„ჭაშნაგირი“ – გემრიელი ქართული
რესტორნების ქსელი „ჭაშნაგირი” 2012 წელს დაარსდა და დღეისათვის უკვე ოთხ ობიექტს ფლობს როგორც თბილისში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. სასიამოვნო ინტერიერი, უგემრიელესი ქართულ-ევროპული კერძები, მაღალკვალიფიციური შეფ-მზარეულები, სწრაფი და უმაღლესი დონის მომსახურება – ეს ის მცირედი ჩამონათვალია, რაც „ჭაშნაგირის” თითოეულ ფილიალში დაგხვდებათ. გსურთ, თქვენი საღამო დაუვიწყარი გახადოთ? მაშინ, ეწვიეთ რესტორან „ჭაშნაგირს”, მოუსმინეთ ცოცხალ მუსიკას „ფოლკ ბენდისა” და სხვადასხვა ცნობილი, ყველასათვის საყვარელი მომღერლების შესრულებით. მხიარულება რესტორან „ჭაშნაგირში” მხოლოდ ამით არ მთავრდება, თქვენ გელით დაუვიწყარი შოუ მოცეკვავეთა ანსამბლის შესრულებით. რესტორნით სარგებლობა, ასევე, შეგიძლიათ კორპორაციული საღამოების, ბანკეტების, ქორწილებისა და სხვა ღონისძიებების დროს. დარბაზების ტევადობა ფილიალების მიხედვით შემდეგია:
„ჭაშნაგირი“ სანაპიროზე: დიდი დარბაზი – 350, მცირე – 80 პერსონა.
„ჭაშნაგირი“ ბელიაშვილზე: დიდი დარბაზი – 75; მცირე – 30; VIP – 25 პერსონა.
„ჭაშნაგირი“ ნატახტარში: დარბაზი – 80 პერსონა; VIP 1 – 15 პერსონა, VIP 2 – 8 პერსონა; ვერანდა – 50 პერსონა.
რაც მთავარია, რესტორნების ქსელ „ჭაშნაგირში“ მომხმარებლის სურვილის გათვალისწინების მიხედვით, მოქმედებს სხვადასხვა სახის შეთავაზებები, სიურპრიზები და საჩუქრები. თუ გსურთ, დრო საუკეთესოდ გაატაროთ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან საყვარელ ადამიანთან ერთად, რესტორნების ქსელი „ჭაშნაგირი“ ნამდვილად დაგეხმარებათ.
ლევან ლეკიშვილი („ჭაშნაგირის” ქსელის მმართველი მენეჯერი): რესტორნების ქსელ „ჭაშნაგირს“ წელს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა ლესელიძეზე, რაც ხაზს უსვამს ქსელის წარმატებას ქართულ ბაზარზე. ჩვენი სლოგანია – „გემრიელი ქართული”, რაც არ გვაძლევს საშუალებას, მომხმარებელს ნდობის ფაქტორი დავუკარგოთ, ამიტომ, ყოველდღიურად ვიზრდებით, ვსწავლობთ და ვცდილობთ, სტუმარმა ჩვენთან თავი რაც შეიძლება კომფორტულად იგრძნოს. ხარისხი – ეს არის ჩვენი ძირითადი ამოცანა. გვყავს გამოცდილი შეფ-მზარეულები, გვაქვს მაღალი ხარისხის მომსახურება და ამაზე ის ჯილდოებიც მიანიშნებს, რაც რესტორნების ქსელ „ჭაშნაგირს“ მისი არსებობის განმავლობაში აქვს მიღებული, ესენია: „გემოს მაღალი სტანდარტი,” „წარმატებული ახალი ბრენდი,” „სოფლის მაშენებლები,” ასევე, ახლახან მინსკში გამართულ დაჯილდოების ცერემონიალზე გადმოგვცეს დიპლომი ქართული სარესტორნო არქიტექტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, უმაღლესი მომსახურება გავუწიოთ ყველა სტუმარს და გავულამაზოთ საღამო.
საკონტაქტო ინფორმაცია:
მტკვრის მარცხენა სანაპირო; ტელ: 599 33-44-00;
ბელიაშვილის ქუჩა ¹2/4;
ტელ: 555 47-47-82;
მცხეთა/ნატახტარი:
ტელ: 555 47-47-93;
კოტე აფხაზის ქუჩა
(ლესელიძის) ¹25;
ტელ: 593 47-47-44.