კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

42 წლის შემდეგ, ოპერისა და ბალეტის თეატრმა სავიზიტო ბარათად ქცეული ქობულაძისეული ფარდა დაიბრუნა. მხატვრის მიერ შესრულებული ესკიზებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შერწყმით, ხელოვნების ნიმუშის ასლი გერმანიაში დამზადდა და 11 დეკემბერს ოპერის სცენაზე მისთვის



რუსუდან დაუშვილი (ოპერისა და ბალეტის თეატრის მუზეუმის ხელმძღვანელი): ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სიმბოლო, სერგო ქობულაძის მიერ დახატული საზეიმო ფარდა პირველად 1960 წელს იხილა მაყურებელმა. მხოლოდ ესკიზზე მუშაობას მხატვარმა რამდენიმე წელი მოანდომა, შექმნა სხვადასხვა ვარიანტი და მათ შორის საუკეთესო შეარჩია. ამ ფარდისთვის საღებავებსაც თავად ამზადებდა, კვერცხის გულში ურევდა და ამუშავებდა. ხატავდა დიდ დარბაზში, ფიგურებს მათემატიკური სიზუსტით გამოხატავდა და რეალურ ელფერს ანიჭებდა. შედეგად, განსაკუთრებული, თეატრალური და საზეიმო ფარდა შექმნა.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ეს ფარდა მისი პირველი ნამუშევარი არ ყოფილა. მანამდე თეატრში დაიკიდა ფარდა, რომელიც ასევე ქობულაძის მიერ იყო შექმნილი. ამ ფარდაზე თეთრი, შუა საუკუნეების რაინდია გამოსახული. ამბობენ, რომ ეს თეთრი გიორგია. არ ვიცი, ამ გამოსახულების გამო რამე უსიამოვნება შეხვდა თუ არა მის ავტორს და ვერც მისი შეცვლის ზუსტ მიზეზს მივაკვლიე. ჩემი აზრით, კომუნისტურ ეპოქაში ეს ფარდა ბევრს არ მოეწონებოდა და, ვფიქრობ, ახალი ფარდის დახატვის მიზეზი სწორედ ეს გახდა.

1960 წელს შესრულებული ნამუშევარი, 1973 წელს, ხანძრის დროს, სამწუხაროდ, მთლიანად, განადგურდა. მოგვიანებით მხატვარმა მისი აღდგენა განიზრახა, მაგრამ ეს სურვილი განუხორციელებელი დარჩა – 1978 წელს სერგო ქობულაძე გარდაიცვალა.

გიორგი გეგეჭკორი (კულტურის მინისტრის მრჩეველი): ქობულაძის ფარდის აღდგენის იდეა კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძეს ეკუთვნის. მოგეხსენებათ, ფარდა, რომელიც სერგო ქობულაძემ შექმნა, 1973 წელს ოპერასთან ერთად დაიწვა. ქობულაძეს უნდოდა ფარდის აღდგენა და ამ მიზნით რამდენიმე ესკიზიც გააკეთა, რომლის კომპოზიციაც იგივე იყო, თუმცა ვეღარ მოასწრო. როდესაც მინისტრმა ფარდის აღდგენის იდეა გამიზიარა, რასაკვირველია, მას დიდი სიხარულით დავთანხმდი, მაგრამ მისი შესრულება სირთულეებთან იყო დაკავშირებული. გასარკვევი იყო, რა სახით უნდა აღგვედგინა ის. პირველ ყოვლისა, შევკრიბეთ ქობულაძის მოწაფეები და მისი თაობის მხატვრები: თემო გოცაძე, რადიშ თორდია, რომელიც მისი უშუალო მოწაფე იყო, თამაზ ხუციშვილი და მურაზ მურვანიძე. მათ ჩვენი იდეა გავუზიარეთ და ვმსჯელობდით, როგორ შეიძლებოდა მისი განხორციელება. სერგო ქობულაძე ამ ფარდის ესკიზზე დაახლოებით სამი წელი მუშაობდა და შემდეგ 11 თვე ასრულებდა. მან ურთულესი ტექნოლოგიით შექმნა უზარმაზარი ფერწერული ტილო, რომლის მხატვრული ღირებულებაც შეუფასებელია და ის მთლიანად ხელით შეასრულა. ჩვენ ერთხმად შევთანხმდით, რომ მისი თავიდან შესრულება ხელით შეუძლებელი იქნებოდა, რადგან, რასაც მივიღებდით, ის ბატონი სერგოს ფარდა არ იქნებოდა. რეჟისორმა დათო საყვარელიძემ მოგვაწოდა ტილოზე ბეჭდვის იდეა. ტილოზე ბეჭდვა გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან ხდება, მაგრამ, არც კი გვეგონა თუ ამ ზომის პრინტი არსებობდა. საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ეს ფარდა თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიით გაკეთებულიყო. თუმცა, მანამდე უნდა შეგვექმნა ვერსია და შემდეგ ის დაგვებეჭდა. აქ უკვე სამხატვრო აკადემიის პროფესორი მედიახელონების მიმართულებით, ქალბატონი ნანა იაშვილი ჩაერთო, რომელსაც ელექტრონული ვერსიის შექმნა ვთხოვეთ. ამ ვერსიის შესაქმნელად მოვიძიეთ ბატონი სერგო ქობულაძის მიერ შექმნილი ყველა ესკიზი, მაგრამ მათ შორის არცერთი არ აღმოჩნდა ისეთი ხარისხის, რომელიც მაღალ რეზოლუციას მოგვცემდა.

ამ საქმეში ჩვენთან ერთად ჩართული იყო საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია. ქობულაძის პირველი ფარდის ესკიზი სწორედ ამ მუზეუმშია გამოფენილი, მაგრამ, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, მისგან პრინტის შესრულება შეუძლებელი იყო. ჩვენდა საბედნიეროდ, გიორგი კალანდიამ მოიძია ბატონი სერგოს მიერ აღსადგენი ფარდისთვის გაკეთებული ესკიზი, რომელიც საკმაოდ დიდი ზომისაა. ეს ესკიზი ქობულაძის ასისტენტის, ილია ტატიშვილის ოჯახში ინახებოდა. ის მაღალ დონეზეა შესრულებული და კარგ მდგომარეობაშიც იყო. ნანა იაშვილი, სხვა ესკიზებთან ერთად, ძირითადად სწორედ ამ ესკიზით ხელმძღვანელობდა. ბუნებრივია, ამ პროცესებში ჩართული იყო ოპერის ხელმძღვანელობაც. ჯგუფმა დაახლოებით სამი-ოთხი თვე იმუშავა და, შედეგად, გაკეთდა ფარდის ელექტრონული ვერსია, რომელიც გერმანიაში ფირმა „გერიეცში“ დაიბეჭდა.  ბატონი სერგო ცოცხალი რომ ყოფილიყო, თვითონაც აუცილებლად ამ ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადებინებდა ამ ფარდას. ხელით რომ გაგვეკეთებინა, ასეთ ეფექტს ვერ მივიღებდით. არა მგონია, რომელიმე ქვეყნის ოპერას ამ დონის ფარდა ჰქონდეს მხატვრული თუ იდეური თვალსაზრისით. ასე რომ, ძალიან კარგი ფაქტი მოხდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ყველაფერი გაწეულ სამუშაოსთან და მიღებულ შედეგთან შედარებით სასაცილო თანხა დაჯდა. ასე რომ, ნამდვილად ღირდა.

რუსუდან დაუშვილი: ვფიქრობ, ამ ფარდაზე გამოსახული ფიგურა სხვადასხვა ღმერთის კრებითი სახეა და ახლოსაა ანტიკური ღმერთების ტრადიციულ გამოსახულებასთან. გამოითქვა ვარაუდები, რომ მასზე შეიძლება გამოსახული იყოს აპოლონი, მუზა, უბრალოდ ქალი თუ ღმერთებისა და მუზების კრებითი სახე. აპოლონს არ შეიძლება ფეხზე ფრთები ჰქონდეს, ის მხოლოდ მერკურს აქვს, როგორც ღმერთების მაცნეს. გარდა ამისა, აქ არის ქნარი და აპოლონი ძირითადად კითარაზე უკრავდა, რომელიც ცოტა განსხვავებული ფორმისაა. აპოლონი ატარებდა დაფნის გვირგვინს. წელს ზემოთ ის ყველა მონაცემით აპოლონი უნდა იყოს, ქვემოთ – სხვა და, კიდევ, მნიშვნელოვანია, რომ მას ქალის გენიტალიები აქვს. გაუგებარია, რა ჩადო მასში მხატვარმა. შეიძლება, კრებითი სახე გააკეთა. აპოლონი, როგორც მუზების წინამძღოლი და ხელოვნების მფარველი მერკური, როგორც ღმერთების წინამძღოლი. შეიძლება, აპოლონი და ცხრა მუზა გააერთიანა და გააკეთა აპოლონ მუზაგეტი. მკლავები და ხელები მამაკაცისაა. მკერდი რომ არ ჰქონდეს, ვერ წარმოიდგენ, რომ ეს ქალია. საერთოდ, ანტიკური ღმერთები იდეალურები იყვნენ და მათ მკვეთრად გამოხატული მამრობითი სქესი არ ჰქონდათ. გამოსახავდნენ ახალგაზრდა, ლამაზ ყმაწვილებად, რომელსაც, ვერ გაარჩევდი, ქალი იყო თუ კაცი.

скачать dle 11.3