ბრძნული აზრები
ტეტჩერი: თუ გინდა, ყველას მოსწონდე, მზად უნდა იყო კომპრომისებისთვის ყველაფერში და ყოველთვის.
ნიუკომბი: მაჩვენეთ ლიდერი და მე მეცოდინება, როგორია მისი ხალხი; მაჩვენეთ ხალხი და მე მეცოდინება, როგორია მისი ლიდერი.
ევერეტი: განათლება თავისუფლების უკეთესი გარანტია, ვიდრე რეგულარული არმია.
გოეთე: თუ განათლება არის ძვირი, აწონ-დაწონეთ, რა დაგიჯდებათ უმეცრება.
ოთარ ჭილაძე: სიცარიელე ცად რომ იქცეს, მიწა სჭირდება.
შექსპირი: უბედურება გამეტებით მათ დაეძგერება, ვინც მას ემორჩილება.
ლაო ძი: როცა კარგად ხარ, იფიქრე, თუ რა არის საჭირო უბედურებისას, რადგან დიდი უბედურება უმნიშვნელოსგან იწყება.
პლატონი: ადამიანები თავიანთ უბედურებას ბედს აბრალებენ, ღმერთებს – ყველაფერ დანარჩენს, მაგრამ არასდროს – საკუთარ თავს.
ჩესტერფილდი: ჭკვიანი კაცი ხშირად ჩქარობს, მაგრამ ნაჩქარევად არაფერს აკეთებს.
ბიჩერი: წიგნი ის ფანჯარაა, საიდანაც სული იმზირება.
დემოკრიტე: ბავშვების აღზრდა ძალიან სარისკო საქმეა: წარმატების შემთხვევაში, ის დიდი შრომისა და გარჯის ფასად მიიღწევა; წარუმატებლობის შემთხვევაში – მიღებული ტკივილი არცერთ სხვა ტკივილს არ შეედრება.
ჰარისონი: ერთია – როცა გაქვს კრიზისი და მოქმედებ მასზე და, მეორეა – როდესაც დაუსწრებელ კრიზისში ცხოვრობ.
ამიელი: არ არსებობს დედამიწაზე უფრო ცუდი მრჩეველი, ვიდრე ადამიანთა აზრია.
ლაროშფუკო: მეხსიერებას ყველა უჩივის, გონებას კი – არავინ.
შოპენჰაუერი: სიბერის საუკეთესო ნიმუშია შეგნება იმისა, რომ ახალგაზრდობაში მთელი ძალები მოახმარე საქმეს, რომელიც არასოდეს დაბერდება.
კამიუ: სიმართლე იშვიათად თუ ვინმეს უყვარს.
გოლბახი: იმის თქმა, რომ ზნეობრივი იდეალები იბადება ან ინსტინქტების შედეგს წარმოადგენს, ჰგავს იმის მტკიცებას, რომ ანბანის უცოდინარ ადამიანს კითხვა შეუძლია.
ბრუნო: მხოლოდ თავისუფალი ადამიანია უშიშარი.
ლინკოლნი: მგელსა და ცხვარს სიტყვა „თავისუფლება” სხვადასხვანაირად ესმით – ამაშია გაბატონებული და ადამიანური საზოგადოებების უთანხმოების არსი.
მოპასანი: თუ ლამაზ ქალზე დაქორწინდი – იამაყე, ხოლო, თუ არ დაქორწინდი – გაიხარე.