კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ანდეთ თქვენი სისხლი ყველაზე სანდო პროფესიონალებს!

კლინიკა, რომელიც ათწლეულებს ითვლის და დარგის ფუძემდებელია საქართველოში – ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი – ამ დარგში წლის გამორჩეულ კლინიკად  აღიარა ჩვენმა მკითხველებმა. ბოლო წლების განმავლობაში, ქავთარაძის ¹21 ა-ში მდებარე ჰემატოლოგიის ინსტიტუტში სრული მატერიალურ-ტექნიკური გადაიარაღება მოხდა და ახლა ის მაღალკვალიფიციური სპეციალისტებითა და გამოცდილი კადრებით დაკომპლექტებული თანამედროვე დონის კლინიკაა. ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტს ხელმძღვანელობენ: დირექტორი, პროფესორი მარინე აბაშიძე  და მისი მოადგილე, თინა ჯანაშვილი; ასევე, საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი, თსსუ-ის ჰემატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მანანა ღირდალაძე და ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტისა” და სდასუ-ს პროფესორი, ნინა ლოლაშვილი. განახლებული, რეკონსტრუირებული ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, გამოცდილებასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, გვთავაზობს მომსახურების მაღალ დონეს და უმაღლეს სამედიცინო სერვისს:

 –  ქალბატონო მარინე,  როდის ჩამოყალიბდა ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი?
მარინე აბაშიძე: ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტი წარმოადგენს საქართველოს სამკურნალო, დიაგნოსტიკურ, პედაგოგიურ და სამეცნიერო ცენტრს.  ინსტიტუტი ჩამოყალიბდა 1935 წელს,  1932 წლიდან არსებული სისხლის გადასხმის რესპუბლიკური სადგურის ბაზაზე. მისი დამაარსებელი და პირველი ხელმძღვანელი იყო აკადემიკოსი გრიგოლ მუხაძე. ამიტომაც დღეს დაწესებულება ცნობილია „მუხაძის სახელობის სისხლის გადასხმის ინსტიტუტის“ სახელით. მინდა გითხრათ, რომ  ქვეყანაში დღეს არსებული ყველა სისხლის ბანკი,  ჰემატოლოგიური კლინიკა თუ განყოფილება, ამ ინსტიტუტის ბაზაზეა შექმნილი. ინსტიტუტი არის ისეთი ბაზა სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებისა, როგორიცაა: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, „აიეტი“, სდასუ და  ასე შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უამრავი ჰემატოლოგიის ინსტიტუტი, კაბინეტი თუ დაწესებულება გაიხსნა, რეალურად, ჩვენი ინსტიტუტი დღემდე რჩება ჰემატოლოგიის დარგის  ფლაგმანად და ყველაზე სანდო  კლინიკად.
– რა საქმიანობას ეწევა  ჰემატოლოგიის ინსტიტუტი და რომელია მისი სამუშაო სფეროები?
– განახლებულ, რეკონსტრუირებულ ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტში, ინოვაციური მეთოდების გამოყენებით, გამოცდილებასა და ტრადიციებზე დაყრდნობით, დღეს მომსახურების შემდეგი  ძირითადი მიმართულებებია: საწარმოო და კლინიკური ტრანსფუზია; კლინიკური და ლაბორატორიული ჰემატოლოგია/ონკოჰემატოლოგია; სტაციონარული ჰემატოლოგია/ონკოჰემატოლოგია; სისხლისა და სისხლის სისტემის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობა უახლესი მაღალტექნოლოგიური მეთოდებით. ასევე, კლინიკის დღევანდელი საქმიანობა განისაზღვრება როგორც დიაგნოსტიკურ-სამკურნალო, ასევე სამეცნიერო და პედაგოგიური მიმართულებითაც.
– იქნებ კიდევ უფრო დავაკონკრეტოთ, რა დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობაა თქვენს ინსტიტუტში შესაძლებელი?
მანანა ღირდალაძე: ჩვენთან მოგემსახურებიან თავისი საქმის გამოცდილი და კვალიფიციური სპეციალისტები. ინსტიტუტში დამონტაჟებულია  მსოფლიო სტანდარტების დონის მაღალტექნოლოგიური აღჭურვილობა,  დანერგილია უმაღლესი ხარისხის სადიაგნოსტიკო ტესტსისტემები; კვლევის უახლესი მეთოდები  მაღალი სანდოობით გამოირჩევა. ხდება ლეიკემიებისა და ლიმფომების დიაგნოსტიკა პერიფერიული სისხლის, ძვლის ტვინის ციტომორფოლოგიური, ციტოგენეტიკური და იმუნოფენოტიპირების მეთოდებით. ლეიკემიებისა და ლიმფომების მკურნალობისას ტარდება თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების პოლიქიმიოთერაპიის კურსები.  მაღალია ხანგრძლივი რემისიებისა და  გაჯანსაღების შანსი. ხდება შეძენილი და თანდაყოლილი ანემიების დიაგნოსტირება და მკურნალობა. აქ რკინადეფიციტური ანემიის სრული განკურნება გარანტირებულია. ტარდება ჰემორაგიული დიათეზების დიაგნოსტიკა და მკურნალობა.   ჩვენ გვაქვს საკონსულტაციო პოლიკლინიკა, სადაც პაციენტს, რომელიც  წლებია, იტანჯება არაზუსტი დიაგნოზის გამო, ეძლევა საშუალება, ზუსტი დიაგნოზი მიიღოს და ასევე, დაიგეგმოს შემდგომ ამა თუ იმ დაავადების მკურნალობის  შესატყვისი კურსი.  ზუსტი დიაგნოზის მისაღებად თავად  სხვა კლინიკები მოგვმარათავენ, როცა მათაც აქვთ დიაგნოსტიკური ლაბორატორიები. ჩვენი ლაბორატორია არის უზუსტესი.
– ქალბატონო მანანა,  როგორ შეაფასებთ ამ დარგის დღევანდელ მდგომარეობას საქართველოში?
– მინდა გითხრათ, რომ ეს დარგი თავის დროზე, მოწინავე იყო საქართველოში. დღესაც ჩვენს ინსტიტუტში აბსოლუტურად მსოფლიო სტანდარტების ადეკვატური მდგომარეობაა. ხშირია შემთხვევა, როცა ჩვენთან ჩატარებული გამოკვლევების პასუხებს აგზავნიან უცხოეთში და დღემდე არცერთი ცდომილება და უზუსტობა არ გვქონია ჩვენს დიაგნოსტიკაში.
დირექტორის მოადგილე – თინა ჯანაშვილი: ასევე საამაყოა, რომ ჩვენთან მომუშავე პერსონალი ამ დარგის უპირობო ლიდერები და მაღალი რანგის პროფესიონალები არიან. ჩვენს ბაზაზე გაიზარდა  ამ დარგის ყველა გამორჩეული სპეციალისტი. როცა მივემგზავრებით უცხოეთში და უცხოურ კლინიკებში  ვხედავთ  დანადგარებს, აბსოლუტურად მსგავსი აპარატებია ჩვენს ლაბორატორიაშიც დამონტაჟებული და წარმატებულად ფუნქციონირებს.  ასევე, ჩვენს კლინიკაში მიმდინარეობს მუშაობა როგორც მანუალურად, ანუ ექიმის ხელითა და დაკვირვებით, ასევე, აპარატურით, იმისდა მიხედვით, როგორ მეთოდსა და მიდგომას საჭიროებს კონკრეტული ანალიზი თუ მკურნალობა. ჩვენთან ტარდება სრულფასოვანი, 21-ე საუკუნის ადეკვატური კვლევა, ამიტომაც გვენდობიან და გვასახელებენ ლიდერებად.
მის: თბილისი, ქავთარაძის ¹21ა. ტელ: 2394926.  ელ,ფოსტა: info@hematologia. ge

скачать dle 11.3