კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

იყავი მზად!



მზადყოფნა – ეს ძალიან მნიშვნელოვანი მდგომარეობაა: მზადყოფნა წინსვლისთვის, მზადყოფნა სიყვარულისთვის, მზადყოფნა წარმატებისთვის – ანუ, პოზიტივი ყოველდღიურობაში და ოპტიმისტური განწყობა ხვალინდელი დღის მიმართ.
ნებისმიერი ფსიქოლოგი დაგიდასტურებთ, რომ, თუკი შინაგანად ხართ განწყობილი წარმატებისკენ, გახდებით კიდეც წარმატებული. დაინახეთ შესაძლებლობები და დროზე გამოიყენეთ ისინი. დაბრკოლებები იქნება, მაგრამ მათზე აქცენტები არ უნდა გააკეთოთ. პირიქით, უნდა შეეცადოთ, არ შეამჩნიოთ ისინი და ბევრად უფრო მარტივად დაძლევთ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ადვილად  არ მოვა და საკუთარ თავზე მუშაობაც მოგიწევთ, მაგრამ, აუცილებლად გამოგივათ. მთავარია, შეიმუშაოთ სწორი ჩვევები და ისწავლოთ პრიორიტეტების სწორად გამოკვეთა.
სხვათა შორის, უკმაყოფილო გამომეტყველება, შეკრული წარბი და მოუწესრიგებელი ჩაცმულობა კარიერაშიც შეგიშლით ხელს და პირადი ცხოვრების მოწყობაშიც. ფეთხუმებსა და წუწუნებს პრინცები გვერდს უვლიან – ეს აქსიომაა და ნურაფრის იმედი ნუ გექნებათ, სანამ უფლისწულთან შესახვედრად ჯეროვნად არ მოემზადებით.
დადგენილია, რომ არაკომუნიკაბელური, უხეში და აგრესიული ადამიანები ყველაფერში წარუმატებლები არიან; მათ ძნელად უხარიათ რამე და იშვიათად არიან ბედნიერები. მაშ, იყავით მზად ბედნიერებასთან შესახვედრად! დაიცავით ბალანსი ეგოიზმსა და საკუთარ სურვილებს შორის! ენდეთ თქვენი შინაგანი ხმის კარნახს და წარმატება მოვა იქიდან, საიდანაც საერთოდ არ ელით!
მინდა, უკეთ
ვიყოთ!

თუ ქალსა და მამაკაცს ერთად ყოფნა უნდა, შეუძლებელია, ისინი არ ფიქრობდნენ ურთიერთობის გაჯანსაღებაზე. მაგრამ, სამწუხაროდ, ზოგჯერ მხოლოდ სიყვარული არ კმარა იმისთვის, რომ ცოლ-ქმარმა ბედნიერად იცხოვროს ერთად.
რა ტიპის პრობლემებს აწყდებიან წყვილები ქორწინებაში?! – როგორც გამოირკვა, პირველ ადგილზე ყოფითი პრობლემები და კომუნიკაციის მოშლა დგას.
სხვათა შორის, საკმაოდ საინტერესოა ერთი ფაქტი: სულერთია, რა პრობლემები აქვს ცოლ-ქმარს, თუკი ისინი ხშირად აქებენ ერთმანეთს და რეგულარულად ეუბნებიან, როგორი ბედნიერები არიან ერთად ყოფნით, მათ შორის ურთიერთობა ავტომატურად რეგულირდება. ამაში არაფერია გასაკვირი, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ხშირად მოისმინოს, თუ როგორ აფასებენ, როგორ სჭირდებათ და იმედი აქვთ მისი.
ანუ, გინდათ, უკეთ იყოთ და გინდათ, თქვენი კავშირი კიდევ უფრო გამყარდეს? – მაშინ, ნუ დაგეზარებათ, ხშირად შეაქოთ თქვენი პარტნიორი და ხმამაღლა განაცხადოთ მისი ღირსებების შესახებ. სცადეთ და ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი თანაცხოვრება უკეთესობისკენ...

როლები  იცვლება

იყო დრო, როცა მამაკაცი ერთპიროვნული ლიდერი იყო ოჯახში. ამისი დიდი სურვილი კაცებს ახლაც აქვთ, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ პატრიარქატი მუდმივი არ ყოფილა – იყო მატრიარქატიც და ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია. სხვათა შორის, სულ უფრო იზრდება იმ მამაკაცთა რიცხვი, რომლებსაც ძლიერი, დამოუკიდებელი ქალები მოსწონთ – მბრძანებელი ქალები სახლშიც და სამსახურშიც. ისინი სულაც არ იტყვიან უარს, თუკი ყველა პროცესს ქალი წარმართავს.
სულ უფრო მეტი მამაკაცი ცდილობს, ცოლად ისეთი ქალი შეირთოს, რომელსაც საკუთარი უფლებების დაცვაც შეუძლია და საკუთარი სურვილების დაკმაყოფილებაც... ანუ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ როლები შეიცვალა?! თუ ამას ხმამაღლა გამოვაცხადებთ, მამაკაცები მაშინვე გააპროტესტებენ და ლიდერობას დაიჩემებენ. ხმამაღლა არაფრით აღიარებენ, რომ ქალმა წინ გადაინაცვლა, თუმცა, რეალობა სხვანაირია. დიახ, როლები შეიცვალა და ამას ყველა შეეგუა. პრინციპში, არაფერია საგანგაშო ამაში, თუკი დროულად გაიაზრებთ, რა ფუნქციის შესრულება გინდათ ოჯახში. მაშინ ყალბი, მოლოდინებიც არ გექნებათ, როლების გაცვლა ტრაგედია ნამდვილად არ არის. მთავარია, თქვენ არ აქციოთ ტრაგედიად.

პატარა ტყუილი

თავს საკმაოდ ხშირად ვიტყუებთ, ამის აღიარება კი არ გვინდა – ვფიქრობთ, რომ პატარა, უწყინარი ტყუილი არ დაგვაზარალებს. რეალურად კი ამ ტიპის ტყუილი საფრთხეს შეიცავს. ცუდი ის არის, რომ ამ საფრთხეს ვერ ვაცნობიერებთ; ვერ ვხვდებით, სადამდე შეიძლება შევტოპოთ. ძირითადად, თავს ვიტყუებთ მაშინ, როცა გვიყვარს – ვფიქრობთ, რომ სიყვარული ყველაფერს ამართლებს, რომ სიყვარულისთვის ასეთი პატარა ტყუილი გამართლებულია. არავითარ შემთხვევაში! საკუთარი თავის მოტყუება უკვალოდ არ ჩაივლის, მას შედეგები მოჰყვება, თანაც ისეთი შედეგები, რომლებიც  ჩვენს ემოციურ სამყაროს ძალიან დააზიანებს.
არ არსებობს „პატარა ტყუილი“, მით უმეტეს – უწყინარი; ტყუილმა შეჩვევაც იცის და აჯობებს, ფრთხილად ვიყოთ, მისგან თავი დავიცვათ და ავირიდოთ. მხოლოდ ხანმოკლე პერიოდში შეიძლება მივიღოთ სიამოვნება ტყუილისგან. დაგვიჯერეთ, არ ღირს! ეს „სიამოვნება“ მალევე ჩაგშხამდებათ. სიყვარულიც რეალური უნდა იყოს. ალბათ, გაინტერესებთ: ნუთუ არ არის შემთხვევები, როცა „პატარა ტყუილი“ გამართლებულია?! პირდაპირ გეტყვით, რომ არა. უარი თქვით საკუთარი თავის მოტყუებაზეც და ნურც სხვებს მოატყუებთ. ტყუილის გარეშეც შეიძლება ცხოვრება. მართალია, ადრენალინის რაღაც დოზა მოგაკლდებათ, მაგრამ, ასე ჯანმრთელობასაც შეინარჩუნებთ  და არც უკუჩვენებებით გაგირთულებთ ყოფას.

скачать dle 11.3