კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ მოვიპაროთ მილიონი?!

ანუ „როცა გშია, ზაქარია“

 გასულ კვირას მთლად საუკუნის ძარცვაც არ მომხდარა, თუმცა, თუ ამ ძარცვის არსით ვიმსჯელებთ, შესაძლოა, ადრე თუ გვიან, ამ ტიტულსაც კი გამოჰკრას ხელი.
კერძოდ, ოზურგეთის რაიონის სოფელ კონჭკათში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი გაუქურდავთ (როგორც გაირკვა, ბანკის ფილიალი სოფლის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფილა განთავსებული) და, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ბანკიდან სულ რაღაც 28 ლარია წაღებული, ბუნებრივია, ქურდების წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლითაა აღძრული.
28 ლარია თუ 28 000, რაკი სისხლის სამართლის კოდექსიც თითქმის სახარებასავით უდგება დანაშაულს (აქლემისა და ნემსის ქურდი – ორივე ქურდიაო), ამთავითვე შეიძლება, ითქვას, რომ მძარცველებს 28 ლარი მეტად ძვირად და დიდხანს დაუჯდებათ.
ერთი შეხედვით, შესაძლოა, ასეც ითქვას, რომ როცა გშია, ზაქარია, არა მხოლოდ ცივი მჭადია შაქარი, 28 ლარიც ფულიაო, ან, იქნებ, მძარცველებს თავიანთი დანაშაულებრივი ბიოგრაფიის „გაკეთილშობილება“ უნდოდათ: ბანკის ქურდობა მაინც სულ სხვაა (გოჭის და ტყემლის არ იყოს?!).
მაგრამ ერთი რამ უდავოა: თუ შნო არ გყოფნის, დაჯექი ბირჟაზე და დომინო ითამაშე. –

скачать dle 11.3