კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ყველანი – ზემოთ

გადაცმული არსენები

 არჩევნები მთლად კარზეც არ მოგვდგომია, თუმცა, რაკი წელი მაინც საარჩევნოა, პოლიტიკური ძალებიც დაფაცურდნენ, რომ ადგილიც დაიკავონ პოლიტიკურ რუკაზე და სკამებიც დაიბევონ თბილად მოსაკალათებლად.
გამონაკლისი არც ახალ პოლიტიკურ ცენტრად წოდებული „გირჩებია“, რომლებმაც გასულ კვირას საზოგადოებას თავიანთი ეკონომიკური პროგრამა წარუდგინეს.
მათი აზრით, დღეს ქვეყანას დაბალი გადასახადები სჭირდება, მთავრობის შეკვეცა, ასევე, მისი უფლებამოსილების შემცირება და დახმარებების ზრდა (ანუ ისევ ღარიბთა ქვეყნად მოგვიაზრებენ?!).
და თუმცა აცხადებენ, რომ გაემიჯნენ „ნაციონალურ მოძრაობას“, ფაქტია, რომ კვლავ ბ-ნი სააკაშვილის ორბიტაზე ტრიალებენ. კერძოდ, მთავარი „გირჩა“ – ზურაბ ჯაფარიძე გვპირდება, რომ გახელისუფლების შემთხვევაში, იმოქმედებს პრინციპით: „მდიდარს ვართმევ, ღარიბს ვაძლევ“, რომელიც, საქართველოს მოქალაქეებს კარგად გვახსოვს, მიხეილ სააკაშვილის სავიზიტო ლოზუნგი იყო ჯერ კიდევ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის პერიოდიდან.
ჩემი მოკრძალებული აზრით, მართალია, ღარიბებზე ზრუნვაში უთენ-უღამდებათ (როგორც თავად ამბობენ), მაგრამ ამთავითვე აცხადებენ, რომ გატარდება მიწის რეფორმა, რაც გულისხმობს, რომ წიაღისეული ან ნებისმიერი სხვა ფასეულობა, რომელიც მესაკუთრის ტერიტორიაზე შესაძლოა, აღმოჩნდეს, მესაკუთრის ისეთივე საკუთრება იქნება, როგორც ზედაპირზე მოყვანილი მოსავალი (ანუ აშკარაა, ვისი გავლენაც იგრძნობა – ). აქვე შეგახსენებთ, რომ სწორედ „გირჩული“ ლოგიკით მიიჩნევა სამხედრო-სავალდებულო სამსახური ადამიანის უფლებების დარღვევად.
ასეა თუ ისე, ეს მაინც არ არის მთლად მთავარი, თუ გავიხსენებთ, ვისი დევიზი იყო თავდაპირველად „მდიდარს ართმევს, ღარიბს აძლევს“, ჩვენ რომ „გირჩა“ გვგონია, მგონი, გადაცმული არსენაა. –

скачать dle 11.3