კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ქართველი, რომელმაც რუსეთში საუკეთესო მოდების თეატრი დააარსა, 5 წლის განმავლობაში იყო „ერალაშის“ დირექტორი, 8 წელია, კრუტოისთან ერთად სატელევიზიო პროექტებზე მუშაობს და ცნობილია, როგორც „რუსული კულტურის რევოლუციონერი“

ის 20 წელია, წარმატებულად მოღვაწეობს რუსეთში, როგორც კულტურის, ასევე განათლების სფეროში. არის რუსეთის დიზაინერთა კავშირის წევრი, კულტურის მეცნიერი, მოდის ექსპერტი, კრიტიკოსი, მოდების ისტორიკოსი, ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, მოდის არაერთი საერთაშორისო კონკურსის, ფესტივალის გამარჯვებული, რუსეთში პირველი მოდების თეატრის დამაარსებელი, რომელიც მთელ რუსეთში ერთ-ერთი საუკეთესო და წარმატებულია. მისი სახელი ყოველთვის მოდასთან, კულტურასთან, გემოვნებასთან, ესთეტიკასთან და სილამაზესთან ასოცირდება. რაც მთავარია, მაია გოქაძე-ბეგიაშვილი–კნიაზევა ქართველია და როგორც რუსეთში ამბობენ: „ანა გრუზინკა, ანა უნიკალნაია“. 

მაია გოქაძე-ბეგიაშვილი-კნიაზევა: პირველი კითხვა, რაც უჩნდებათ, ეს არის: რატომ სამი გვარი? – გოქაძე-ბეგიაშვილი-კნიაზევა. ამ თემაზე ემოციების გარეშე ვერასდროს ვსაუბრობ. კნიაზევა – ეს არის ჩემი და ჩემი ერის დიდი ტკივილი, გულისტკივილით გადადგმული ნაბიჯი. ჩემმა შვილმა ორი აკადემია დაამთავრა ძალიან წარმატებულად, საგადასახადო საქმის კუთხით. 2005 წელს იმისთვის, რომ მას სახელმწიფო სამსახურში დაეწყო მუშაობა, გამზადებულ საბუთს მხოლოდ იმიტომ არ მოაწერეს ხელი, რომ ქართული გვარი ჰქონდა. მითხრეს: გაქვთ 24 საათი – ან გვარი შეიცვალეთ, ან ვერასდროს იმუშავებს სახელმწიფო სამსახურშიო. ამ განათლებით კი მას მხოლოდ სახელმწიფო სამსახურში შეეძლო მუშაობა. ამიტომ შევიცვალე გვარი – ანუ ჩემი რუსული გვარია კნიაზევა,  თუმცა ბეგიაშვილი, რომელიც ჩემი მეუღლის გვარია, არასდროს მომიშორებია და კნიაზევა ერთგვარი თარგმანი, ვარიაციაა ბეგიაშვილისა. ჩემი მეუღლე სამხედრო პირი იყო, რუსეთში მსახურობდა. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, როგორც წარჩინებული სტუდენტი, პრაქტიკაზე რუსეთში, პადმასკოვიეში გამიშვეს. მეუღლე იქ გავიცანი და ერთ დღეს მომიტაცა. შევქმენით ოჯახი, დაიბადა ჩემი შვილიც. შემდეგ მეუღლე გარდამეცვალა, დავრჩი პატარა შვილით და როცა უკან დასახევი გზა არ გაქვს, უკვე თავად ქმნი შენს ცხოვრებას.
– როგორ დაიწყო და განვითარდა თქვენი კარიერა რუსეთში?
– დღემდე ვხუმრობ: მე ნემსით ხელში დავიბადე, რადგან ყველაფერს თავად ვქმნი. არ ვიცი, ჩემი შემართება, სითამამე, ენერგია თუ რა თვისებები დაინახეს, ისე გავხდი რუსული კულტურის თეატრის დირექტორი, რომ რამდენიმე სიტყვა ვიცოდი რუსულად. დღემდე ლეგენდები დადის ჩემს მაშინდელ ქართულ-რუსულ ხელმძღვანელობაზე. შემდეგ ერთ-ერთ სკოლაში გახსნეს კადეტების სკოლა, სადაც გოგონებს და ბიჭებს უნდა ესწავლათ, ვთხოვე: გოგონები ჩემთვის ჩაებარებინათ. ჩამაბარეს და იმ დროს, როდესაც რუსულად ცუდად ვწერდი, მოვამზადე საავტორო სასწავლო პროგრამა. ეკატერინე მეორეს ჰქონდა „øêîëჭ ხëჭჯîðîჰíûõ ჰåâèö“,  მისი იდეებით შევავსე ჩემი პროგრამა, რომელიც დღემდე არსებობს, დამტკიცებულია დეპარტამენტის მიერ. პედაგოგები, რომლებიც ესთეტიკასთან არიან დაკავშირებული, მას კვალიფიკაციის ასამაღლებალად იყენებენ. რადგან ამ პროგრამაში შედის ეთიკა, ესთეტიკა, ვიზუალურობა შერწყმული შინაგან კულტურასთან.
– თქვენ დააარსეთ რუსეთში მოდების თეატრი, რომელიც დღემდე ძალიან წარმატებულად საქმიანობს.
– 20 წლის წინ, როდესაც მოდების თეატრი შევქმენი, იმ დროს სიტყვა „მოდა“ გაღიზიანებას იწვევდა. შესაბამისად, საკმაოდ ბევრ წინააღმდეგობას წავაწყდი. ვეძებდი ლამაზ გოგონებს, რომ მომემზადებინა. წინააღმდეგობები იყო სახელმწიფოს, ასევე სხვა მხრიდანაც. უნდა გყოლოდა ეგრეთ წოდებული „კრიშა“. ერთ დღეს 8 კაცი შემოვიდა ჩემს კაბინეტში. მითხრეს: თქვენ ხართ ის, ვისაც ლამაზი გოგონები ჰყავს. ღამის კლუბი გავხსენით და გოგონები გვჭირდება სამუშაოდო. მე ვუთხარი: ეს გოგონები იმიტომ ავიყვანე, რომ ისინი უნდა გახდნენ თანამედროვე გოგონების სახე. ისინი  როგორც მორალურად, ასევე კულტურით, საჩვენებლები უნდა იყვნენ საზოგადოებისთვის და თქვენ ამას როგორ მეუბნებით-მეთქი.  ან ამას გააკეთებთ, ან 24 საათის განმავლობაში დატოვებთ ქალაქსო – ეს იყო მათი პასუხი და მაშინ მე ვუთხარი: ამას არ გავაკეთებ არც ახლა და არც არასდროს. შეგიძლიათ, დღესვე გამათავისუფლოთ. თქვენ არ იცით რისთვის მოვედი ხელოვნებაში, ეს არის ხელოვნების ცენტრი და არა ის, რასაც თქვენ ფიქრობთ-მეთქი. ისე მტკიცედ ვთქვი ეს, რომ მაშინვე წავიდნენ. მეორე დღეს მოვიდა ახალგაზრდა კაცი და მითხრა: გვაპატიეთ გუშინდელი საღამოს გამო, როგორც მუშაობდით, ისევ ისე იმუშავეთ. თუ რამე პრობლემა გექნებათ, შეგიძლიათ, ჩვენ მოგვმართოთო... „êðჭñîòჭ è èçÿùåñòâჭ“ – ეს არის მოდების თეატრი, რომელიც 1996 წელს დავაარსე. მას დღეს სახალხო წოდება აქვს. ჩემი საავტორო პროგრამა საგანმანათლებლო სისტემას ეფუძნება. ეს არის უმაღლესი სკოლა, რომელიც ითვალისწინებს ესთეტიკურ აღზრდას, გოგონებში კარგი მანერების, ჩვევების, მაღალი კულტურის ჩამოყალიბებას, სინაზეს, ქალურობას. გოგონები სწავლობენ: რა არის ზნეობა, მორალი, რელიგია, ფერთა აღქმა, შერწყმა. გოგონამ უთქმელად უნდა გააცოცხლოს ხელოვნება, ის კაბა, რომელიც მას აცვია. შესაბამისად, ძალიან ბევრ რამეს ვასწავლით მათ. როცა კოლექციაზე ვმუშაობ, გოგონებს ვაკვირდები, შემდეგ თითოეული მათგანისთვის შესაფერის კაბას ვქმნი – მისი ხასიათიდან, მანერებიდან გამომდინარე, რაც შემდეგ ერთმანეთს ავსებს. ჩემი მოდების თეატრი არაერთ საერთაშორისო კონკურსსა თუ ფესტივალში მონაწილეობს და ყოველთვის გამარჯვებულები ვბრუნდებით. არაერთი გრანპრისა და პირველი ადგილის მფლობელები ვართ. სადმე რომ მივდივართ, ამბობენ: ოჰ, „êðჭñîòჭ è èçÿùåñòâჭ“, ისევ ის მოიგებს. ამიტომ ბოლო პერიოდში ვცდილობ, აღარ მივიღო მონაწილეობა, რადგან სხვებს დავუთმო ასპარეზი. საუკეთესო მოდის თეატრი რუსეთში – ასე ეძახიან ჩემს თეატრს. ეს არის მაღალი მოდა, ოტ-კუტიური, რომელიც  არასდროს ჰგავს სხვას, ყველგან გვცნობენ. მოდელების მანერებიც განსხვავებულია. როდესაც ჩვენი მოდების თეატრი იყო საფრანგეთში, პირველი ადგილიც ავიღეთ, ხალხის სიმპათიაც დავიმსახურეთ და ჟიურის სპეციალური პრიზიც. ფრანგულ შანსონებზე დავაწყვე შავ-თეთრი, კოკო შანელის მანერებში ვაჩვენე მათივე მოდა. ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშს ჟიური. პირველი განყოფილება რომ დამთავრდა, „იუნესკოს“ წარმომადგენელმა იკითხა: ვინ გააკეთა ეს ყველაფერი, საიდან არისო. დამელაპარაკა, ბოლოს მკითხა: საიდან ხარო. ქართველი ვარ, ქუთაისიდან-მეთქი. შენს ქართველობას ვენაცვალე, ფრანგები რომ დააყენე ფეხზეო.
 ჩემი სამოსი – ეს არის მაღალი მოდა, რომელიც მხოლოდ ხელოვნებაში გამოიყენება, ისევე, როგორც ლამაზი სურათი. სახელმწიფო ყველანაირად მიდგას მხარში. იტალიაში მოდის კვირეულზეც სახელმწიფომ დამაფინანსა. არცერთი კაბა არ შექმნილა ჩემი ხარჯით. მეკითხებიან: რა გჭირდებათ, სად გინდათ წასვლა, რა გავაკეთოთო... რა თქმა უნდა, როცა მოსკოვში ტარდება მაღალი მოდის ჩვენება, აუცილებლად გამოვდივარ. მე არ ვაკეთებ პრეტაპორტეს, ეს საქმე არ მაქვს ინდუსტრიის დონეზე დაყენებული. მე ოტ-კუტიურზე ვმუშაობ, ჩემთვის მოდა ხელოვნებაა. ჩემი ძირითადი პროფესია, მაინც სცენაზეა. ინდუსტრიული პრეტაპორტეს დიზაინერი, რომელიც „ფუტბოლკებს“ აკეთებს რომ გაყიდოს, ბევრი ფული გააკეთოს, ვერასდროს ვიქნები. მირჩევნია,  ხელოვნებაში დავრჩე და ხელოვნება ვაკეთო.
– რუსულ კულტურაში, მოდის სფეროში გარკვეული სახის რევოლუცია მოახდინეთ.
– კი, მეუბნებიან: თქვენ ხართ კულტურის რევოლუციონერიო. მოდა ჯერჯერობით აუთვისებელი თემაა, მოდა მხოლოდ ტანსაცმელი ჰგონიათ. ეს არის სტილის, კულტურის, ხედვის, რელიგიის, არქიტექტურის ნაზავი. მოდამ ყველა სფეროში შეიტანა ცვლილებები, ყველაგან გავრცელდა. დღეს სამეცნიერი კვლევებს ვატარებ მოდაზე – თუ როგორ არის ვიზუალური მხარე დაკავშირებული ადამიანის სულიერ სამყარასთონ. ერთი აკადემიკოსი მიკვლევდა თავის სამეცნიერო ნაშრომში – როგორც ქართველ ხელოვანს რუსულ კულტურაში. მეც ლექციებს ვუკითხავ კულტურის აკადემიაში ხელოვნების მოღვაწეებს, მოდელიერებს, პროფესიონალ დიზაინერებს.
– პლუს აფასებთ დიზაინერებს. თქვენს დანახვაზე, ალბათ, შიში აქვთ.
– რა თქმა უნდა, აქვთ. მე ვარ კრიტიკოსი და როცა მე ვაკრიტიკებ, ყველა ისვენებს, ხმას არ იღებენ, რადგან იციან, სწორად შევაფასებ. მარტში, როდესაც დიზაინერების კონკურსი „ოქროს ნემსი“ ჩატარდა, ზაიცევთან ერთად ვიჯექი ჟიურიში, ერთად ვაფასებდით. როდესაც „åðჭëჭø-ის“ დირექტორი ვიყავი, 5 წლის განმავლობაში ჩემს კოსტიუმებს იყენებდნენ. გრაჩევსკიმ შემნიშნა ერთ-ერთ ღონისძიებაზე და თქვა: ამ ქალთან ვიმუშავებ, თუ თანახმა იქნებაო. 5 წელი ვიმუშავე. 8 წელია, კრუტოისთან ერთად ვმუშაობ სატელევიზო პროექტებზე. „იურმალაზე“, ვეხმარები ნიჭიერ ქართველ ემიგრანტებს, მათი წარმდგენი ვარ.
– არ ზრუნავთ ცნობილი ადამიანების, პოლიტიკოსების იმიჯზე?
– ვმუშაობ ამ კუთხითაც, თუმცა, ეს ძალიან შრომატევადია. კარგად უნდა ვიცოდე ადამიანის სოციალური სამყრო, შინაგანი ბუნება, მანერები, მისი ფსიქოლოგიური სამყარო, ისე ვერ ვიმუშავებ. უთქვამთ: ამა და ამ მომღერალს უნდა, რომ მის სტილზე იზრუნოთო. მე უნდა ვიცოდე, როგორი ფსიქოლოგიური ტიპია, როგორ მუსიკას ქმნის, რას ემსახურება, როგორ მოძრაობს სცენაზე. სხვაგვარად არ შემიძლია. ძირითადად, ძალიან ნათელ და ინდივიდუალიზმით გამორჩეულ ადამიანებთან ვმუშაობ. მე არ ვზივარ ჩარჩოებში, ამიტომ არაფრით არ შემიძლია ისეთ ადამიანთან მუშაობა, რომელიც ჩარჩოში ზის. მიყვარს მუშაობა ხელოვან, თავისუფალ ხალხთან, რომელთაც მოძრაობაში, ხედვაში, მოქმედებაში დასასრული არ გააჩნიათ.

скачать dle 11.3