაოს დასახლება – სახლები,  სადაც, არ დაგიმალავთ და, შესვლა შემეშინდა. მთელი დღეები იმას ვამბობდი, დაილოცოს ჩემი ქვეყანა-მეთქი. ისე მომენატრა იქ ჩემი მატყუარა და ჩემი მლანძღველი ხალხი, თბილისის აეროპორტში რომ ჩამოვედი, ასე მეგონა, ხელმეორედ დავიბადე.  მოსკოვის პროსპექტზე რომ   კარავში ცხოვრობენ,  ისინი უფრო მდიდრები და ბედნიერები არიან, ვიდრე ის ხალხი, ვინც ბოლივუდთან ცხოვრობს.  ინდოეთში კიდევ წავიდოდი სიამოვნებით, ტაჯმაჰალის, ლოტოსის ტაძრის ნახვა ერთი დიდი სიამოვნებაა, ოღონდ,  სამუშაო პროცესში ამ სიამოვნებას  გემო ვერ ჩავატანე. მეორედ რომ წავალ ინდოეთში, უკვე სხვა გეგმები მექნება, მაგრამ, იქ მარტო ვერ წავალ –  შემეშინდება. თან, თუ დავიკარგები, ბარემ, ვინმესთან ერთად დავიკარგო – მე ხომ ვგიჟდები მოწმეებზე, ისეთ თავგადასავლებში ვხვდები, მოწმე  თუ არ მეყოლება, არ მიჯერებენ (იცინის).  
– როგორც ვიცი,  ინდოეთშიც აღმოჩნდნენ შენი  ფანები.
– კი ბატონო. ვდგავართ ლოტუსის ტაძართან და უცებ მესმის კივილი: „ჯაჯანიძე! ჯაჯანიძე!” ვიფიქრე, ჩვენი ჯგუფის წევრმა შეიცვლა ხმა და   დამიძახა-მეთქი. მოვავლე თვალი – ყველა გვერდითაა, ანუ, ამ ხრიკს ვერ მომიწყობს; გავიხედე და – ვიღაც ინდოელი მორბის ჩემკენ კივილით. შოკში ჩავვარდი, ვიფიქრე,  აქ ვიღამ  მიცნო-მეთქი, მაგრამ, ისე გამიხარდა, კინაღამ გულში ჩავიკარი ის ინდოელი ბიჭი, რომელიც, თურმე, თბილისში სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა  და მიცნო.
– ინდოეთამდე გაგვარდნია სახელი.
– აბა როგორ! როცა რეიტინგულ და პოპულარულ შოუს აკეთებ, ასეა (იცინის). ეგვიპტეში მაღაზიის მეპატრონეებმა ისე კარგად გამიცნეს, ქუჩაში „ჯაჯო, ჯაჯოს” ძახილით მომდევდნენ.  მე ხომ ვაჭრობაზე დიდ რიტუალებს ვატარებ – იმდენს ვევაჭრები გამყიდველს, 20-დოლარიან ნივთს  3 დოლარად ვყიდულობ. აღმოსავლურ  ქვეყნებში ეს მოსწონთ. მახსოვს, ირანში ჩავიდინე საოცრება – 100-დოლარიანი ბეჭედი 9 დოლარად ვიყიდე, ბოლოს მაღაზიიდან მაგდებდა  მეპატრონე (იცინის).   
– ახალი სეზონი საკმაოდ პროვოკაციულად დავიწყე – გია სურამელაშვილის პედიკიურს  ეთერში დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.
– რა ვქნა, ბატონო, მაგ გადაცემამ ისეთი მაღალი  რეიტინგი დადო, ამაზე უარს არავინ იტყვის.  რა ვერ გავიგე, იცით? – მლანძღავენ  და მაინც მიყურებენ.  ხომ იცით ეს გამოთქმა – ყვავი ქაქს ჭამდა და ბოლოს არიდებდაო. თუ არ მოგწონთ, რატომ გვიყურებთ? მეც არ მომწონს ბევრი რამ; არ დაგიმალავთ, რომ არც პედიკიურის გაკეთება იყო მაინცდამაინც მისაღები ჩემთვის  და ამაზე გიასაც ვუთხარი გადაღების დროს – ახლა ბაბუაშენი წამოაყენა სამარიდან  და დაანახვა შენი თავი-მეთქი,  მაგრამ, ეს ხდება ჩვენ ირგვლივ, ჩვენს ქალაქში.
– ხმები დადის, გია სურამელაშვილმა ამ გადაცემის გასვლისთვის გია ჯაჯანიძეს  ფული გადაუხადაო.
– რა სისულელეა, რა ფული! გია რა ფულის გადამხდელია, მალე შეიძლება აქეთ მოითხოვოს ფული გადაღების დროს.  ფული კი არა, კოჭა ძაფის ნატეხი არ უჩუქებია ჩემთვის. საერთოდ, მე საჩუქრებს მეგობრებისგან ვიღებ, და არა  რესპონდენტებისგან, თანაც, საქმეში.   დარწმუნებული ვარ,  გია სურამელაშვილს ჩემი დანახვა აღარ უნდა, არათუ ფული გადაიხადა. ის ისეა გათამამებული ყურადღებით,  აღარ  უნდა ზედმეტად  გამოჩენა და ძალიან იტანჯება გადაღებების დროს. ხალხს რომ ჰკითხო, თითქოს  არ უყვართ და  არ უსმენენ, მაგრამ, აბა, სცადეთ თავისუფალი ადგილის პოვნა იმ რესტორანში, სადაც ის მღერის – აი, ეს არის ქართული სენი!   
– გადაცემის კულისებზე მინდა გკითხო: რა ხდება  გადაცემის ჩაწერის, მომზადების დროს კადრს მიღმა?
– ჩვენს გადაცემას არ აქვს „შავბნელი” კულისები, როგორც ბევრ რამეს საქართველოში. გადაცემაზე მუშაობს საკმაოდ დიდი ჯგუფი, რომელთა შრომის  შედეგიდან სასწაულებს  აკეთებს საოცრად ნიჭიერი მანონ ოქრუაშვილი.  ყველამ  იცის, ამ გადაცემის სულისჩამდგმელი  და „დედოფალი” მაია სტეფნაძეა, ვისზეც დგას ეს გადაცემა. ის არის თავისი საქმის პროფესიონალი; ისეთ „ფოკუსს” ჩაატარებს, ნამდვილი ჯადოქარია. ვერ ვიტყვი, რომ მაიასთან მუშაობა ადვილია – არაადამიანურად მკაცრი და მომთხოვნია. თავიდან, როცა დავიწყეთ გადაცემის გაკეთება, სანამ ერთმანეთის ენას გავიგებდით, დიდი წიოკი და  „დახანჯვლა” გვქონდა, ახლა უკვე ერთ სიტყვაში ვხვდები, რა უნდა მას და მაიაც ასევე ხვდება, რა მინდა მე. ასე,  ტოტზე შემომსხდარი ორი მტრედივით „დავტკბით” და უკვე დიდ  ანგარიშს ვუწევთ ერთმანეთის აზრს; რესპონდენტებზე და თემებზეც იოლად ვთანხმდებით და ახლა უფრო იოლად „ვნებდები”, რადგან ვიცი, რომ ის არის პროფესიონალი, რომელსაც მშვიდად შეიძლება ენდო.

скачать dle 11.3