კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აუცილებელია თუ არა, ოჯახში გვქონდეს ნაკურთხი წყალი და როგორ უნდა შევინახოთ ის?
პასუხი: ნაკურთხი წყალი ყველა ქრისტიანულ ოჯახში უნდა ინახებოდეს. ის გამოიყენება დასალევად და ოთახში მოსასხურებლად. ასევე, შეგიძლიათ, ნაკურთხი წყალი ასხუროთ ბაზრიდან მოტანილ პროდუქტს, სადილს. ნაკურთხი წყალი უნდა მოათავსოთ საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ჭურჭელში. სასურველია, ის დალიოთ დილით უზმოზე, ლოცვის შემდეგ, ასევე, ყოველთვის მიიღეთ ავადმყოფობისას.
კითხვა: თუ შეიძლება განგვიმარტეთ, სხეულის რომელ ნაწილშია სული?
პასუხი: სულის გარეშე სხეული არ არსებობს. სული მსჭვალავს მთელ ორგანიზმს, მაგრამ თავისი ქმედებით, უპირველესად, თავს ავლენს გულითა და გონებით. სულს აქვს სხეულის მსგავსი იერსახე და ამიტომაც იმქვეყნად სულები ერთმანეთს იცნობენ. შესაბამისად, სული სხეულის ერთ კონკრეტულ ნაწილში არ არის, ის მთელ სხეულშია.
კითხვა. მიზანშეწონილია თუ არა ნაკურთხ სახლში ცხოველების: ძაღლის, კატის ან ფრინველის ყოფნა?
პასუხი: სახლში ცხოველებისა და ფრინველების ყოლა ქრისტიანს აკრძალული არ აქვს. უბრალოდ, ზოგიერთს ცხოველი, მაგალითად, ძაღლი, გაფეტიშებული ჰყავს და მთელ დროს მას უთმობს, რაც არასწორია.
კითხვა: რატომ ფერხდება ხშირად კეთილი საქმე?
პასუხი: ღვთისთვის სათნო ყოველ საქმეს თან სდევს ბოროტი ძალა. რაც მეტად მაცხონებელია საქმე, მით მეტად ესხმის მტერი კაცს, რომ დაარღვიოს მისი კეთილი საქმე.

скачать dle 11.3