კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური ცხოვრების გახანგრძლივების გარანტი – „იანგ გე რონ-2“

ამირან ადეიშვილი  („ჯორჯიან ორეან ფარმაცეტიკალ კომპანის” დირექტორი): დაძაბული ცხოვრების რიტმი, სტრესი, ყოფითი და სოციალური პრობლემები – ხშირად ცენტრალური ნერვულ სისტემაში სარეგულაციო მექანიზმების დარღვევას იწვევს. ყველაფერი ერთად კი, მამაკაცებსა და ქალბატონებში სქესობრივ დისფუნქციას განაპირობებს. სხვათა შორის, აღნიშნული პრობლემა მხოლოდ ასაკში შესულ ადამიანთა თავსატეხი არაა. ბოლო ხანს ეს პრობლემა ახალგაზრდა თაობასაც შეეხო, რასაც ხელი შეუწყო უხარისხო საკვებით, ალკოჰოლით, ნიკოტინით, ასევე ნარკოტიკებით ქრონიკულმა ინტოქსიკაციამ. თუმცა, სქესობრივი დისფუნქცია განსაკუთრებით მტკივნეულად მაინც 50-60 წელს გადაცილებულ მამაკაცებში აღიქმება.
 აღნიშნულ ასაკში თავს იჩენს ჰიპერტონია, სტენოკარდია, ქრონიკული დაღლილობის სინდრომი, პროსტატის კეთილთვისებიანი სიმსივნე (ადენომა) და სხვა. თუმცა, მხოლოდ მამაკაცებს არ აწუხებთ სქესობრივი დისფუნქციის პრობლემები. ქალბატონებში  ხშირია სქესობრივი დაუკმაყოფილებლობით გამოწვეული სირთულეები. აღნიშნული საკითხი რატომღაც საზოგადოებაში ტაბუდადებული თემაა და ქალები  დაჩაგრულები რჩებიან. არადა აღნიშნული პრობლემები, ხშირ შემთხვევაში,  ოჯახებში გაჩენილი ბზარის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. სექსუალური დისფუნქციისა და პრობლემების გამო  დანგრეული არაერთი ოჯახი  გვინახავს. თავისთავად არაჯანსაღი სექსუალური ცხოვრება ან დისფუნქციები ხშირად იწვევს ადამიანის ჯანმრთელობის გაუარესებას. თუმცა,  ქართულ ბაზარზე ჯერ კიდევ 10 წლის წინ გამოჩნდა პრეპარატი, რომელიც აღნიშნულ პრობლემას აგვარებს. ამავე დროს კი, ბუნებრივი ნედლეულისგანაა დამზადებული. მსოფლიოს ფარმაცევტულ ბაზარზე ამ პრობლემის სამკურნალო ბევრი პრეპარატი არსებობს, თუმცა უმრავლეს მათაგანს აქვს გვერდითი მოვლენები, უკუჩვენებები. ზოგიერთის გამოყენება კი საერთოდ იზღუდება სხვადასხვა დაავადების ფონზე. ამ მედიკამენტების უმრავლესობა ქიმიურადაა სინთეზირებული. თუმცა, მსოფლიოში არსებობს ბუნებრივ ნედლეულზე დამზადებული ისეთი პრეპარატებიც, რომლებიც სქესობრივი დისფუნქციისას გამოიყენება სამკურნალოდ. ასეთი კი სულ რამდენიმეა და მათ რიცხვშია, „იანგ გე რონ-2,” რომელიც მხოლოდ ნატურალური, მცენარეული ინგრედიენტებისგან შედგება. აღნიშნული პრეპარატი  დამზადებულია კორეის სახალხო-დემოკრატიულ  რესპუბლიკაში. სრულად აქვს გავლილი კლინიკური გამოკვლევები მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის კლინიკური საფუძვლების საავადმყოფოში. კვლევები ჩატარდა რუსეთის ფედერაციაშიც. აღნიშნულ პრეპარატს აკადემიკოსმა ალექსანდრ მატვეევიჩმა უწოდა: „დოლგოლეტ ინტიმ უსპეხა”.
სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით, „იანგ გე რონ - 2-ს” ახასიათებს სამკურნალო ეფექტი და ის არა მარტო   ერთჯერადი სქესობრივი აქტის ჩასატარებლად  გამოიყენება, არამედ სრული კურსის შემდგომ, სქესობრივი დისფუნქცია აღდგება და პაციენტი უბრუნდება ჯანსაღი სექსუალური ცხოვრების რიტმს. პრეპარატის მიღებისას ეფექტურობა ვლინდება 20-30 წუთში, ასევე, უმჯობესდება ერექციის  უნარი და ხანგრძლივობა. ამას გარდა, პრეპარატი აუმჯობესებს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებს, არეგულირებს არტერიულ წნევას, ღვიძლისა და თირკმელების მუშაობას, ხსნის დაღლილობის შეგრძნებას, სახსრებისა და წელის ტკივილს.  განსაკუთრებით ეფექტურია რევმატული დაავადებების სამკურნალოდაც. ანალოგიურად „იანგ გე რონ-2”  გამოიყენება სქესობრივი დისფუნქციის დროს ქალბატონებშიც – მათ შორის, მათთვის, ვისაც აღენიშნება სექსუალობის დაქვეითება, ფსიქოლოგიური ბარიერები სქესობრივი აქტის დროს, საშოს რეკრეციის შემცირება და ასე შემდეგ. პრეპარატი ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი ტონუსის მატებას, ასუფთავებს სახის კანს.
მიღების წესები: მედიკამენტი მიიღება წელიწადში 2-3 ჯერ. არ იწვევს სექსუალურ განცდებს სტიმულირების გარეშე. პრეპარატის სრული ეფექტის შესანარჩუნებლად, სასურველი არ გახლავთ, ცხიმიანი საკვებისა და ხორცის მიღება. მისი გამოყენებისას არ უნდა მიიღოთ არტერიული წნევის დამაქვეითებელი საშუალებები. პრეპარატი გაიცემა ურეცეპტოდ. შეგიძლიათ, შეიძინოთ ნებისმიერ სააფთიაქო ქსელში.
„იანგ გე რონ – 2-თან” დაკავშირებულ  საკითხებზე კონსულტაცია უფასოა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ექიმი-კონსულტანტი თამაზ შოთაშვილი – 599 511 725;  555 903 000; 790 913 817 (მაგთიფიქსი). მისამართი: თბილისი, გოთუას ქ ¹3. ელ-ფოსტა: iangeron_2@yahoo. com

скачать dle 11.3