ვინ არის ერთადერთი ქართველი ტრანსგენდერი, რომელმაც სქესის შეცვლის ოპერაცია გაიკეთა და რომელ ტრანსგენდერთან ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს ურთიერთობა
შოკა ხუციშვილი წარსულში ბიჭი იყო, თუმცა 6 წლის ასაკიდან, შეხედულებებთან ერთად, ორიენტაციაც შეეცვალა. ახლა ის ერთ-ერთი მოთხოვნადი ტრანსსექსუალია. განსხვავებული ორიენტაციის გამო პრობლემები შეექმნა ოჯახში, ამიტომ 15 წლისამ სახლი დატოვა და ერთ-ერთ ბავშვთა სახლში გადავიდა. გაიკეთა სქესის შეცვლისა და მკერდის ოპერაციები და, როგორც თავად ამბობს, ერთადერთი ტრანსგენდერია საქართველოში, რომელმაც სქესი შეიცვალა.
შოკა ხუციშვილი: ბავშვობიდან მიყვარდა თოჯინებით თამაში. როცა ვუყურებდი, დედა როგორ იხატებოდა და რას იცვამდა, ძალიან მომწონდა. სახლიდან რომ გავიდოდა ავიღებდი მის ტანსაცმელს, ფეხსაცმელს, კოსმეტიკას და ვიპრანჭებოდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, მამაკაცი ვიყავი, შინაგანად ყოველთვის ქალად ვგრძნობდი თავს. ასაკი რომ მომემატა, ოჯახმა ყველაფერი გაიგო და გადაწყვიტეს, მონასტერში გავეშვი. წავედი მონასტერში, ვებრძოდი საკუთარ თავს, მაგრამ მაინც ვერ დავძლიე ის, რაც ჩემში ხდებოდა. ისევ დავბრუნდი სახლში. მერე მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ. მათი ურთიერთობის არევაში დედა ყოველთვის მე მადანაშაულებდა. ეს ყველაფერი ჩემთვის აუტანელი იყო. ამიტომ, 15 წლის ასაკში ავდექი და წამოვედი სახლიდან. თავი შევაფარე ერთ-ერთ კრიზისულ ცენტრს, სადაც 18 წლამდე ვიზრდებოდი. ბავშვთა სახლის დატოვების შემდეგ ცხოვრება ჩემით დავიწყე. ვსწავლობდი, ვიყავი ვიზაჟისტი და მასაჟისტი, რითაც ვახერხებდი თავის რჩენას.
– ამის შემდეგ, როგორ განვითარდა შენი, როგორც ტრანსსექსუალის ცხოვრება?
– მე არ ვარ ტრანსსექსუალი. საქართველოში ერთადერთი ტრანსსექსუალი ვიყავი, რომელმაც გაიკეთა სასქესო ორგანოს ოპერაცია და ახლა უკვე, ჩვეულებრივი, სრულფასოვანი ქალი ვარ. ასევე, საკუთარი ფინანსებით გავიკეთე მკერდის ოპერაცია. ჩემს ცხოვრებაში ბევრი კარგი და ცუდი რამ მომხდარა. იყო გაუპატიურების, შეურაცხყოფების გაუთავებელი სერია. ჯერ კიდევ ბავშვთა სახლში ყოფნისას, დაცვა მაშანტაჟებდა, ჩავყავდი სარდაფში და ჩემთან სექსუალური აქტით კავდებოდა. 14 წლისას მამაკაცმა პირველად შემომთავაზა თანხა სექსში, თუმცა პროსტიტუციით არასოდეს ვყოფილვარ დაკავებული.
– სქესის შეცვლის ოპერაცია საკუთარი ხარჯებით არ გაგიკეთებია?
– არა, ეს ოპერაცია ძალიან ძვირი ჯდება, თუმცა აქამდეც შემეძლო, გამეკეთებინა. ჩემი მეგობარი, ალექსანდრა ჩომახიძე მიხეილ სააკშვილთან მეგობრობდა. მათი ურთიერთობის შესახებ ბევრს ლაპარაკობდნენ. მან მითხრა, რომ თუ ენას კბილს დავაჭერდი, გამაცნობდა გავლენიან ხალხს, მაღალჩინოსნებს, პოლიტიკოსებს, ბიზნესმენებს. მეუბნებოდა, რომ ამ წრეში შემიყვანდა. მათ ჩემნაირი ტრანსები მოსწონდათ. სანაცვლოდ, მე ვიქნებოდი უზრუნველყოფილი, არაფერი მომაკლდებოდა და მოკლედ, ძალაინ კარგად ვიცხოვრებდი, მაგრამ ამ ყველაფერზე უარი ვთქვი. მაშინ მყავდა შეყვარებული – ბოიფრენდი და იმის იქით არავინ და არაფერი მაინტერესებდა. თუმცა, შემდეგ ისე მოხდა, რომ ერთმანეთს დავშორდით. მქონდა დეპრესია. ჩემმა უკრაინელმა დაქალმა შემომთავაზა, მასთან წავსულიყავი. დავთანხმდი და წავედი. მან უკრაინაში გამაცნო ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, რომელიც ძალიან ცნობილია საქართველოშიც და მან გამიკეთა სქესის შეცვლის ოპერაცია, უკვე ორი თვეა, სრულფასოვანი ქალი ვარ.
– ვინ არის ეს ცნობადი სახე?
– ვინ იყო, ამის თქმისგან თავს შევიკავებ. ჩვენ გვქონდა პირობა, რომელშიც შედიოდა ის, რომ მე მისი სახელი არ უნდა მეხსენებინა, ამიტომ ვერ გეტყვით. ძალიან გავლენიანი მამაკაცია და თავიც არ მომბეზრებია, მისი სახელი და გვარი ასე საჯაროდ რომ ვთქვა. მოდი, კითხვა, კითხვად დარჩეს.
– როგორ მიგიღო ქართულმა საზოგადოებამ ოპერაციის შემდეგ?
– არც იციან ამის შესახებ, პირველად ამ ინტერვიუს შემდეგ გაიგებენ ამ ამბავს. საერთოდ, ვერავინ ხვდება, მე თუ ქალად არ დავბადებულვარ. სახეზე არაფერი მაქვს გაკეთებული. ქუჩაში მიყურებენ ისე, როგორც ქალს
– ამ ეტაპზე მშობლებთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. მამაჩემს სულ სხვა შეხება აქვს საზოგადოებასთან, ქურდული მენტალიტეტისაა. ძალიან ბევრჯერ ყოფილა, მამას ხელიც კი დაურტყამს ჩემთვის. ბავშვობაში მამა ციხეში იჯდა და დედასთან და დასთან ერთად ვცხოვრობდი. თავიდან მამა არ მაღიარებდა, მაგრამ მერე თქვა, ჩემი შვილია და რა გავაკეთოო. რაღაც პერიოდის განმავლობაში მასთან ნორმალური ურთიერთობა მქონდა, მაგრამ შემდეგ გავწყვიტე კავშირი. რთული იყო მისთვის, მაკიაჟით, მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე რომ მხედავდა. ერთხელ მამამ ისიც კი თქვა, რა ლამაზი გოგო მყოლიაო. რაც შეეხება დედას, მასთან ურთიერთობა საერთოდ არ მაქვს.
– რატომ ამყარებენ მამაკაცები ტრანსებთან სექსუალურ კავშირს?
– ალბათ, უფრო გარყვნილები ვართ და კარგად ვიცით, რა უნდათ კაცებს სექსის დროს. თან, მე კაცის ფსიქოლოგიასაც კარგად ვიცნობ და ქალისასაც – წარსულში რომ მამაკაცი ვიყავი.
– შენი პარტნიორები ხვდებიან, სქესი რომ გაქვს შეცვილი?
– ვერა და მეშინია ამ თემაზე საუბრის. ჩემი პარტნიორებიდან 80 პროცენტმა არ იცოდა, რომ მე ტრანსგენდერი ვიყავი. ბევრჯერ ყოფილა შემთხვევა, ისე დამიმყარებია სექსუალური კავშირი, ვერაფერს მიხვედრილან. მყოლია შეყვარებული, რომელსაც არც კი სცოდნია, სინამდვილეში მამაკაცი რომ ვიყავი.
– ქორწილამდე არცერთი ურთიერთობა არ მისულა?
– კი, როგორ არა. ხელი ძალიან ბევრჯერ უთხოვიათ. ახლაც, ერთი კახელი ბიჭი მეხვეწება, ცოლად გამომყევიო. მასთან ხშირად მაქვს სექსუალური კავშირი, მაგრამ ვერაფერს ხვდება. არ მინდა, პირადი ურთიერთობების გასაჯაროება. ისეთ ხალხთან მაქვს კავშირი, არ ესიამოვნებათ, მათ შესახებ რომ ვილაპარაკო.
– მოგწონს შენი ცხოვრება?
– კი, რატომაც არა. ამის გამო საკუთარი ოჯახი დავკარგე. ჩემი ოცნებაა, შვილი მყავდეს. გული დამწყდა, რომ აქამდე ვერ მოვასწარი, სპერმა არ გამიყინია. ალბათ, სუროგაციით გავაჩენ, მაგრამ დიდად არ მომწონს ეს არჩევანი.