კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ახალგაზრდა მხატვრის, ირაკლი ჟღენტის ამოუცნობი და არაორდინარული შეხედულებები ყოველდღიურობაზე

„მიოცნებია, არ იყოს საზღვრები, არც ქვეყნის სახელები და ვიყოთ  უბრალოდ „დედამიწელები...“
დაიბადა თბილისში, გაიზარდა ხელოვანთა ოჯახში. გაუცნობიერებლად გადაწყვიტა ხატვა. მოსწონს თავისი არჩევანი და ცდილობს, მასში ბოლომდე დაიხარჯოს. მისთვის მხატვრობა დღეს უკვე პროფესიაა.  ამჟამად სწავლობს სამხატვრო აკადემიაში, ქანდაკებაზე, თუმცა გატაცებულია ტრადიციული ფერწერით.
ჩვენი სტუმარია ახალგაზრდა მხატვარი ირაკლი ჟღენტი.
არ უყვარს ხალხმრავლობა, თავისუფალ დროს რამდენიმე მეგობართან და საყვარელ ძაღლთან ერთად ატარებს; უყვარს ცურვა, სეირნობა და ფილმების ყურება. „ხანდახან მოწყენილობა ჩემთვის ძალიან საშიში ხდება, ზოგჯერ  იმდენად დიდია, რომ მთელ ჩემს  სივრცეს იკავებს. ასეთ დროს ვგრძნობ,  როგორ  ვიკარგები და უსასრულობისკენ მივდივარ. ხმება ძარღვები, შიშისგან ვიწყებ ხუმრობას და ყველაზე მხიარული ამ დროს ვარ. აი, ზუტად ისე, ალბათ, როცა მხიარულება იმავე როლს ასრულებს, რასაც  ფართხალი კაცისთვის, რომელიც ზღვაში იხრჩობა“.
მოსწონს, როცა ადამიანი საუბარს იწყებს სიტყვებით: „ჩემი აზრით...“ – ეს არის ძალიან მცირედი ჩამონათვალი, რაც შეიძლება მას ერთი შეხედვით შეამჩნიოთ ან გაგრძნობინოთ, სინამდვილეში კი ის უფრო მეტს იტევს.
„ორიგინალი და განსხვავებული, ნიჭიერი, ცოტა უცნაურიც“, – ასეთი შეფასებები ისმის მასზე მისი „ფეისბუქ-გვერდის” მეგობრებისგან.
მე ერთს დავამატებდი: ცოტა სიტყვაძუნწიც, თუმცა ეს შეფასება მას უფრო მეტ ხიბლს მატებს და მის მიმართ ინტერესს კიდევ მეტად აღვივებს.
ოჯახში ყველა ხატავდა და, გადაწყვიტა, თვითონ არ დაეხატა. პროტესტს, რომელიც ბავშვობაში გაუჩნდა, სულ რაღაც 4 წლის წინ გადააბიჯა.  ერთ ჩვეულებრივ დღეს, საწერ-კალმით ექსპრომტად შესრულებულმა ჩანახატმა ისე ჩაითრია, რომ მას შემდეგ აღარც შეჩერებულა.  უყვარს თავისი ყოველდღიური საქმე, იღლება, თუმცა არ იბეზრებს, უფრთხილდება, პატივს სცემს და წარსულისთვის ვერ იმეტებს.
ხატავს მუქ და ნაცრისფერ ფერებში, მათ გაფერადებაზე ჯერ არ დაფიქრებულა. რატომ? „უბრალოდ, ჩემი ნახატებისთვის დღეს ეგ ფერები მომწონს. შეიძლება მომავალში რაღაც შეიცვალოს,“ – გვიმხელს გულახდილად.
მის შემოქმედებაში ადამიანს, ზოგადად პერსონას, მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს – თითქმის ყველა ნამუშევარში მთავარი გმირი ადამიანია. ნაკლებად მუშაობს პეიზაჟებსა და ნატურმორტებზე: „.ნამდვილად  არ ვიცი, როდის დაიწყო ჩემი აბსოლუტური, უსაზღვრო, ნონ სტოპ ინტერესი ადამიანის მიმართ, ან, სულაც, პირველ ყოვლისა, საკუთარი თავის მიმართ. მახსოვს,  ბავშვობაში, უცხო სახლის ფანჯრებში ვიხედებოდი, ვიჭყიტებოდი და, ჩუმად, დიდხანს ვაკვირდებოდი ხოლმე, როგორ იქცეოდნენ ადამიანები, როცა ეგონათ, რომ მათ ვერავინ ხედავდა. ჩემს შემოქმედებაში ასეა: ისინი იქცევიან თავისუფლად, ზუსტად ისე,  „მათ რომ ვერავინ ხედავს“.  ამიტომ, მთავარია ვიმუშაო, ოღონდ, ადამიანურად ვიმუშაო და ჩემში „ადამიანები“ იყვნენ....“
არ უყვარს ოცნება, უფრო სწორად, ნაკლები დრო აქვს ამისთვის, თუმცა ზოგჯერ „ღრუბლებშიც დაფრინავს“: „დავფრინავ,  მერე კი ტალახი მენატრება და ტალახის აბაზანებს ვიღებ – კანს უხდება. იცი, რაზე მიოცნებია? არ იყოს საზღვრები, არც ქვეყნის სახელები და ვიყოთ,  უბრალოდ, „დედამიწელები“. არაეალურია, თუმცა, ყველას მოეწონებოდა. ისე კი, რაზე ვიოცნებო?  შემოქმედებით ადამიანს, მაგალითად, მხატვარს, უნდა გააჩნდეს დრო და საღებავები. ვცდილობ, ეს  ყველაფერი მქონდეს. ზოგადად, ოცნება ფიქრივით არის, ყველაფერზე ფიქრით არ უნდა დაკავდე, ოცნებაც უნდა მიუშვა და მას ისეთივე თავისუფლება მიანიჭო, როგორც საკუთარ თავს“.
უცნაური წარმოდგენა აქვს ბედნიერებაზეც: „არ ვიცი, რა არის ბედნიერება, ალბათ, შინაგანი სიმშვიდე, არა? არ ვიცი, რა არის ბედნიერება, თუმცა, ვიცი, რა არის შინაგანი სიმშვიდე, რადგან გამომიცდია და ის მაშინ მეუფლება, როცა საკუთარ თავს ადამიანობას ვპატიობ. როგორც ერთი ჩემი მეგობრის ძალიან მაგარმა მამამ თქვა: ადამიანი ბედნიერია მანამდე, სანამ დასასრულის გარდაუვალობას გააცნობიერებსო“.
ბოლოს,  ჩანაფიქრიც გაგვანდო: „მინდა, ჩემში ავაშენო და შევქმნა ადამიანი, რომელიც მიშველის, მომივლის, გამართობს და არ დაველოდები  ვინმე მხსნელს”.

скачать dle 11.3