კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იპოვა გვანცა გიორგობიანმა მეორე ნახევარი „ოდნოკლასნიკების“ მეშვეობით და როდის აპირებს წყვილი ქორწილის გადახდას

17 დეკემბერს, ბარბარობა დღეს მსახიობი გვანცა გიორგობიანი, რომელიც მაყურებელმა სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ გაიცნო, გათხოვდა. საკუთარი გმირის, ელისოს მსგავსად, სიყვარული მის ცხოვრებაშიც მოულოდნელად გამოჩნდა და მალევე ეს ურთიერთობა ქორწინებით დაგვირგვინდა. გვანცას რჩეული 40 წლის ლევან ჩაჩუაა. წყვილმა ერთმანეთი სოცილური ქსელის საშუალებით გაიცნო და შეუღლდნენ კიდეც, რითაც უამრავი გულშემატკივარი გაახარეს.

 გვანცა გიორგობიანი: ჩვენი დაქორწინება ბარბარობა დღეს დაემთხვა. ეს დაგეგმილი არ გვქონია. ვაპირებდით, რომ ქორწილი დიდი მარხვის შემდეგ შაბათ-კვირას გაგვეკეთებინა. მანამდე ჩვენს ბუდეს ვარემონტებთ – ოთხოთახიან ბინას, სადაც ერთად უნდა ვიცხოვროთ. ჩემმა მეუღლემ მომცა უფლება, ყველაფერი ჩემი გემოვნებით მოვაწყო. ეს ბინა მას ჰქონდა. ჩვეულებრივი კორპუსი არაა, ის აგრარული უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებისთვისაა აშენებული. ჩემი მამათილი, რომან ჩაჩუა აკადემიკოსია, რომელიც, სხვათა შორის, საკუთარ სტუდენტზე დაქორწინდა. ჩემი დედამთილი ქალბატონი თამარ ნარჩომაშვილია. ძალიან კარგი ადამიანები არიან და საკუთარი ქალიშვილივით მეპყრობიან. მახსოვს, ისინი რომ გავიცანი, სიტყვამ მოიტანა და მითხრეს, ოჯახში ყველანი წითელდიპლომიანები ვართო. უი, როგორ დაემთხვა, მეც წითელდიპლომიანი ვარ და გამოდის, ტრადიციას არ ვარღვევ-მეთქი (იცინის). ჩემი მეუღლე ლევან ჩაჩუა არაჩვეულებრივი ქართველი კაცია. წარმოშობით იმერელია, თუმცა თბილისში დაიბადა და გაიზარდა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო, როცა გავიგე, რომ სამი დიპლომი ჰქონია. იურიდიული, ეკონომიური და აგრონომიული განათლება აქვს. ახლა დისტრიბუციაში მუშაობს. ერთ-ერთი ძლიერი ფირმაა, რომელიც ძალიან დიდ სუპერმარკეტებს ამარაგებს სხვადასხვა სახის პროდუქციით. ჩემი მეუღლე ერთ-ერთი განყოფილების უფროსია, მას ფინანსები ეხება.
– ერთმანეთი როგორ გაიცანით?
– ეს იყო პარიზში (იცინის). მე ჩემს დაქალთან ვიყავი სტუმრად. ეს ოთხი წლის წინ იყო, როცა ევროპაში პირველად წავედი. მახსოვს, იმ დღეს დავათვალიერე ლუვრი, ვერსალის სასახლე, გავისეირნე შანზელიზეზე, მონმარტრზე, ავედი ეიფელზე და გადმოვხედე პარიზს. ასეთი რომანტიული დღის შემდეგ, სახლში დაბრუნებული სოციალურ ქსელში შევედი. მაშინ ჯერ კიდევ „ოდნოკლასნიკები“ მქონდა. შეტყობინებები გავხსენი, ბევრი თაყვანისმცემელი მწერდა, მაგრამ მე არცერთს არ ვპასუხობდი. ვხედავ, ერთმა ახალგაზრდა ყმაწვილმა მომწერა, რომელიც ძალიან მესიმპათიურა (იცინის). შევედი მის გვერდზე, ბევრი ფოტო არ ჰქონდა, მაგრამ რაც ჰქონდა, საკმარისი იყო იმისთვის, რომ მომწონებოდა. უამრავი კომპლიმენტით შემამკო და მე ძალიან მოკრძალებულად გადავუხადე მადლობა. მაშინ პირველად გამიჩნდა სურვილი, მისთვის მეპასუხა. ასე დაიწყო ჩვენი მიმოწერა. გაიგო, რომ პარიზში ვიყავი, მაგრამ ძალიან მალე საქართველოში ვბრუნდებოდი. დავბრუნდი თუ არა, არ დააყოვნა და რესტორანში დამპატიჟა. ამ დროს უკვე მყავდა საკუთარი მანქანა და ვუთხარი, რომ რესტორნამდე თვითონ მივიდოდი, მაგრამ უარი მითხრა. მე თვითონ მოვალ შენს სახლამდე და წამოგიყვანო. ეს ჟესტი ძალიან მესიამოვნა. რესტორანში საოცარი დრო გავატარეთ. მივხვდი, რომ ძალიან ხელგაშლილი, ყურადღებიანი, კულტურული და კარგ ოჯახში აღზრდილი ადამიანი იყო. თავიდანვე შთაბეჭდილების ქვეშ მოვექეცი. მაგრამ, მე, როგორც ცნობილმა წუნიამ ოთხი წელი ვაწვალე (იცინის). ამ ხნის განმავლობაში ვკეკლუცობდი, მაგრამ როგორც მითხრა, მას ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ყველაფერი ასე ბედნიერად დასრულდებოდა.
– საბოლოოდ, როგორ გადაწყვიტეთ, რომ ეს ნაბიჯი გადაგედგათ?
– რაღაც მომენტში სურვილი გამიჩნდა, რომ ხშირად შევხვედროდი და უკეთ გამეცნო. მის სულში ჩავიხედე და მივხვდი, რომ ეს სწორედ ის ადამიანია, ვისაც მე ამდენი ხანი ველოდი. ახლა მისნაირი პიროვნებები იშვიათობაა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს მე მისი ვარ და ის ჩემია (იცინის). ამ წლების განმავლობაში რომანი არ გვქონია, ერთმანეთს არ ვხვდებოდით, რა თქმა უნდა, ჩემი მიზეზით. დიდი ხნის წინ მე „ოდნოკლასნიკები“ დავბლოკე და მას შემდეგ ურთიერთობა აღარ გვქონდა. მოგვიანებით, როცა მე გამიჩნდა მასთან ურთიერთობის სურვილი, ვეღარ ვიპოვე, რადგან სახელით და გვარით არ იყო დაფიქსირებული და ისიც ვეღარ გავიხსენე, რა ეწერა ამის ნაცვლად. ტელეფონის ნომერი კი „ოდნოკლასნიკებში“ ჰქონდა მოწერილი და მე არ ამომიწერია. ასე რომ, მისი ნახვის შანსი აღარ იყო. თუმცა, ისე მოხდა, რომ თვითონ მომძებნა „ფეისბუქით“. მითხრა: ძალიან მინდოდა მეპოვე, თან შენს წარმატებას ვხედავდი, გიყურებდი. შენს ინტერვიუებს ვკითხულობდი და ძალიან მიხაროდა შენი მიღწევებიო. როცა „ფეისბუქზე“ მომწერა, მეგობრობა თვითონ გავუგზავნე (იცინის). აქედან უკვე დაიწყო აქტიური ურთიერთობა. კარგად გავიცანი და მივხვდი, რომ ის ადამიანია, მე რომ მჭირდება. როცა მის გვერდით ვარ, არაფრის მეშინია. ეს აგვისტოში მოხდა და მას შემდეგ ჩვენი ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა. 17 დეკემბრს კი უკვე ხელი მოვაწერეთ.
– არ ეჭვიანობს, მის მეუღლეს რომ უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს?
– სხვათა შორის – არა. სულ მეუბნება, რომ ჩემით ამაყობს, უხარია ჩემი წარმატებები და არასდროს დამიშლის ჩემი პროფესიით მოღვაწეობას. პირიქით, მოხარული ვიქნები, თუ შემოთავაზებები გექნებაო, რაც ძალიან მახარებს.
– სერიალის მსგავსად, თქვენს ცხოვრებაშიც უცებ შემოიჭრა სიყვარული.
– ქეთი დევდარიანმა ძალიან კარგ ხელზე დამაქორწინა. ელისოს მოულოდნელად გათხოვება სწორედ მისი იდეა იყო. ასევე მოულოდნელად მოხდა ეს ყველაფერი ჩემს რეალურ ცხოვრებაშიც. თუმცა, ცოტა სხვა გეგმები გვქონდა. ლევანი ძალიან დაკავებულია და ამიტომ დავგეგმეთ, რომ ჩემი მშობლები პირველ იანვარს გაეცნო. ეს დასვენებაცაა და თან, უდიდესი დღესასწაულიც. შვიდში მარხვის დამთავრდების შემდეგ, ლევანი თავის ოჯახით ჩემს ოჯახში უნდა მოსულიყო და ქართული ტრადიციების მიხედვით დავნიშნულიყავით. ჩვენი ბინის რემონტის დასრულების შემდეგ, დიდი მარხავაც რომ დამთავრებოდა, ჯვარი უნდა დაგვეწერა. ეს იყო ჩვენი გეგმა, მაგრამ მოვლენები ცოტა სხვაგვარად განვითარდა. მე გადავწყვიტე, ჩემი სამსახურიდან, აეროპორტიდან წამოვსულიყავი. თუმცა მითხრეს, რომ ოფიციალური ქორწინების შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო შსს-ს ყველა თანამშრომელს სოლიდური თანხით ასაჩუქრებს. რადგან გათხოვება გადაწყვიტე, თან სამსახურიდან მიდიხარ, კარგი იქნება, მანამდე ქორწინების მოწმობა მოიტანო და საჩუქარს მიიღებო, მითხრეს სამსახურში და მე ეს აზრი ძალიან მომეწონა. საჩუქარი ვის არ უყვარს (იცინის). ლევანიც დამთანხმდა და რადგან ბარბარობას ეცალა, ხელი ამ დღეს მოვაწერეთ. მოწმობა გვქონდა და ვფიქრობდი, რომ სამსახურებს დავუბრუნდებოდით, მაგრამ ლევანმა მითხრა: გვანც, დღეს დავქორწინდით და ეს აუცილებლად უნდა აღვნიშნოთო. წავედით რესტორანში და იქ არაჩვეულებრივი დრო გავატარეთ. ჩემი ქორწინების მოწმობიანად სახლში ვაპირებდი წასვლას. მშობლებმაც მითხრეს, ნუ დაიგვიანებო. ამის შესახებ ლევანს რომ ვუთხარი, მიპასუხა: მე შენ არსად გიშვებ, შენ ჩემი მეუღლე ხარ და ჩემთან მივდივართ სახლშიო (იცინის). წინააღმდეგობა არ გამიწევია, რადგან არც მე მინდოდა ეს ორ-თვენახევარი მის გარეშე ყოფნა. ასე რომ, დროზე ადრე, ამ მარხვაში, ჯვრისწერის გარეშე, სპონტანურად მოხდა ეს ყველაფერი და ვფიქრობ, ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე. ირგვლივ ყველა ელოდა, ვინ იქნებოდა ჩემი რჩეული და თამამად ვამბობ, რომ ლოდინი ამად ღირდა. არ იცით, რა ლექსებით მომაჯადოვა. ყოველ წერილს ძალიან ლამაზ ლექსს მოაყოლებდა ხოლმე (იცინის).
– ქორწილს როდის გეგმავთ?
– ზუსტი თარიღი არ ვიცით, მაგრამ ის ჩემს დიდი ხნის ოცნებას აასრულებს – თეთრ კაბას ჩამაცმევს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ასაკში ვარ – 15 თებერვალს 38 წლის ვხდები, ძალიან მინდა, ჯვრისწერის დღეს თეთრი კაბა მეცვას (იცინის).

скачать dle 11.3