სუპერმარკეტების ქსელმა „ორმა ნაბიჯმა“ და კომპანია „უნიქარდმა“ ერთგული მომხმარებლები დააჯილდოეს
15 იანვარს მასშტაბური საზეიმო დაჯილდოება გაიმართა საბჭოს მოედანზე მდებარე „ორი ნაბიჯის“ მარკეტში: 150 ადამიანი „ორი ნაბიჯის“ 50-ლარიანი ვაუჩერით დასაჩუქრდა, ხოლო 10 ყველაზე აქტიური – „ყვარლის ტბის“ უნიტურით 2 ადამიანზე. დასაჩუქრებულები ყვარლის ტბაზე 3-დღიანი ტურით სარგებლობას წლის განმავლობაში, მათთვის სასურველ დროს შეძლებენ.
ინგა არუთინოვა („ორი ნაბიჯისა“ და „უნიქარდის“ მომხმარებელი): „დიდი ხანია, ვსარგებლობ „უნიქარდით“ და ძალიან კმაყოფილი ვარ, ყოველთვის თან დამაქვს და ნებისმიერი შენაძენისას ვატარებ. „ორი ნაბიჯი“ კი ჩემი მაღაზიაა. ტერიტორიულად ვარკეთილში ვცხოვრობ და იქ ვართ „ორი ნაბიჯის“ მომხმარებელი არა მარტო მე, არამედ, მთელი ჩემი ოჯახი – შვილები და შვილიშვილები. ძალიან სასიამოვნოა ასეთი საჩუქრის მიღება და დიდი მადლობა ორივე კომპანიას“.
სუპერმარკეტების ქსელი „ორი ნაბიჯი“ და „უნიქარდი“ 5 წელია, წარმატებით თანამშრომლობენ. აღსანიშნავია, რომ ბარათის 1,5 მილიონ მფლობელს ქულების დაგროვება თბილისის მასშტაბით „ორი ნაბიჯის“ 65 მარკეტში შეუძლია. „ორი ნაბიჯი“ სახლთან ახლოს მდებარე მარკეტებს შორის ყველაზე სწრაფად მზარდი ქსელია და 2016 წლის ბოლოს 100-მდე მარკეტის გახსნას გეგმავს.