ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
– რატომ წახვედით პოლიტიკაში?
– აბა, შეხედეთ, რა ხდება – მთავრობა მარტო თავის თავზე ფიქრობს, განცხრომაში არიან, ფუფუნება, ფეხის ფეხზე გადადება, უსაქმურობა...
– და თქვენ გინდათ, ყველაფერს ამას ებრძოლოთ?
– არა, მე ყველაფერ ამაში მონაწილეობის მიღება მინდა.
***
მეგრელი შევა სასადილოში და მოითხოვს სადილს. მოუტანენ და ოფიციანტს ეკითხება:
– აჯიკა გაქვთ?
– არა, ბატონო, არ გვაქვს.
– წიწაკა?
– არა, არც ეგ.
– პილპილი?
– არა.
– აბა, მოდი და სადმე მიკბინე, გამწარებული მაინც შევჭამ, ამ საჭმელს!
დათო როსტომაშვილის ანეკდოტები
სომეხი და ქართველი საუბრობენ. სომეხი:
– რუსთაველი სომეხი იყო...
– ტყუილია მაგ! რავა, სომეხი დაწერდა: რასაცა გასცემ შენიაო?
***
– ჩემს შეყვარებულს საახალწლო საჩუქარი ნაძვის ხის ქვეშ დავუდე.
– მერე, მოეწონა?
– რა ვიცი, დღემდე ეძებს ტყე-ტყე...
***
სუფრასთნ მჯდომი სტუმარი გურულს ეუბნება:
– რა კარგი ბავშვები გყოლია.
– რაის ბაღნები? მაი, ერთია და სწრაფად დარბის.
***
სამი მეგობარი საუბრობს:
– მე შარშანდელი ახალი წელი ჰავაის კუნძულებზე გავატარე.
– მე ოკეანის ფსკერზე და მაგარი იყო ძაან.
– მე თქვენთან ერთად ვიჯექი სამზარეულოში, „პროსტა“ არ მომიწევია.
ონისე ონიანის ანეკდოტები
ძმაკაცი უყვება ძმაკაცს:
– გუშინ ქორწილში ვიყავი და სუფრაზე ისეთი დახვეული ტოლმა შემოიტანეს, დასაშლელად ორი ფორმულა მოჰყვა.
***
ორი ვაკელი გოგონა ჩავარდა ორმოში:
– ვაიმე, მგონი, აქ სიბნელეა, არა?
– არ ვიცი, ვერაფერს ვხედავ.
***
ბიჭი ურეკავს გოგოს:
– ხანდახან ისე მინდა, დაგირეკო და გითხრა, რომ ძალიან მომენატრე...
– მერე დამირეკე და მითხარი, რა გიშლის ხელს?
– ხმა მიშლის ხელს.
– რა ხმა?
– თქვენი ნომრის ანგარიშზე არსებული თანხა ამოიწურაო.
***
სვანი შეტყობინებას უგზავნის მეგობარს მობილურ ტელეფონზე:
– აქ ხარ?
– არა!
– კაი, რომ შემოხვალ, მომწერე.
***
საუბარი მაღაზიაში:
– ერთი კოლოფი „პარლამენტი“ მომეცით. რა ღირს?
– ათი ლარი ბატონო.
– რა ამბავია ათი ლარი, რა დეპუტატებიც მოჰყვება?
***
– ალო... დედა, ჩემი ქმარი არ დაბრუნებულა სახლში. უკვე ღამის 2 საათია... საყვარელი ხომ არ ჰყავს?
– მოიცა, შვილო, თავიდანვე რა ცუდზე ფიქრობ, იქნებ მანქანამ გაიტანა?
***
– ბედნიერი კაცი ხარ, სიდედრი ყრუ-მუნჯი გყავს.
– რას ამბობ? შენ, ეტყობა, სახეზე არ გინახავს.