კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

ანთაური-ანთაიძე
გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ სიტყვა ანთა. ამ ფუძითაა ნაწარმოები ქართული გვარები: ანთაძე, ანთელავა, ანთია, ანთაიძე.
სავარაუდოდ, ანთაიძე და ანთაური ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ, ანთაი, ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად ქცეულა. სხვა ვარაუდით, ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.
საქართველოში 109 ანთაური ცხოვრობს: თბილისში – 33, დუშეთში – 19, თელავში – 17. არიან სხვაგანაც.
გუგულაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი გუგულა.
„სოფელ ჩხიკვთაში მცხოვრები ვასილ გუგულაშვილი ნათლავს ქალიშვილს – ნინას. მიმრქმელი არის თანასოფლელი, იოსებ დავითაშვილი“.
ამ გვარის შესახებ, ისტორიულ წყაროებში საკმაოდ მწირი ინფორმაცია გვხვდება.
საქართველოში 580 გუგულაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 213, კასპში – 137, გურჯაანში – 98. არიან სხვაგანაც.
ოქრიაშვილი
გვარის ფუძემდებელს სახელად ოქრია ერქვა. ოქრია მამაკაცის საკუთარი სახელია და ოდითგანვე ფართოდ იყო გავრცელებული საქართველოში. სახელი ოქრია და გვარი ოქრიაშვილი ერთსა და იმავე რეგიონში გვხვდება, კერძოდ, ქვემო ქართლში.
ოქრი ერტისში მცხოვრებ აზნაურად არის მოხსენიებული ფეოდალ ბარათაშვილების გაყრის საბუთში.
თაყა ბარათაშვილის მიერ თამაზა ალავერდაშვილისადმი მიცემული მიწის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება იასე ოქრიაშვილი.
საქართველოში 678 ოქრიაშვილი ცხოვრობს: დმანისში – 248, თბილისში – 234, ბოლნისში – 123. არიან სხვაგანაც.
ქებაძე
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქება.
1817 წელს სოფელ ბორბალოში მოიხსენიება ზაალ სოლოღაშვილის ყმა – კვირია ქებაძე. მისი წინაპრები იერუსალიმის მონასტრის გლეხები იყვნენ.
მარაბდაში მცხოვრებმა გიორგი ქებაძემ 1829 წელს იქორწინა მარაბდაშივე მცხოვრებ გიორგი ხუციშვილის ქალზე – მართაზე. თავდებნი იყვნენ: ნაცვალი სოლომონ ტერფიჩხელაშვილი, ივანე მეღვინისშვილი, ივანე ბერიაშვილი და ტეტია გულდამაშვილი.
საქართველოში 1 198 ქებაძე ცხოვრობს. თბილისში – 348, გორში – 202, ზესტაფონში – 86. არიან სხვაგანაც.
ბაღდუაშვილი-ბაღდურაშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბაღდუა.
ბაღდუაშვილები სოფელ მუხათში მოიხსენიებიან. მათ მიწის გაყოფის დროს ჩხუბი მოსვლიათ. სიგელი შედგენილია ბაგრატიონ-მუხრანსკის მითითებით. ხელს აწერენ არტემა და მელქო ბაღდუაშვილები. აქვე მოიხსენიებიან დროებით ვალდებული გლეხები – ბაღდურაშვილები.
საქართველოში 34 ბაღდუაშვილი ცხოვრობს: კასპში – 7, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3