კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ მოქმედებს მთავრობის ცვლილებები დათო გომართელზე და მალავდა თუ არა ის საკუთარ ბიზნესს

ყველასთვის საყვარელი მომღერალი დათო გომართელი კომედიური ჟანრის სერიალ „მზარეულებში” ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს. საზოგადოებას მისი ეკრანზე დანახვა, ალბათ, არ გაჰკვირვებია, რადგან მომღერალი სატელევიზიო შოუების ხშირი სტუმარია. შეიძლება ითქვას, სერიალის სცენარს დაემთხვა მისი იტალიური რესტორნის გახსნაც. რა ხდება მომღერლის ცხოვრებაში ამ ეტაპზე და როგორ მოხვდა ის სერიალ „მზარეულებში,” სტატიიდან შეიტყობთ.

 დათო გომართელი: წინადადება წამოვიდა თვითონ GDS-დან და გავეცანი. თან, ვიცოდი ეს სერილი და აქედან გამომდინარე, დავთანხმდი. ძალიან საინტერესოა, ჩემი აზრით, იმიტომ რომ, საუკეთესო რეჟისორი ჰყავს და კარგი სცენარია. საინტერესო იყო ჩემთვის მუშაობა. იმედი მაქვს, რომ თვითონ გადამღები ჯგუფისა და ორგანიზატორების იმედებიც გავამართლე.
– სერიალშიც იტალიური რესტორნის მეპატრონე ხართ და რეალობაშიც. ეს ყოველივე უბრალოდ დამთხვევაა? როგორ ჩაიარა გადაღებებმა?
– დიახ, ერთმანეთს დაემთხვა. სპონტანურად მოხდა ყველაფერი, არც იმათმა იცოდნენ და ვერც მე წარმოვიდგენდი, სერიალში იტალიური რესტორნის მეპატრონის როლს თუ შემომთავაზებდნენ (იცინის). გადაღებებმა ძალიან კარგად ჩაიარა. პროფესიონალურად მუშაობენ, მაღალი დონის შემადგენლობაა. „მზარეულებში” მუშაობის პერიოდში მოსკოვში მიწევდა გადაღებებზე წასვლა – იქაც სერიალ „უკანასკნელ მოჰიკანში” ვმონაწილეობდი, ერთი სერია სპეციალურად ჩემზე გადაიღეს.  რომ ვადარებდი მოსკოვის გადაღებებს ჩვენებისას, მინდა გითხრათ, რომ ერთი დონეა.
– კომედიური ჟანრის სერიალია. ბევრი სახალისო მომენტი იქნებოდა გადაღებების დროს, როგორ გაართვით თავი?
– ჩემთვის ახალი არაა ტელესერიალებსა და გადაღებებში მონაწილეობა, აქედან გამომდინარე, არ გამჭირვებია. ახალ სეზონშიც თუ დაგვპატიჟებენ, ან თუ გაგრძელდება ეს გადაღებები... არ ვიცი, ვნახოთ, აწი რა იქნება. ბევრი კურიოზი იყო – აი, ისეთი, გადაღების მომენტში რომ გაგეცინება, მაგრამ დასამახსოვრებელი არაფერია.
– სერიალში დუტა არის თქვენი კონკურენტი. რეალურ ცხოვრებაში, როგორც რესტორნის მეპატრონეს, თუ გყავთ დუტას პროტოტიპი?
– მთელი საქართველო და თბილისი გავსებულია რესტორნებით. აქედან გამომდინარე, ჩვენც გვყავს კონკურენტები. თუმცა, ამ ფონზე ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, ერთ-ერთი წარმატებული და კარგი ბიზნესი ვაწარმოოთ თბილისელებისთვის.
– რთულია დირექტორობა?
– სერიალში უფრო ადვილია, ვიდრე რეალობაში (იცინის). ასე რომ, ჯობია, სერიალში იყო დირექტორი, რადგან იქ ყველაფერი ისე წყდება, როგორც გინდა. რეჟისორთანაც შეგიძლია, ჩააწყო რაღაცეები (იცინის).  ცხოვრებაში კი ეს ყოველივე ძალიან რთულია. ვერავისთან ვერაფერს ვერ ჩააწყობ.
– იყო მითქმა-მოთქმა, რომ საკუთარ ბიზნესს მალავდით. ეს ჭორია, თუ არ გსურდათ რაიმეს გასაჯაროება?
–  მე დასამალი არაფერი მაქვს, უბრალოდ, ადრე არ იყო რაღაცეები ჩემს სახელზე რეგისტრირებული. თუმცა, ახლა სტატისტიკის ეროვნული ბიუროს მიერ ყველაფერი აღრიცხულია. წელს დავიწყე სარესტორნო ბიზნესი, მეტი არაფერი მაქვს. კიდევ, სექტემბერში გავხსენი ფონიატრიისა და ხმის რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც, ძირითადად, მომღერლებს ემსახურება. მაგრამ, ყველას შეუძლია მისით სარგებლობა, ვისაც ხმის იოგებისა და ყელის პორბლემა აქვს. ეს არის ჩემი ნაბიჯი სამედიცინო სფეროში, რომელიც ხმის რეაბილიტაციას, ყელის პორბლემებს ემსახურება. ამ წელიწადში წამოვიწყე ეს ორი საქმე.  
– დაშაზე გვიამბეთ. უკვე დადის სკოლაში?
– დაშა არის 6 წლის. წელს წავიდა სკოლაში და ძალიან კმაყოფილია. მოსწონს სკოლა და სიამოვნებით დადის. ახლა არდადეგები ჰქონდა და ამბობდა, მომენტრა სკოლა, როდის დაიწყება სწავლაო (იცინის). ბეჯითი გოგონაა, კარგად სწავლობს. მასწავლებლები კმაყოფილები არიან, რაც მთავარია.
– ამბობენ, გოგონები მამების მიმართ განსაკუთრებით თბილები არიანო. დიდ დროს ატარებთ მასთან?
– ნამდვილად ასეა. შეიძლება ითქვას, მამას გოგოა (იცინის). ჩემდამი განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს. ხშირად მკითხულობს: მამა სახლშია, მამა მოვიდა? როცა ხედავს ვიცმევ,  მეკითხება: მამა უკვე მიდიხარ? სად მიდიხარ? სულ უნდა, მასთან ერთად ვიყო. როცა დრო გვაქვს, რა თქმა უნდა, მასთან ერთად ვართ. დილით 9-ზე რომ გადის სახლიდან, გვიან ბრუნდება და გვენატრება ხოლმე. ახლაც წასული იყო ბაკურიანში ათი დღით. სახლში რომ დაბრუნდა, მეორე დილით ცოლ-ქმარს გაგვახსენდა: უი, დაშა სახლშიაო და სწრაფად გავარდით მის ოთახში (იცინის).
– მამას ჰგავს?
– როგორც ამბობენ, მგავს. მე მსგავსებას  ვერ ვპოულობ, მაგრამ, რომ ნახავენ, მაშინვე მეუბნებიან: დათო, როგორ გგავსო. თვისებებით არ ვიცი, ვის ჰგავს – ჯერ ადრეა. დაშას აქვს მუსიკალური სმენა და ძალიან კარგი სამსახიობო მონაცემები. ახლა სპექტაკლი ჰქონდა სკოლაში და მთავარ როლში იყო. საბავშვიო ბაღის პერიოდში მაკა მახარაძის საბალეტო სკოლაში დადიოდა და იქაც ბევრი რამე ისწავლა. მუსიკალური ბავშვია.
– გაკვეთილებს არ ამზადებთ ერთად?
– ჯერ არა, მაგრამ ქართულში ვეხმარები. ძირითადად, ძიძა ამეცადინებს, მაგრამ ერთი პერიოდი ძიძა არ იყო და ქართულ ენაში ჰქონდა წერა. მაშინ ვასწავლიდი რაღაცეებს და ვუსწორებდი დავალებას. სხვათა შორის, რაც ვნახე, მართლა ეტყობა, რომ ბეჯითი ბავშვია. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, უბრალოდ, როგორც ჩანს, სწავლა უყვარს.
– მთავრობის ცვლილება მომღერლებს გარკვეულ პრობლემებს უქმნის ხოლმე. თქვენ მათ რიცხვში არცერთხელ ყოფილხართ, როგორ ახერხებთ ამას?
– ერთი რამ შემიძლია, ვთქვა: მთავრობები იცვლება, ერთადერთი, შეუცვლელი რჩება ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი, ვისთვისაც ვიღვწით და ვმუშობთ. აქედან გამომდინარე, მთავრობა, რომელიც მოდის, რა თქმა უნდა, ცდილობს, კარგი ურთიერთობა ჰქონდეს იმ მსახიობთან, მეცნიერთან, მომღერალთან, რომელიც პოპულარულია და ხალხს უყვარს. ამიტომ, ჩვენ კი არ ვირჩევთ მთავრობას, არამედ – პირიქით: ყოველი ახალი შემადგენლობა თავად ცდილობს, ყველა ცნობად სახესთან, განურჩევლად სფეროსი, კარგი ურთიერთობა დაიჭიროს. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენ, ვისაც მსგავს საკითხებში პრობლემა არ გვექმნება, პულარულები ვართ დღესაც. ხვალ რომ მოვიდეს ახალი მთავრობა, მასაც მოუნდება დათო გომართელთან ურთიერთობა. ვიდრე მე ვიქნები პოპულარული და ხალხისთვის საყვარელი ადამიანი, ყოველთვის იქნება ჩემ მიმართ დაინტერესება.
– თქვენი, როგორც მომღერლის კარიერა, შეიძლება ითქვას, სტუდენტობიდან დაიწყო. როგორ გაიხსნებეთ იმ პერიოდს?
– სტუდენტობა, ეს არის ყველაზე საყვარელი და საოცარი პერიოდი. ძალიან ბევრი რამ შევიძინე ამ წლებში, როგორც მეგობრების მხირვ, ასევე, ბევრი ცხვრებისეული გამოცდაც გავიარე. სიმართლე გითხრათ, ლექციებს ძალიან ხშირად ვაცდენდი (იცინის), ეს არ არის კარგი მაგალითი ახლანდელი სტუდენტობისთვის, მაგრამ მაშინ დრო იყო ასეთი. სტუდენტობის პერიოდში დაიწყო ნამდვილი დათო გომართელის ჩამოყალიბება.
– რატომ აცდენდით ლექციებს?
– მაშინ, ჩვენი სამეგობრო ძალიან პოპულარული იყო და ყოველდღე გართბისა და დროსტარების ბევრი საშუალება გვქონდა (იცინის). აქედან გამომდინარე, სწავლისთვის არ გვეცალა, მაგრამ მერე ამოვიღე ეს გაცდენილი საათები და სიბერეში გავაგრძელე სწავლა (იცინის).

скачать dle 11.3