კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მერაბ გეგეჭკორის ანეკდოტები

ძმაკაცები საუბრობენ:
– აუ, ბიჭო, სიკვდილის კი არ მეშინია, უბრალოდ, არ მინდა, სამოთხეში მოვხვდე.
– რატომ?
– ისეთ გოგოებს ეუბნებიან, ჩემი ანგელოზი ხარო, კაცს სამოთხეში აღარ მოგინდება მოხვედრა.
***
რეკავს ტელეფონი:
– გამარჯობა, ჯონი.
– მე ჯონი არ ვარ, თინა ვარ.
– ჩემი ქმრის ტელეფონში ჯონი ხარ და რა ვიცი...


ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
სვანი ეუბნება დედას:
– დედა, მამამ თავი ჩამოიხრჩო.
– სადა შვილო?
– „კუხნაში“.
დედა შევარდა სამზარეულოში და იქ არ დახვდა ქმარი. შვილს გამწარებული მოუბრუნდა და ეუბნება:
– რატომ მომატყუე?
– დღეს 1 აპრილია... ზალაში კიდია.
***
ძმაკაცი ეუბნება ძმაკაცს:
– წამო, ბიჭო, დავლიოთ.
– ბიჭო, ღმერთმა კვირაში ერთი დღე დააწესა დასალევად და შენ სულ როგორ უნდა სვამდე და მთვრალი იყო?
– არ ვიცი, რომელია ეგ ერთი დღე და, რომ არ გამომრჩეს, სულ ვსვამ.
***
– ზაზა, კარი დაკეტე?
– კი.
– გასაღებით?
– კი.
– ორჯერ გადაატრიალე?
– კი.
– კაი. სასტავ, ზაზას აღარ დაუსხათ, ვერ ხვდება, რომ კარავშია.
***
მიხო გახარებული შევარდა ეზოში და დაიყვირა:
– მაროო, ლატარიაში მანქანა მოვიგე!
– რა გაღრიალებს, ჩუმად, დედაჩემი დაიღუპა.
– ვაა, დღეს რა მაგარ ფეხზე ავმდგარვარ!
***
ქუთაისელს სოფლიდან ჩამოსული გლეხი აჩერებს და ეკითხება:
–  უკაცრავად, აქ საქონლის ჯოგს ხომ არ გაუვლია?
– რაია, ჩემი ბიძია, ჩამორჩი?
***
სომეხს ეკითხებიან:
– რა სიგარეტს ეწევი?
– „პარლამენტს“, „ელემს“, „სობრანიეს“, „პრიმას“, „როტმანსს“ ...
– მოიცა, კაცო, ეგ როგორ?
– გააჩნია გამვლელს..
***
ცხრა შვილის დედას ოჯახში მეორე თხილის გული უპოვეს და სოციალური დახმარება მოუხსნეს.
***
მიხო ექიმთან:
– მოდუნდით, თვალები დახუჭეთ, ფეხები გაჭიმეთ, კარდიოგრამა უნდა გადაგიღოთ.
– ექიმო, რას მეუბნები, ჯო? თვალების დახუჭვა რომ არ მინდოდა და ფეხების გაჭიმვა, იმიტომ მოვედი თქვენთან.
***
სვანს ეკითხებიან:
– რა გადაწყვიტეთ ახალ წელზე?
– მოვიდეს!

скачать dle 11.3