კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ხმებს ვერ ასცდა ვახტანგ რჩეულიშვილი და გადავიდა თუ არა მისი ერთადერთი შვილი საცხოვრებლად გიგი უგულავას ყოფილ ცოლთან

 ვახტანგ რჩეულიშვილი  სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი იყო – პოლიტიკაში ორ ათეულ წელზე მეტი გაატარა, შესაბამისად, კარგად იცის ჩვენი პოლიტიკის „ბნელი კულისებიც” და არც ის გამოცდილება აკლია, საპარლამენტო შოუებს რომ ახლავს.   რატომ სჭირდება პარლამენტს მსახიობი და სპორტსმენი და  რატომ ამტვრევენ ხშირად დეპუტატები ერთმანეთს ცხვირ-პირს, ამის შესახებ  ბატონ ვახტანგს თავისი, საინტერესო და ორიგინალური ვერსია აქვს.

 ვახტანგ რჩეულიშვილი: არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რაც ბოლო პერიოდში აქტუალური გახდა, რომ პარლამენტში  არ უნდა იყვნენ ცნობილი ადამიანები: მსახიობები, სპორტსმენები  თუ მეცნიერები.  მინდა გითხრათ, რომ აქტიურ  ფაზაში მყოფ ამ  პროფესიის ადამიანებს  დროც არ აქვთ  იმისთვის, რომ  პარლამენტში იმუშაონ. ძირითადად, იმათზეა საუბარი, ვინც წლების განმავლობაში წარმატებით მუშაობდა ამა თუ იმ სფეროში, საზოგადოებაში მოიპოვა დამსახურებული ავტორიტეტი   და შესაბამისად, მოდის პოლიტიკაში. ერთი, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა, პარლამენტში უნდა იყვნენ პოლიტიკური  გამოცდილების მქონე ხალხი, მაგრამ მათთან ერთად, რამდენიმე,  სხვადასხვა სფეროდან ცნობილი, საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ადამიანიც რომ იყოს, ამაში ცუდს და საშიშს  ვერაფერს ვხედავ. მთავარია, პარლამენტში მათ ყოფნას  არ ჰქონდეს მასობრივი სახე.
– რამდენად შედეგიანია ამ ადამიანების საქმიანობა?  ასეთი არაპოლიტიკური გამოცდილების ხელოვანები ბოლომდე  მაინც ეგზოტიკურ დეპუტატებად რჩებიან და მათ „ანგარიშზე” ვადის ამოწურვის შემდეგ,  მხოლოდ ხალისიანი ისტორიები და ფრთოსანი გამონათქვამები რჩება. მათ არც პოლიტიკური ბიოგრაფიის კოლეგები ენდობიან მაინცდამაინც.
– იდეალური პარლამენტი არსად არ გამოდის და მე ვერ ვიტყვი, რომ ჩვენი პარლამენტი რამეთი განსხვავდება სხვა ქვეყნების პარლამენტებისგან. ის, რომ ყველა პარლამენტში ხშირია ჩხუბი და დაპირისპირება, ესეც კი მის  ერთ-ერთ დანიშნულებად მიმაჩნია. პარლამენტის  ფუნქციათა შორისაა, განტვირთოს ის დაძაბული სიტუაცია, რაც არის ცხოვრებაში. უკმაყოფილო ადამიანების ქუჩაში  გამოსვლას  და ბარიკადებზე დადგომას, პარლამენტში დეპუტატების  ჩხუბი არ ჯობია? ეს უფრო მისაღებია, ვიდრე ხალხის დაპირისპირება  ქუჩაში.   თქვენ რა გგონიათ, კორეაში, უკრაინაში ან იაპონიაში დეპუტატები ერთმანეთს  თავპირს რომ ამტვრევენ, გიჟები არიან? ამ შოუებით ისინი თავიდან იცილებენ რეალურ კონფლიქტებს საზოგადოებაში.   პარლამენტს აქვს  თავისი აუცილებლობა – შოუს ელემენტი,  რაც  საზოგადოებრივი დაძაბულობის განმუხტვას ემსახურება.  ამ შოუში თუ მსახიობი და სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას, არტისტული და ფიზიკური მონაცემებით, უკეთესი არაა? (იცინის).
– თქვენ არც მსახიობი იყავით, არც სპორსტსმენი, თუმცა შოუები არც თქვენ გაკლდათ.
–   მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პოლიტიკური ცხოვრებით. როცა პოლიტიკაში მოვედი, უკვე მქონდა   გამოცდილება პოლიტოლოგიასა და საერთაშორისო ურთიერთობებში.  ჟურნალისტიკაში,  გაკეთებული მქონდა სიუჟეტების ციკლი ამერიკაში, რაც მაშინ იშვიათობა იყო. იმ დროს მე უკვე  ავტორიტეტიც მქონდა, რამაც გამიადვილა პოლიტიკაში ყოფნა.   როგორც შოუმენი, არ ვიყავი ცნობილი და პოლიტიკამ გამხადა ამ მხრივ პოპულარული (იცინის). ის  ინციდენტებიც კი, რაც ახლდა ჩემს ყოფნას პარლამენტში,  დღეს  უკვე კარგად მახსოვს.  ამ მხრივ  საპარლამენტო ცხოვრებაში ბევრი რამ არის ჩემი დანერგილი.  ჩემი საპარლამენტო შოუ დავიწყე ედუარდ შევარდნაძის დროს და დავამთავრე  „მღერიან ვარსკვლავებით” (იცინის). მე ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი პოლიტიკური ცხოვრებით. პარლამენტი, სადაც იყო თენგიზ აბულაძე, გიგა ლორთქიფანიძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ელდარ შენგელაია, ჯაბა თავისი მხედრიონით – წარმოგიდგენიათ, რა იყო? ამ ადამიანების ავტორიტეტს რომელი პოლიტიკური გამოცდილება შეედრებოდა?  ეს პარლამენტი რომ არ ყოფილიყო, ჩემი, როგორც პოლიტიკოსის საჯარო ცხოვრება, ფასს დაკარგავდა, ეს იყო ზუსტად ის, რასაც ერქვა, მთელ საქართველოსთან ერთად მოხარშვა „ერთ ქვაბში”. ელდარ შენგელაიასთან სულ ვჩხუბობდი პარლამენტში, მაგრამ ის მიმაჩნია ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთ გამორჩეულ ადამიანად. როგორ შეიძლება   იმის თქმა, რომ ის, როგორც ხელოვანი პარლამენტში არ უნდა ყოფილიყო? საკითხავი ისაა, დღეს რა რანგის, რა ავტორიტეტის ხელოვანების პარლამენტში  შეყვანაზეა საუბარი. მაგრამ, ნელ-ნელა, ალბათ, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება ჩვენთანაც.   
–  აქტიური და ხმაურიანი წლების შემდეგ, დღეს   თქვენი პენსიონერული ცხოვრება ბევრად მშვიდი იქნება.
– რა თქმა უნდა. ოჯახი, ბავშვები,  ესაა დღეს ჩემი ცხოვრება. სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც პენსიონერულად არ ვცხოვრობ. ბევრს ვმუშაობ კვლევებზე, რაც იმ დანაკლისს მინაზღაურებს, რითაც აქტიური პოლიტიკური წლების  დროს ვიცხოვრე. ახლა იმის თავი სად მაქვს, რისიც ადრე მქონდა.    
 – ოჯახის ორი წევრი იყავით აქტიურ პოლიტიკაში, თქვენმა შვილებმა ეს გზა არ გააგრძელეს, დასრულდა დიდი პოლიტიკა თქვენს ოჯახში?
– გუკამ  და ნინომ ჩვენზე მიყენებული იმდენი დარტყმა იგემეს, არც ერთს მსგავსი სურვილი არ გასჩენია, ისინი  თავის საყვარელ საქმეს აკეთებენ.  პოლიტიკოსის ოჯახის წევრებმა კარგად იციან იმ ყველაფრის „ფასი” რაც აქტიურ პოლიტიკაში ყოფნას მოსდევს.  გუკა მთელი ცხოვრება უზრუნველყოფილი იყო, თუ არ ჩავთვლით იმ წლებს, როცა ყველას გაუჭირდა. ერთი პერიოდი გუკა „ცენტრპოინტის” დირექტორიც იყო. მას თანამდებობრივი ლტოლვა არ აქვს. ახლა,  ამ  ასაკში მინისტრის მოადგილეობა რომ შესთავაზონ, სასაცილოდ არ ეყოფა.  ასეთი ადამიანები, ვინც ბევრი რამ ნახა,  მატერიალურ ღირებულებებს აღარ აქცევენ ყურადღებას – არც ჩაცმა უნდა, არც ფულია მისთვის კულტი. რეალურად, სხვა მისწრაფებები და  თავისი ინტერესების სფერო აქვს. როგორც მამას და მოქალაქეს, აინტერესებს ყველაფერი, რაც მისი ქვეყნის მომავალს და განვითარებას ეხება. უყვარს კინო, 40-მდე ფილმი აქვს გადაღებული. ჩვენ ხშირად ვუზიარებთ ერთმანეთს საკუთარ მოსაზრებებს. მაგალითად, რელიგიის როლზე თანამედროვე საზოგადოების ცხოვრებაში. ეს ორივესთვის საინტერესო თემაა.  
–  გუკაზე გკითხავთ: რამდენიმე დღეა, თბილისი მისი და გიგი უგულავას ყოფილი მეუღლის რომანზე ალაპარაკდა.
–  ჩემამდეც მოვიდა ეს ხმები. მე გუკას პირად ცხოვრებაში შეგნებულად არ ვერევი.  გუკა ზრდასრული კაცია და თავისი საქმის თვითონ იცის. მე  გეტყვით იმას, რომ შვილივით მიყვარს ნუცა და ძალიან  ვაფასებ მას.
–  ლელა კილაძეს იცნობთ?
– კი, ჩემი მეგობრის შვილია და კარგის მეტი მასზე არაფერი მეთქმის. შალვა კილაძე ჩემი ბავშვობის ძმაკაცია. რომ ვთქვა,  ლელა ჩემს თვალწინ გაიზარდა-მეთქი, მოვიტყუები. 24 საათი შალვასთან არ ვიყავი, მაგრამ ძალიან ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს და ლელასაც კარგად ვიცნობ. მე და მაიას ლელა ძალიან გვიყვარს, მაგრამ გუკას მეუღლე არის ნუცა.  არ დავმალავ და გეტყვით, რომ გუკას და ნუცას ოჯახში პრობლემებია. მე არ ვიცი ოჯახი, რომელსაც პრობლემები არ ჰქონდეს. გუკა თბილისშია, ნუცა – ამერიკაში, სადაც  მას წელიწადში რამდენჯერმე უწევს ჩასვლა.
– იმასაც ამბობენ, რომ გუკა და ლელა კილაძე ერთად გადავიდნენ საცხოვრებლადო.
–  არა, ეს ჭორია. გუკა ვერაზე ცხოვრობს თავის სახლში. რა ხდება მათ შორის, არ ვიცი. არც გუკა საუბრობს ამაზე და არც მე არაფერს ვიკვლევ.  წინასწარმეტყველებას ვერ დავიწყებ, რა როგორ იქნება. ის ვიცი, რომ ნუცა ჩემი შვილია და ასე იქნება სულ.

скачать dle 11.3