ავეჯი „ოპ-არტისგან“ – მათთვის, ვინც აფასებს მოდასა და ხარისხს
კომპანია „ოპ-არტი” 2007 წელს შეიქმნა. მისი ძირითადი საქმიანობა ბინებისა და ოფისებისთვის ნებისმიერი ფორმისა და დიზაინის ავეჯის (კარების) დამზადებაა. „ოპ-არტში” მომხმარებელს სთავაზობენ მომსახურების სრულ პაკეტს: აზომვით სამუშაოებს, დიზაინერის უფასო კონსულტაციას, სამგანზომილებიანი ვირტუალური პროექტის შექმნას და ღირებულების გათვლას. „ოპ-არტში” ავეჯი შემდეგი დევიზით იქმნება: „უმაღლესი ხარისხი, მოხერხებულობა და ფუნქციონალურობა”.
კომპანიის ერთგვარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს ავეჯში ირიბხაზიანი ფორმების შემუშავება და დამზადება, რაც ავეჯის ორიგინალური დიზაინით შექმნის საშუალებას იძლევა. დიზაინერის დახმარებით მომხმარებელი წინასწარვე ხედავს სასურველი ავეჯის სამგანზომილებიან ნახაზს მონიტორზე, თავადვე არჩევს ფასადს, ფერსა და დეკორატიულ ელემენტებს. შემდეგი ეტაპი კი ავეჯის საორიენტაციო ღირებულების გათვლაა. წლებია, რაც სალონმა წარმოება განავითარა ოთახშორისი კარების მიმართულებით. მომხმარებელი კარის შეკვეთისას თავისუფალია მოდელის დიზაინისა და ფერის არჩევანში; ასევე, არ არის შეზღუდვა ზომებში.
„ოპ-არტში” დამზადებული პროდუქტი მომხმარებლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. სწორედ ამ ფაქტორის გავლენით, კომპანია წარმატებით ითვისებს ქართულ ბაზარს, ზრდის მომხმარებელთა სეგმენტს და ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „ოპ-არტი” რეგულარულად მონაწილეობს სხვადასხვა სახის ავეჯის საერთაშორისო გამოფენებში, კომპანია მუდმივად აახლებს მანქანა-დანადგარებს და ნერგავს მსოფლიოში აპრობირებულ ავეჯის წარმოების ახალ მეთოდებს.
დავით კუხალაშვილი (გენერალური დირექტორი): ჩვენთან ყველა სახის ავეჯი მზადდება, გარდა ეგრეთ წოდებული რბილი ავეჯისა. ნედლეულს ადგილობრივ ბაზარზე ვყიდულობთ, თუმცა, უცხოური წარმოებისაა – ძირითადად თურქული, გერმანული და ავსტრიულია. ასევე, ვიყენებთ იტალიურ ლაქ-საღებავებს. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, კომპანია „ოპ-არტში“ ფასთა ცვლილება არ მომხდარა. აქ დაგხვდებათ გუნდი, თითოეული ის თანამშრომელი, რომელიც დამკვეთის მოთხოვნილებაზე და ავეჯის ხარისხზეა ორიენტირებული. ჩვენთან მოქმედებს შიდა განვადება, ასევე, ხელშეკრულება გვაქვს დადებული „m2-თან“ – ვინც მათთან ბინას შეიძენს, 8%-იან ფასდაკლებას ვთავაზობთ. ჩვენთვის ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია და ძირითად აქცენტს სწორედ ამ მიმართულებით ვაკეთებთ. კომპანია „ოპ-არტში“ დამზადებული ავეჯი, არის კომფორტი, ხარისხი და მყუდროება თითოეული თვენგანის ოჯახში.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელ: +995 322 43-94-43;
ტელ/ფაქსი: +995 322 43-97-43;
ელ-ფოსტა: op_arti@yahoo.com
მისამართი: თბილისი, წერეთლის ¹117.