კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

გვერდით ნამდვილი მამაკაცი მჭირდება
ტრაბახად ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ მართლა ყველაფრით კარგი გოგო ვიყავი – გარეგნობით, დონით, ოჯახით და ასე შემდეგ. მაგრამ ამ ყველაფრის მიუხედავად, არასდროს არ ვყოფილვარ პოპულარული, ანუ ბიჭების გემოვნებას ვერ ვაკმაყოფილებდი იმ თვალსაზრისით, რომ ვიყავი ზედმეტად წყნარი, მორიდებული და თავდაჭერილი; ვერცერთი ბიჭი ჩემთან ვერ ბედავდა ოდნავ უწმაწური ანეკდოტის მოყოლასაც კი, მიუხედავად იმისა, რომ ეს ხმამაღლა არავისთვის ამიკრძალავს; არავინ მეარშიყებოდა, არც პაემანს მინიშნავდა ვინმე, თუმცა ნამდვილად ყველასგან ვგრძნობდი მოკრძალებასა და პატივისცემას, გულწრფელი მეგობრობის სურვილს და მეტს არაფერს. ასეთი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ზოგადად ნამდვილად მომწონდა, მაგრამ ყველა გოგოს უნდა, რომ ყვავილები მიართვან, კაფეში დაპატიჟონ, პაემანზე დაიბარონ და ასე შემდეგ, მე კი ამ ყველაფერს მოკლებული ვიყავი და ძალიან მწყდებოდა გული. თავიდან ვერ ვხვდებოდი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ერთხელ ერთმა ჩემმა მეგობარმა გოგომ ამიხილა თვალი – მან პირდაპირ მითხრა: ბებიაჩემივით (ანუ ბებერივით) იცვამ და არასდროს ტუსოვკებზე არ დადიხარ, რომელ ბიჭს მოეწონება ასეთი გოგო, მეჩვიდმეტე საუკუნეში ხარ ჩარჩენილი, ბიჭებს კი თამამი, მხიარული და თანამედროვე გოგოები უყვართ, გამომწვევადაც რომ აცვიათ და, თანაც ისეთები, ხშირად მოზრდილი თანხაც რომ უდევთ ჯიბეშიო. მოკლედ, ისეთი კრიტერიუმები ჩამომითვალა, მართლა ოთხასი წლით რომ ვიყავი დაშორებული და, შესაბამისად, არასდროს არ უნდა მქონოდა ბიჭების მხრიდან ჩემით დაინტერესების არც იმედი და არც მოლოდინი, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ ასეთი ვერასდროს გავხდებოდი, ძალიანაც რომ მომენდომებინა. ამიტომ, ხელი ჩავიქნიე რომანტიკულ გრძნობებზე და მთელი არსებით გადავერთე განათლების მიღებაზე. ამან შედეგი გამოიღო და მართლაც თვალსაჩინო წარმატებას მივაღწიე ჩემს დარგში – ძალიან მალე კარგ თანამდებობაზე დამნიშნეს და მერე უცხოეთშიც გამგზავნეს სამუშაოდ სამი წლით. იქიდან რომ ჩამოვედი, უკვე ყველაფრით უზრუნველყოფილი, რესპექტაბელური ახალგაზრდა ქალი ვიყავი, თუმცა ისევ სადად ვიცვამდი, არ ვიყავი ზედმეტად თამამი და მხიარული, არც ეგრეთ წოდებული „სვეცკი ტუსოვკებზე“ ვჩნდებოდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემმა სოციალურმა სტატუსმა და მატერიალური კეთილდღეობის აღმასვლამ ბევრი ახალგაზრდა (და არა მარტო ახალგაზრდა) მამაკაცი გამოახედა ჩემკენ ფრიად დაინტერესებული მზერით და, როცა საქართველოში დაბრუნებული საკმაოდ სოლიდურ თანამდებობაზე დამნიშნეს და მძღოლიანი მანქანაც გამომიყვეს, აი, მაშინ უნდა გენახეთ – როგორც მთის მდინარემ, ისე იხუვლა თაყვანისმცემელი მამაკაცების ნიაღვარმა. მათი უმრავლესობა კი იმას მიმტკიცებდა (პირდაპირ თუ შეფარვით), რომ ბავშვობიდან ვუყვარდი, რომ სკოლის ასაკიდან ყველა გოგოს ვჯობდი ყველაფრით და ამას ყოველთვის ყველას უმტკიცებდა და ასე შემდეგ.
მე კი, ჩემი წარმატების მიუხედავად, უნდა გამოგიტყდეთ, რომ ჩემდა სამწუხაროდ, ისევ ისეთი ვარ, როგორიც სკოლის ასაკში და სტუდანტობისას ვიყავი: ჩუმი, წყნარი, მორიდებული; დიდად არც ჩაცმაზე ვგიჟდები და, საერთოდაც, ადამიანების შეფასების სულ სხვა კრიტერიუმები მაქვს; წესიერებასა და პატიოსნებას ჩემი საზომით ვზომავ და ურთიერთობასაც ვერავისთან გავაბამ მხოლოდ იმიტომ, რომ კარგად აცვია და მამას კარგი თანამდებობა უკავია. ჩემი ოჯახიდან და სანათესაოდან გამომდინარე, არც ვინმეს ქონება მიკვირს და არც ვინმეს თანამდებობა. შეიძლება, ლოზუნგად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ადამიანის შინაგანი მდგომარეობა, სულიერება და ინტელექტია მთავარი; თუ ეს ყველაფერი ვერ დავინახე პიროვნებაში, ქალი იქნება ის თუ მამაკაცი, მასთან ვერც ვიმეგობრებ, ვერც ვიახლობლებ და ვერც შევიყვარებ ასეთ ადამიანს. არ ვმეტიჩრობ, მართლა ასეთი ვარ. აგერ უკვე 30 წელს მივუკაკუნე და ჯერაც ვერ შევხვდი ისეთ მამაკაცს, რომ ამ კრიტერიუმებს სანახევროდ მაინც აკმაყოფილებდეს. ოჯახის წევრები და ნათესავები უკვე აქტიურად მიკიჟინებენ, გათხოვების დროაო, მაგრამ, რა ვქნა, მარტო იმიტომ, რომ გათხოვილი ქალის სახელი მერქვას და შვილი კანონიერად გავაჩინო, ვერ დავხუჭავ თვალს და ვერ გავხდები ისეთი კაცის ცოლი, რომელსაც ჩემი უზრუნველყოფილი მდგომარეობის გამო სარფიანად „გათხოვება“ უნდა. მე გვერდით ნამდვილი მამაკაცი მჭირდება, ყველა აუცილებელი ღირსებით და არა გონებითა და თანამდებობით. გაუთხოვარიც რომ დავრჩე, მაინც არ შევიცვლი აზრს, თუმცა, მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ნამდვილი მამაკაცები ჯერ კიდევ არ გადაშენებულან და ერთ-ერთი მათგანი მეც შემხვდება ცხოვრებაში.
ანა, 29 წლის.

скачать dle 11.3