კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გტანჯავთ ეჭვები?

თუკი გიყვართ, ეჭვი ნორმალურია. მაგრამ, გონივრულ საზღვრებსა და ზომიერების ფარგლებში. ეჭვიანობა პარანოიად არ უნდა გექცეთ და არ უნდა გაგტანჯოთ. ამ ტესტით შეამოწმეთ თქვენი ეჭვიანობის ხარისხი.
1. არ იცით, მოცემულ მომენტში სად იმყოფება თქვენი საყვარელი ადამიანი?
ა) ეს არ მაღელვებს და არც ვკითხავ, რით იყო დაკავებული ამ ხნის განმავლობაში;
ბ) ჩვეულებრივ, დავინტერესდები, სად იყო, მაგრამ მშვიდად. ღალატის არ მეშინია;
გ) ნამდვილ გამოძიებას ჩავატარებ – სად იყო, ვისთან ერთად, რატომ...
2. გაქვთ საშუალება, პარტნიორის მობილური შეამოწმოთ. თქვენ –
ა) აზრადაც არ მომივა, ვნახო ესემესები;
ბ) გამიჩნდება მობილურის გაქექვის სურვილი, მაგრამ არ ვიზამ ამას;
გ) აუცილებლად ვნახავ მის ყველა მიმოწერას.
3. შეიტყვეთ, რომ პარტნიორს თქვენამდე სხვასთან ჰქონდა ურთიერთობა, თანაც ინტიმური:
ა) ეს არც მაინტერესებს და არც მაღელვებს;
ბ) არ მომეწონება, მაგრამ რაც იყო, წარსულში დარჩა, აღარ განვიხილავ;
გ) ეს საშინლად გამაღიზიანებს და ძალიან ვიეჭვიანებ.
4. გაიგეთ, რომ გიღალატათ:
ა) ეს არ მომკლავს. ვაიძულებ, თავად მომიყვეს ყველაფერი. იქნებ ვაპატიო, შანსი მივცე;
ბ) თუ ბოდიშს მოიხდის და დამპირდება, რომ ეს აღარ განმეორდება, ვაპატიებ;
გ) გავგიჟდები. არც დავივიწყებ და არც ვაპატიებ. მუდმივ კონტროლზე მეყოლება.
5. მოგეცათ შანსი, რომ პარტნიორს უღალატოთ. სიტუაცია შეიქმნა – რას იზამთ?
ა) არ ვიცი. სურვილს თუ გავუმკლავდები, არ ვუღალატებ;
ბ) ყველაფერს გავაკეთებ, რომ მისი ერთგული დავრჩე;
გ) გარანტიები რთული მისაცემია. მაგრამ, მე, პარტნიორს ღალატს არ ვაპატიებდი.
6. თქვენი აზრით, ერთგულება არის:
ა) არც ისე მთავარი რამ. მთავარია, ურთიერთობაში ერთმანეთის თავისუფლება არ შევზღუდოთ;
ბ) ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორისთვის;
გ) ვინმეს ეპარება ეჭვი, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია?!
ტესტის შედეგები
თუ პასუხებში ჭარბობს „ა“ ვარიანტი: თქვენთვის ერთგულება არაფერს ნიშნავს. ამიტომ, ეჭვიანობაც უცხოა. სამაგიეროდ, პრაქტიკულად არ შეგიძლიათ პარტნიორთან ღრმა და სტაბილური ურთიერთობის დამყარება.
თუ პასუხებში ჭარბობს „ბ“ ვარიანტი: თქვენ აფასებთ ერთგულებას. ეს თქვენთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ არასოდეს გადადიხართ ზღვარს. არ ხართ ავადმყოფურად, პათოლოგიურად ეჭვიანი.
პასუხებში „გ“ ვარიანტი ჭარბობს: ერთგულება თქვენთვის სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. ფრთხილად იყავით – ეჭვი ანგრევს ყველაფერს, სიყვარულსაც და ადამიანის ორგანიზმსაც. თქვენ უკვე მკურნალობა გჭირდებით. ისწავლეთ საკუთარი თავის კონტროლი.

скачать dle 11.3