კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოაჭრა ცხვირი პირველ ცოლს ლევან მეორე დადიანმა და რატომ წაართვა ცოლი მან საკუთარ ბიძას

1611 წელს, ნადირობის დროს დაშავდა და გარდაიცვალა სამეგრელოს მთავარი, მანუჩარ პირველი დადიანი და სამთავროს ტახტზე ავიდა მისი და მისი მეუღლის, კახეთის მეფე ალექსანდრე მეორის (ბაგრატიონის) ასულის, ნესტან-დარეჯანის ვაჟი, 14 წლის ლევან მეორე. მას ზრდიდა და, პარალელურად, სამთავროს მართავდა მამის ძმა, გიორგი დადიანი, სალიპარტიანოს მფლობელი.
როგორც კი მიაღწია სრულწლოვანებას, ლევანმა ხელში აიღო სამთავროს მართვის სადავეები. ლევან დადიანი იყო ძალიან ნიჭიერი, განათლებული, მოხერხებული, დაუდგრომელი და ენერგიული ადამიანი. უცხოელების გადმოცემით, სამ დღეზე მეტხანს ერთ ადგილას არ ჩერდებოდა, სულ მოძრაობდა და მოქმედებდა. ძალიან ჰყვარებია ბავშვები, მაგრამ,  დაუნდობელი იყო ურჩებისა და მეზობელი მთავრების მიმართ.
დიდი წვლილი მიუძღვის ლევან დადიანს ქართული კულტურის წინაშე. მის დროს სამეგრელო იყო ქართული კულტურის უმთავრესი ცენტრი. დადიანმა ააშენა და აღადგინა ეკლესიები სამთავროში: გადახურვინა სახურავები და ბევრი ხელახლა მოახატვინა და მოაჩუქურთმებინა. ყველა ეკლესიაში აღადგინა წირვა-ლოცვა; ასევე, აღადგინა და ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი. 20-ზე მეტი ოქრომჭედელი მუშაობდა და ამზადებდა საეკლესიო ჭურჭელსა და ხატებს. მას ტყვედ ჩაუვარდა იმერეთის მეფის მდივანი, მწიგნობარი მამუკა თავაქარაშვილი. ლევანის ბრძანებით, მამუკამ გადაწერა მოღწეულთაგან „ვეფხისტყაოსნის“ დღეისთვის ყველაზე ძველი თარიღიანი ხელნაწერი და 39 მინიატურით შეამკო.
იმ დროს, შაჰ-აბას პირველის შემოსევების გამო, დასუსტებული იყო აღმოსავლეთ საქართველოს ეკლესია. დადიანი ცდილობდა დასავლეთ საქართველოს ეკლესიის გაძლიერებას. კათოლიკეების ცნობით, კათოლიკეობა მიუღია სამეგრელოს მთავარს, თუმცა, რამდენად მართალია ეს, ძნელი სათქმელია.
რუხის ციხესთან ლევან მეორემ ააშენა ქალაქი და ვაჭრობის ასაღორძინებლად დაასახლა იმერეთიდან წამოყვანილი ებრაელები და სომხები; გამართა ზარაფხანა. იგი ზრუნავდა უბრალო ხალხზე – ღარიბებს ურიგებდა მატყლს, ზამთარში თბილად რომ ყოფილიყვნენ და ასე შემდეგ.
მან მოსპო ქურდობა და ყაჩაღობა – მის დროს წყაროებთან წვრილი ჯაჭვებით დააბეს ოქროსა და ვერცხლის ჭიქები და ვერავინ ბედავდა მოპარვას. მაგრამ, გარდა დადებითისა, მას ჰქონდა ბევრი უარყოფითი თვისებაც, რაც, საბოლოო ჯამში, აზარალებდა ქვეყანას.
ლევან დადიანი ცდილობდა მეზობლების დამორჩილებას და საკუთარ თავს ასე მოიხსენიებდა: „ხელმწიფეთა ხელმწიფე დადიანი ლეონ, ყოვლისა საქართველოთა პატრონი“. რუსეთის მეფეც მიხეილი ლევან დადიანს (ლეონტის) ივერიის ამ ნაწილების მეფედ მოიხსენიებდა.
ლევან დადიანს ემორჩილებოდა აფხაზეთის აღმოსავლეთი ნაწილის მთავარი – სეტემან შარვაშიძე, თუმცა – უფრო ფორმალურად. აფხაზეთში მაშინ სამი ძმა ბატონობდა. ცოტა ხნით ადრე აფხაზეთს საერისთავოს სტატუსი ჰქონდა, მაგრამ მანუჩარ დადიანის გარდაცვალების შემდეგ აფხაზთა დიდებულებმა მეტი სუვერენიტეტი მოიპოვეს. აფხაზთა კვლავ დამორჩილება და მათი რესურსის გამოყენება მოისურვა ლევან დადიანმა და ამიტომ, იქორწინა აფხაზთა მთავრის სეტემან შარვაშიძის ასულზე, რომელსაც თანურია (ან დარუნდია) ერქვა.
მთავარსა და დედოფალს შეეძინათ ორი ვაჟი. ლევან დადიანმა კარგად გამოიყენა აფხაზთა და ჯიქთა სამხედრო რესურსი იმერეთის მეფის წინააღმდეგ.
გურიის მთავარი, მამია გურიელი დაპირისპირებული იყო იმერეთთან, რადგან მისი ქალიშვილი, სამეფო ოჯახის რძალი, უკან მიუბრუნეს მრუშობის ბრალდებით. ამით ისარგებლა დადიანმა და გურიის სამთავროზე გავლენის გასავრცელებლად და იმერეთის წინააღმდეგ საიმედო კავშირის განმტკიცებისთვის, თავისი და – მარიამი მიათხოვა მთავრის, მამია გურიელის ვაჟს, სიმონს.
თუმცა, რაც ყველაზე ცუდი იყო ლევან დადიანის ხასიათში, ეს გახლდათ გულისთქმის მიმყოლობა, პირადი გრძნობების ტყვეობა.
დადიანს ძალიან შეუყვარდა თავისი ბიცოლა, ბიძის, გიორგი ლიპარტიანის ახალგაზრდა, ლამაზი ცოლი ნესტან-დარეჯან ჭილაძე.
გარდა მოხუცი ქმრისა, ყველა ხვდებოდა თურმე მთავრისა და მისი ბიცოლის სასიყვარულო თავგადასავლის შესახებ. როგორც ჩანს, ეჭვები ღრღნიდა ცოლს, შარვაშიძის ასულს, ამიტომ, ქმარმა ბრალად წაუყენა ღალატი თავის ვეზირთუხუცესთან, მერაბ ქორთოძესთან.  დედოფალს ცხვირი მოაჭრა, ვეზირი კი გააძევა ქორთოძეების ნათესავ გურიელებთან და დააპატიმრებინა თავის სიძეს, მარიამის ქმარს. ქორთოძე ძალიან ძლიერი თავადი ყოფილა და მისი სიკვდილით დასჯას, ალბათ, მოერიდა.
ცოლის გაძევებას, თან ასეთი შეურაცხმყოფელი სახით, რა თქმა უნდა, მოჰყვებოდა ომი. ეს კარგად იცოდა დადიანმა. დაასწრო, სანამ რაიმეს გაიგებდა სეტემანი, აფხაზეთს თავს დაესხა და მთებში გააქცია მთავრები. ცოლყოფილი კი იქვე დატოვა.
დაამარცხა აფხაზთა მთავარი, მაგრამ სამუდამოდ გადაიმტერა. თუმცა, ისედაც ცდილობდნენ აფხაზთა მთავრები ძველი სამეგრელოს მიწების დაკავებას. ამიერიდან კი, აფხაზეთიდან მუდამ შეტევის შიშში იყო, ამიტომაც ააგებინა (ნაწილობრივ აღადგენინა) კელასურის დიდი კედელი, ზღვიდან მთებამდე, რომელსაც უნდა დაეცვა მისი სამფლობელოები მთიელთა შემოსევებისგან. თავადებს იქ რაზმებითურთ მორიგეობა დაუწესა, რაც ძალიან ძვირი დაჯდა. მაგრამ, ამ კედელმა მხოლოდ ცოტა ხნით შეძლო თავის ფუნქციის შესრულება.
ცოლისგან გათავისუფლებული ლევან დადიანი დიდი ამალით ეწვია გამზრდელ ბიძას სალიპარტიანოში, წაართვა ცოლი, წამოიყვანა და თავის სასახლეში დაისვა.  ძმისშვილის საქციელით გამწარებულმა ლიპარტიანმა ტირილი გამართა და ისე იგლოვა 40 დღე ცოლი, თითქოს მოკვდენოდა. ოდიშის დიდებულები ორად გაიყვნენ. ნაწილი ლევანის მხარეს იყო, ნაწილი კი ამტყუნებდა, რა თქმა უნდა. სამთავრო სამოქალაქო ომის ზღვარზე იდგა, მაგრამ, უცებ ლიპარტიანი მოკვდა – მოკლეს ან ნერვიულობით გარდაიცვალა.
ცოტა ხანში, მიყოლებით დაიხოცნენ მთავრის ვაჟებიც, შესაძლოა, მთავარმა ცოლის ჩაგონებით მოაკვლევინა შარვაშიძის ქალის მიერ ნაშობი პატარები, რომლებსაც, ალბათ, თავის შვილებად არც მიიჩნევდა, ეს ჩანს იქიდან, რომ პატარები არ დაასაფლავებინა დადიანთა საძვალეში. ყველამ იტირა, თურმე ისინი, მამას კი ცრემლიც არ ჩამოვარდნია, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვები ძალიან უყვარდა – მომდევნო შვილებზე გიჟდებოდა.
ლევან დადიანი ებრძოდა იმერეთს და იტაცებდა ხალხს. ვახუშტი ბატონიშვილი მას აბრალებს ტყვეებით ვაჭრობის დამკვიდრებას. თუმცა, ამ უბედურებამ მის შემდეგ დიდი მასშტაბები მიიღო.
ამ პერიოდში ლევანის სიძემ, სიმონმა მოკლა მამა, მამია გურიელი  და ტახტს დაეპატრონა. დაუკავშირდა ლევან დადიანის მტრებს ქორთოძის შეგონებით.
აფხაზთა მთავარმა, იმერეთის მეფე გიორგი მესამემ, მერაბ ქორთოძემ და სხვებმა შეთქმულება მოაწყვეს და აფხაზი დაქირავებული მკვლელი მიუგზავნეს ლევან მთავარს მოსაკლავად. მაგრამ, დადიანი გადარჩა, გამოიძია საქმე და სასტიკად იძია შური. ნახევარძმას, იესეს (იოსებს) თვალები დათხარა და ქონება ჩამოართვა. შემდეგ დაამარცხა გურიელი, თვალები დათხარა, გურიელობა ჩამოართვა და ცოლი – თავისი და და შვილი – ოტია წაართვა და სამეგრელოში გადაიყვანა. ქორთოძე დაახრჩობინა და მერე ზარბაზნიდან გაასროლინა. გურიელად გამოაცხადა აფხაზეთის კათალიკოსი მალაქია გურიელი და ამგვარად, გურიის შემოსავალსაც დაეპატრონა.
შემდეგ დაესხა თავს აფხაზებს, რომლებიც მისი სამთავროს ჩრდილო-დასავლეთ ტეროტორიებს აოხრებდნან და ხალხს იტაცებდნენ. ლიხნი აიღო, დაიმორჩილა მთავრები და ხარკად დაადო მწევრები და მიმინო, რადგან აფხაზებს, ფაქტობრივად, ეკონომიკა არ ჰქონდათ და ბევრს ვერაფერს გადაუხდიდნენ.
ლევან დადიანის მიერ მეორე ცოლის მოყვანა, ამის გამო ზნეობაზე უარის თქმა და უამრავ ხალხთან  კონფლიქტის მიზეზი, არ ყოფილა მხოლოდ სექსუალური გატაცება და ახირება. მთავარს ძალიან უყვარდა ჭილაძის ქალი. როცა 1639 წელს დედოფალი გარდაიცვალა, დადიანმა ძალიან განიცადა, მწარედ იგლოვა, ოდიშის ყველა ეკლესიას შესაწირი გაუგზავნა და სთხოვა, ნესტან-დარეჯანის სულის საოხად ელოცათ. ჯვრის მონასტრის კედელზე კი თავისი და მეუღლის გამოსახულება დაახატვინა. რუხის საოქრომჭედლო სახელოსნოში არაერთი ძვირფასი ხატი მოიჭედა, რომელზეც მთავრის სახელთან ერთად, მოიხსენიებოდა „ამ სოფლის მნათი“ ნესტან-დარეჯან დედოფალი.
ლევან დადიანს და მის მეორე ცოლს სამი ვაჟი და ორი ასული შეეძინათ. შვილებმა დიდხანს ვერ იცოცხლეს. უკანასკნელი ვაჟის გარდაცვალებამ მთლად მოსპო მრისხანე მთავარი. ფარსადან გორგიჯანიძის ცნობით, ლახტი დაირტყა თავზე და დააკვდა შვილს.

скачать dle 11.3