კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ცოლები და საყვარლები

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹49-2(784)

 ნარკოტიკი როგორ არ გაესინჯა, მაგრამ ეს ძალიან ადრე იყო, ახალგაზრდობაში – რაღაცამ  უბიძგა მისკენ, მაგრამ მაშინვე უარი თქვა. რატომ – ამაზე პასუხი არ ჰქონდა. შეიძლება, ეს იყო გაუცნობიერებელი შიში იმისა, რომ ნარკოტიკი დაღუპავდა, მოკლავდა...
– გაბრიელა, ნარკომანები მძულს. სურვილი არ მაქვს, ნარკომანებთან რამე ურთიერთობა მქონდეს. ჯობია, წავიდე.
გოგომ გადაიკისკისა, თავი გვერდზე გადახარა და ოდნავ მოჭუტული თვალებით მიაჩერდა ლევანს.
– რატომ არაფერს მეკითხები? რატომ არ მეუბნები, რომ არ უნდა წავიდე? ჩუმად ნუ ხარ, რამე მითხარი.
– რა უნდა გითხრა? გაინტერესებს, ნარკომანი ვარ თუ არა? არა – ამ სიტყვის კლასიკური გაგებით, თუმცა, არ უარვყოფ, ზოგჯერ ტაბლეტებს ვყლაპავ, მარიხუანას ვეწევი და ეს დიდ უბედურებად არ მიმაჩნია – სულ ეს არის. ახლა წახვალ?
ლევანმა ამოიოხრა და საწოლზე ჩამოჯდა:
– არ ვიცი. ძალიან დავიბენი, დღითი დღე სულ უფრო ირევა ჩემი ცხოვრება – ამას ვგრძნობ, მაგრამ არაფრის გაკეთება არ შემიძლია.
– წამოდი ბარში. ცოტას დავლევთ და ეგეთი მოჟამულიც აღარ იქნები.
– ფული არ მაქვს, სასმელზე ვეღარ დაგპატიჟებ.
– ვიცი, – გაეცინა გაბრიელას, – რამდენიმე დღეა, მე გაჭმევ, ქირასაც მე ვიხდი და ერთი-ორი ჭიქა ვისკი ნამდვილად არ გამაღარიბებს.
– მგონი, რაღაც უნდა მოვიფიქროთ. ასე გაგრძელება აღარ შეიძლება.
– რას გულისხმობ?
– იმას, რომ შენს კმაყოფაზე ვეღარ ვიქნები, სამსახური უნდა მოვძებნო.
– ეგ ადვილია, – ხელი უდარდელად ჩაიქნია გაბიმ და ლევანის მოღუშულ სახეს რომ შეხედა, გაეცინა, – რატომ გიკვირს? ამერიკაში ვისაც მუშაობა უნდა, მუშაობს.
– რა იცი? შენ ხომ არ მუშაობ?
– პერიოდულად ვმუშაობ, როცა საამისო სურვილი და განწყობა მიჩნდება. აბა, რა გგონია?
– რაღაც არ მინახავხარ, სამუშაოდ გარბოდე.
– თუ კიდევ ცოტა ხანს დარჩები ჩემთან, ნახავ, – დაჰპირდა გაბრიელა.
– ესე იგი, ასე ცხოვრობ. პერიოდულად. მუშაობ და, მერე, სანამ ფული გამოგელევა, ერთობი.
– დაახლოებით. თუმცა. კიდევ არის რაღაც, რაზე ლაპარაკიც არ მინდა.
ლევანი ცნობისმოყვარეობამ შეიპყრო. გრძნობდა, რომ იყო ამ გოგოში რაღაც იდუმალი და ამოუცნობი.
– გაბრიელა, არ გინდა, ერთმანეთს ყველაფერი მოვუყვეთ? მე ჩემსას გეტყვი, შენ – შენსას...
– არა, – მოუჭრა გაბიმ – არ მაინტერესებს.
– იცი, რა, რადგან ერთად ვართ, მგონი, ერთმანეთის შესახებ ცოტა მეტი ინფორმაცია უნდა გვქონდეს.
– ერთად ყოფნა ძალიან პირობითი ცნებაა. ჰო, ერთად გვძინავს, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. უფრო სწორად, ბევრს არაფერს ნიშნავს. თუ ხვალ ან შენ წახვალ, ან მე გამიჩნდება ამ ურთიერთობის დასრულების სურვილი, დისკომფორტი არ შეგვექმნება, იმიტომ, რომ ერთმანეთის მიმართ ვალდებულებები არ გვაქვს.
– მერე, ეს კარგია?
– ცუდი რატომაა? თუკი გვინდა, პრობლემები არ შევიქმნათ, ეს თითქმის იდეალური ურთიერთობაა.
– ესე იგი, საერთოდ არ გაინტერესებს, ვინ ვარ და რა მიზნები მაქვს?
– უკვე ვიცი, რომ მანიაკი არ ხარ, დანარჩენი კი არ მაინტერესებს.
– მე რომ მაინტერესებს? – მაინც არ მოეშვა ლევანი.
– ეგ უკვე შენი პრობლემაა, – მხრები აიჩეჩა გაბრიელამ, – აბა, მოდიხარ ბარში თუ მარტო წავიდე?
– მოვდივარ, – ამოიოხრა ლევანმა, – ხვალიდან კი სამსახურის ძებნას დავიწყებ.
***
ნანამ სიგარეტს მოუკიდა. მოუსვენრობა ემატებოდა. შეჩვეული არ იყო მამაკაცების მხრიდან ასეთ საქციელს. ბრაზობდა, თან ნერვიულობდა. ნუთუ ლევანი საბოლოოდ წავიდა მისგან? ნუთუ მოახერხა და ნანას ჩუმად ისეთი კავშირები გააბა, ამერიკაში მის ცხოვრებას რომ უზრუნველყოფდა? „არა, შეუძლებელია წარმოუდგენელია... ეგ ბოთე ამას ვერ მოახერხებდა. თუმცა, რატომ არა? ჩემი მოხიბვლა თუ შეძლო... მაგრამ, აქ ხომ არავის იცნობს, გარდა იმ რამდენიმე ადამიანისა, რომლებიც თავად გავაცანი, რომელი მათგანი უნდა გაეხადა მოკავშირედ? სულელი ვარ, ზედმეტის უფლება რომ მივეცი. მანქანაც გავატანე. უმადური! რამდენი ვიწვალე, აქ რომ წამომეყვანა. რამდენის უფლება მისცა საკუთარ თავს... დაავიწყდა, რას აკეთებდა, სანამ მე გამიცნობდა – რესტორანში ხელის ბიჭად ჰყავდათ, დაარბენინებდნენ აქეთ-იქით და დღეში თხუთმეტ ლარს აძლევდნენ. სიგარეტის ფულად ძლივს ჰყოფნიდა. კარგი ცხოვრება შეირგო და გული მოეცა? ვნახოთ, როდემდე გაქაჩავს მარტო... მაგრამ, იქნებ მარტო არ არის?“
კარზე ზარი დარეკეს. ნანამ სიგარეტი ბუხარში შეაგდო და სტუმრის  მისაღებად გაემართა. ზღურბლზე საშუალო სიმაღლის, თმაშეჭაღარავებული, საკმაოდ ინტელექტუალური გარეგნობის მამაკაცი იდგა.
– სტივ, შენ ხარ? მეგონა, აღარ მოხვიდოდი.
მამაკაცი მისკენ დაიხარა და ლოყაზე აკოცა.
– რატომ გეგონა, რომ არ მოვიდოდი, რადგან შენი ქმარი აღარ ვარ, გგონია, ამით შენდამი ჩემს გრძნობაში რამე შეიცვალა?
ნანამ წარბი შეიკრა. სტივს სევდიანად გაეღიმა:
– კარგი, ვიცი, რომ ჩემს გრძნობებზე არ უნდა გელაპარაკო. მითხარი, რაში დაგჭირდი?
– ლევანს ვეძებ, ორი კვირაა არ ჩანს.
– აი, თურმე რაში ყოფილა საქმე... ნანა, მხოლოდ შენ შეგიძლია, დაურეკო ყოფილ ქმარს და საყვარლის მოძებნა დაავალო.
– მე არ გავალებ მის მოძებნას, – გაბრაზდა ნანა, – არც არასდროს მომიტყუებიხარ, თუკი ამაზე მიმანიშნებ. იმიტომ დაგირეკე, რომ რჩევა მჭირდება, ახლობელი ადამიანის რჩევა.
– ნანა, ნუ მიბრაზდები. არც მიფიქრია, რომ გეწყინებოდა, – შეწუხდა კაცი, – პირიქით, იმის თქმა მინდოდა, რომ განსაკუთრებული ხარ და ამიტომაც, ისევ რჩები იმ ერთადერთ და მთავარ ქალად ჩემს ცხოვრებაში.
– სტივ, გთხოვ, არ გინდა. მირჩიე, რა გავაკეთო?
– უპირველესად, უნდა დამშვიდდე. იცი? არ მეგონა, ის ბიჭი ასეთი მნიშვნელოვანი თუ იქნებოდა შენთვის. თუმცა, კი უნდა მივმხდარიყავი, როცა განქორწინება მთხოვე.
– სტივ, ნუღარ ვილაპარაკებთ ამაზე. მოდი, დაჯექი და მითხარი, რა გავაკეთო. პოლიციაში ხომ არ განვაცხადებ?
– დასალევს არ შემომთავაზებ? – მოულოდნელად ჰკითხა კაცმა. ნანა უსიტყვოდ მივიდა ბართან, ორი ჭიქა და ვისკის ბოთლი გამოიღო. მერე სამზარეულოში გავიდა და პატარა თასით ყინული გამოიტანა.
– არ დაგვიწყებია, როგორი ვისკი მიყვარს, – სტივმა ბოთლი აიღო და ეტიკეტს დახედა.
– რა დამავიწყებს? მხოლოდ საუკეთესოს სვამ, ეს ვისკი კი მართლაც საუკეთესოა. მეც შევეჩვიე, ამიტომ სულ მაქვს.
– ჰო, ასეა, საუკეთესოს ადვილად ეჩვევი და მერე ძნელად ელევი, – მრავალმნიშვნელოვნად ჩაილაპარაკა კაცმა. ნანა მიუხვდა სათქმელს და უკმაყოფილოდ ასწია წარბი, მერე ჭიქებში ყინული ჩაყარა და მუქი ოქროსფერი სითხით ნახევრად შეავსო.
– არასოდეს გითქვამს, რომ საუკეთესო ვიყავი, – ჩაილაპარაკა ნაწყენი კილოთი.
– ნანა, ამ საყვედურს არ მივიღებ. სიტყვები ასეთი აუცილებელი იყო? მე ხომ ყველაფერს ვაკეთებდი, შენ რომ თავი გამორჩეულ ქალად გეგრძნო?
– საერთოდ არ გიბრძოლია ჩემთვის. ადვილად დამთმე, – ნანამ ვისკი დალია და ჭიქა ისევ შეავსო.
სტივს გაეღიმა:
– ღმერთო, რა უსამართლობაა! განა შემეძლო, ჩემი თავი დამეძალებინა შენთვის? საყვარელო, მე ხომ ყოველთვის იმას ვაკეთებდი, რაც შენ გინდოდა და ამიტომაც იყავი ჩემთან.
– არა, არ არის მართალი, – ნანამ მეორე ჭიქა ვისკიც გამოცალა და თვალები აუბრჭყვიალდა.
– მეტს ნუღარ დალევ, – გააფრთხილა სტივმა, – ისედაც ცუდ გუნებაზე ხარ და სასმელი უარესს გიზამს.
– შენი საქმე არ არის, რამდენს დავლევ. ჩემი ქმარი აღარ ხარ და ვერაფერზე მიმითითებ. ისე მოვიქცევი, როგორც მომინდება და საჭიროდ ჩავთვლი.
– კარგი. თუ დათრობა გადაწყვიტე, ერთად დავთვრეთ, – გადაჭრით თქვა სტივმა, თვითონაც დაცალა ჭიქა  და მერე ორივე შეავსო...
ნანას შეკრული წარბი გაეხსნა. ეს კაცი ყოველთვის უსიტყვოდ ხვდებოდა მისი გულის ნადებს. სტივი იდეალური პარტნიორი იქნებოდა, ისეთივე ვნება რომ ეგრძნო მის მიმართ, როგორიც ლევანის მიმართ ჰქონდა. უკვე მთვრალმა, ყოფილ ქმარს ისეთი თვალით დაუწყო ყურება, რომ კაცი რაღაცას მიხვდა, ჭიქა დადგა და ქალს მოეხვია...
დილით ნანას ცუდ გუნებაზე გაეღვიძა. თავი დამძიმებული ჰქონდა და მთელი სხეული უხურდა, ყურში კი თითქოს უსიამოვნო მუსიკა ჩაესმოდა... გაახსენდა, რომ ძალიან ბევრი დალია, იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე საერთოდ სვამდა. გვერდზე მიხედვის შეეშინდა. მიხვდა, ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო ის თბილი სხეული, რომელსაც ღამით ეხუტებოდა... სტივი მისკენ გადაბრუნდა და ხელი მოხვია.
– სტივ, რაც წუხელ მოხდა... – დაიწყო ნანამ, მაგრამ კაცმა ტუჩებზე ხელისგული დააფარა:
– ძალიან გთხოვ, არაფერი თქვა. ნუ ჩამიშხამებ ამ არაჩვეულებრივ ღამეს. მინდა, ჩემს მეხსიერებაში ასეთივედ დარჩეს.
– ჰო, მაგრამ...
– ნანა, გთხოვ. გპირდები, საერთოდ არ გაგახსენებ მომხდარს. არც რამის პრეტენზია გამიჩნდება. ახლა ავდგები და წავალ. თუმცა, არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ასეთი ღამე არასოდეს გვქონია, მიუხედავად ერთად გატარებული ათი წლისა.
– სტივ, გეყოფა...
– მორჩა, ხმას აღარ ამოვიღებ... – სტივი თავის შარვალს მისწვდა და ჩაცმა დაიწყო.
– კი მაგრამ, იმას რა ვუყო, რისთვისაც მოხვედი? ქვემოთ ჩადი და ყავა მოამზადე, ახლავე ჩამოვალ.
***
ლევანმა ძნელად ასწია დამძიმებული ქუთუთოები. ბუნდოვნად ახსოვდა წუხანდელი ღამე – დისკოთეკა, მათრობელა კოქტეილები... მარიხუანა და გაბრიელას ნახევრად შიშველი სხეული... ხელი მოაფათურა... თითებმა თბილი ქვიშა შეიგრძნო, რაღაც ხმამ კი საბოლოოდ გამოაფხიზლა. სანაპიროზე იწვნენ ის და გაბრიელა, პირდაპირ ქვიშაზე, სანახევროდ გახდილები. გაბრიელას ეძინა და ძილში იღიმებოდა. საღი გონება მხოლოდ რამდენიმე წუთის შემდეგ დაუბრუნდა. ტალღები ისე ხმაურობდნენ, უცნაურ სიმშვიდეს ჰგვრიდნენ მის აფორიაქებულ სულსა და ფიქრებს.
– გაბრიელა! გაბი! გაიღვიძე, გაბი!..
გოგო შეიშმუშნა. გაშლილი თმა ქვიშით ჰქონდა სავსე. ლევანმა ხელით ჩამოუფერთხა და შეანჯღრია.
– უკვე გათენდა? – უხალისოდ შეიშმუშნა გაბი და თვალები გაახილა, – უჰ, რა მაგარია! პირდაპირ სანაპიროზე გვძინებია... ასე დავთვერით?
– სულაც არ არის სასაცილო. შეიძლებოდა, პოლიციას დავეპატიმრებინეთ.
– რისთვის? სანაპიროზე რომ ჩაგვეძინა? რა სულელი ხარ, – აქ ეს ჩვეულებრივი ამბავია. ტურისტები თვრებიან და აქვე იძინებენ – ეს არავის უკვირს.
– მარიხუანა? არც ეგ უკვირთ?
– არა. უბრალოდ, თუ მარიხუანის არასრულწლოვანისთვის მიყიდვის მცდელობაზე დაგიჭერენ, ჩაგსვამენ. არასრულწლოვანთან ერთად თუ მოწევ, მაგაზეც ციხეა.
– რა?! – ლევანი საბოლოოდ გამოფხიზლდა, – არასრულწლოვანი ხარ?! ესღა მაკლდა!
– ნუ გეშინია, სრულწლოვანი ვარ, – აკისკისდა გაბი, წამოხტა და ტანზე შერჩენილი სამოსი მოიშორა. ლევანი პირდაღებული შესცქეროდა მის უნაკლო, თითქოს მუქი მარმარილოსგან გამოთლილ სხეულს.
– წამოდი, ვიბანაოთ! რაღას უყურებ, გაიხადე! მოგეწონება...
ლევანი გადარია გოგოს წარმოუდგენელმა სითამამემ. მთლად შიშველი იდგა და სულ მცირე უხერხულობასაც კი არ გრძნობდა. სანაპირო ზოლი საკმაოდ ახლოს იყო სამანქანე გზიდან და ადვილად შეიძლებოდა, რომ გამვლელებსაც დაენახათ. ლევანმა ტრუსი არ გაიხადა, ისე შევიდა ოკეანეში... წყალი თბილი იყო და ტალღა სასიამოვნოდ მოელამუნა. ზურგზე დაწვა და გაცურა.
– რა სასაცილო ხარ მაგ ტრუსებით. რატომ არ გაიხადე? – გაბიმ მასთან მიცურა და ხელებით ტრუსზე მოებღაუჭა.
– რას აკეთებ? დავიხრჩობი...
– ისეთ რამეს გთავაზობ, რაც მხოლოდ სიყვარულის ზღვაში დახრჩობით თუ გემუქრება. საოცარი რამეა... ბევრს დაკარგავ, უარს თუ მეტყვი, – გოგო ისე კისკისებდა და ისე ეკვროდა, ლევანს უარის თქმა არც უფიქრია. ფეხით ფსკერი მოსინჯა და დამშვიდებული მიეძალა გაბის ალერსს...
***
ნანამ ყავა მოსვა და სტივს გამომცდელი მზერა მიაპყრო:
– ფიქრობ, რომ ჩვენი კავშირებით შევძლებთ მის პოვნას?
– რატომაც არა. საკმარისი იქნება, მობილური ტელეფონით ერთხელ მაინც დარეკოს.
– რომელი მობილურით? ხომ გითხარი, მობილური მომიგდო-მეთქი?
– როგორი გულუბრყვილო ხარ, საყვარელო. დარწმუნებული ვარ, ბარათს ამოიღებდა. აბა, ნახე.
ნანა წამოხტა და ლევანის ტელეფონს დაუწყო ძებნა. ისევ იქ ეგდო, სადაც მან წასვლისას მიაგდო – დივანზე მიყრილ ბალიშებს შორის...
– მართალი ხარ, ბარათი ამოუღია. საზიზღარი! წინასწარ მომზადებულა თაღლითური ტრიუკის ჩასატარებლად.
– სულელი ყოფილა. ესე იგი, ბარათის გამოყენებას აპირებს. ახლა უკვე ზუსტად ვიცი, რომ ვიპოვით... მაგრამ, ერთი რამ მაინტერესებს: ნამდვილად გინდა მისი პოვნა და დაბრუნება?
ნანამ სიგარეტს მოუკიდა. ერთხანს ჩუმად იყო და ფიქრობდა, მერე კი სტივს მიუბრუნდა:
– ჰო, მინდა. ჩემგან ასე ადვილად არ მიდიან. თანაც, მე ის მჭირდება. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერ კიდევ მჭირდება.
სტივმა ამოიოხრა და კარისკენ გაემართა.
– მიდიხარ?
– ჰო. ხაზზე ვიქნები და საჭირო ხალხს ჩავრთავ.
– ისე არ ქნა, რომ დაიჭირონ.
– არა, ნუ გეშინია. რადგან შეგპირდი, უვნებლად მოგგვრი. ნეტავი ვიცოდე, რა შეგიყვარდა მასში, რა არის ის „რაღაც“, რაც ჩემში ვერ იპოვე?
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3