კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაუგროვეს საქართველოს მოქალაქეებმა ქვეყანას რუსეთისადმი სახელმწიფო ვალი და 18 ქვეყნის რა თანხა მართებს საქართველოს

საქართველოს სახელმწიფოს საგარეო ვალი 2015 წლის დეკემბრის მდგომარეობით 4 მილიარდ 315 მილიონ აშშ დოლარამდეა, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების (მსოფლიო ბანკი, სავალუტო ფონდი, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროგაერთიანება, აზიის განვითარების ბანკი და ევროპის საინვესტიციო ბანკი) 3 მილიარდზე ოდნავ მეტი გვმართებს, ორმხრივი კრედიტორებისა კი – 722 მილიონი დოლარი, პლუს – ნახევარი მილიარდი დოლარი ევროობლიგაციების დავალიანება.  რაც შეეხება ორმხრივ კრედიტორებს; სულ 18 სახელმწიფო ვალი გვაქვს, კერძოდ:  ავსტრიისადმი საქართველოს დავალიანება 12 მილიონ აშშ დოლარამდეა, აზერბაიჯანისადმი – 11 მილიონამდე, თურქმენეთისადმი – 210 ათასი, თურქეთის ვალი 20 მილიონ 471 ათასი გვაქვს, ირანის – 8 მილიონზე ოდნავ მეტი, რუსეთის – 87 მილიონ დოლარამდე, სომხეთის – 12 მილიონ 447 ათასი, უზბეკეთის – 242 ათასი დოლარი, უკრაინის – 221 ათასი, ყაზახეთის – 27 მილიონ 774 ათასი დოლარი, ჩინეთის – სამი მილიონ 236 ათასი ლარი, გერმანიის – 262 მილიონ 101 ათასი დოლარი, იაპონიის – 172 მილიონ 874 ათასი, ქუვეითის – 16 მილიონამდე,  ნიდერლანდების - მილიონ 300 ათასამდე, აშშ-ს 27 მილიონ 338 ათასი, ხოლო საფრანგეთის – 60 მილიონ 340 ათასი აშშ დოლარი. დამატებით – საქართველოს ეროვნულ ბანკს ერიცხება სავალუტო ფონდის 19 მილიონ 400 ათასი აშშ დოლარის დავალიანება.
ეკონომიკის ექსპერტ იოსებ არჩვაძესთან ერთად მიმოვიხილავთ საგარეო ვალის დინამიკას დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან დღემდე და ამ ვალების ეფექტიან გამოყენებასაც შევაფასებთ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში.
– როდიდან იწყება საქართველოს საგარეო ვალის ისტორია. როგორც მახსოვს, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების პერიოდში საქართველოს ვალი არ აუღია.
– საგარეო ვალი, როგორც ცნება, წარმოიშვება და მისი გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ სუვერენული სახელმწიფოოს პირობებში. გამსახურდიას პერიოდი, ფაქტობრივად,  დე-იურე ერთი დღეც არ ყოფილა საბჭოთა კავშირის გარეშე. საბჭოთა კავშირი ოფიციალურად 1991 წლის 25 დეკემბერს დაიშალა, როდესაც ჩვენთან უკვე მეოთხე დღე მიდიოდა ბათქა-ბუთქი რუსთაველის გამზირზე. ამიტომ, მართალია, იმ დროს ლაპარაკი იყო იმაზე, რომ გვცნო ამა თუ იმ ქვეყანამ, მაგრამ რეალური დამოუკიდებლობა 1990 წლის 9 აპრილის დეკლარაციას არ მოჰყოლია. ამდენად, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ის იყო თავგანწირული ჟესტი და დამოუკიდებლობისკენ ეროვნული ნების ერთობლივი გამოხატულება. ასე რომ, საგარეო ვალის ისტორია იწყება 1992 წლიდან. ამისკენ პირველი ნაბიჯები გადაიდგა, როდესაც დანგრეული რუსთაველის გამზირის აღდგენაზე გამოიყო თანხები.
– რუსეთიდანაც გამოიყო თანხა.
– რუსეთი დაეხმარა პირველი სკოლის აღდგენას, მაგრამ მთავრობის სახლი და დანარჩენი მსოფლიო ბანკიდან წამოსული კრედიტებით რესტავრირდა. შემდგომ პერიოდში საინტერესო იყო თურქმენეთის ვალის წარმოქმნა. ეს ვალი, როგორც იქნა, მივახრჩვეთ, თუმცა თითქმის ნახევარ მილიარდ დოლარამდე იყო მისი პიკური მაჩვენებელი. თურქმენეთთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჩვენ უნდა მიგვეწოდებინა მამაკაცის პერანგები და შარვლები საარაკოდ მაღალ ფასად და იქიდან მოგვდიოდა გაზი 1 000 კუბური მეტრი 40 დოლარად. ჩვენ გაზის მიღებაზე უარი ვერ ვთქვით… ამას გარდა, საქართველოს დაეკისრა ვალი იმ ტვირთების გამო, რომლებიც საქართველოდან რკინიგზით მიემართებოდა. მოგეხსენებათ, ჯერ კიდევ 1992 წლის 14 აგვისტომდე რკინიგზა ფუნქციონირებდა და ყოველ მეორე-მესამე დღეს იძარცვებოდა კიდეც და სომხეთმა 7 მილიარდამდე რუსული რუბლის ოდენობის ვალი წამოგვიყენა მაშინ.
– მხოლოდ იქიდან დაგვიგროვდა სომხეთის ვალი?
– დღეის მდგომარეობით სომხეთის ვალი გვაქვს 12 მილიონ 600 ათასი დოლარი. შარშან უფრო მეტი იყო, თანდათანობით ვიხდით. თუ გახსოვთ 90-ანი წლების დასაწყისში იყო ასეთი პრაქტიკა, ეგონათ, რომ საქართველოში ცხოვრობდნენ ყველაზე ჭკვიანები: რადგან ერთიანი სავალუტო სივრცე ნარჩუნდებოდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დაიწყეს ყალბი ავიზოების გამოწერა, რომელთა განაღდებასაც ცდილობდნენ რუსეთში. რა თქმა უნდა, ეს პატივისცემის გარეშე არ ხდებოდა და ყოველი გადარიცხული თანხის, სულ მცირე, ნახევარი ადგილზე რჩებოდა, მაგრამ, რადგან საქართველოს არ გააჩნდა შესაბამისი ფულადი მასა, ეს, საბოლოოდ, გაფორმდა, როგორც საქართველოს სახელმწიფო ვალი რუსეთისადმი.
– დავაზუსტებ: კონკრეტული ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, რუსეთის ტერიტორიაზე არსებულ ბანკში წარადგენდა ყალბ ჩეკს, გამოჰქონდა ფული და შემდეგ ეს ფული ჩვენ დაგვეწერა სახელმწიფო ვალად რუსეთის მიმართ.
– დიახ და, თუ 100 მილიონის ყალბ ავიზოს წარადგენდა, 50 მილიონს ტოვებდა რუსეთის ბანკში და 50 მილიონი გამოჰქონდა, მაგრამ საქართველოს სახელმწიფო ვალად ის თანხა მთლიანად ეკისრებოდა. ასე რომ, სახელმწიფო დაზარალდა თავისი მეტისმეტად მონდომებული მოქალაქეების გამო. რუსეთისადმი ამ ვალმა ცუდი როლი შეასრულა „ნულოვანი ვარიანტის“ შემთხვევაში, როდესაც რუსეთმა კატეგორიულად დააყენა საკითხი: ან მოაწერთ ხელს „ნულოვან ვარიანტს“, ან გადაიხდით ვალსო. რუსეთი თავის თავზე იღებდა როგორც საბჭოთა კავშირის დროს წარმოქმნილი ვალის დაფარვას, ისე იმას, რომ მის განკარგულებაში გადასულიყო საბჭოთა კავშირის აქტივები უცხოეთში. თანაფარდობა კი იყო ასეთი: ვალი შეადგენდა 132 მილიარდ დოლარს, აქტივების ღირეუბელება – 400-დან 500-მილიარდ დოლარამდე მერყეობდა. ანუ აქტივების ღირებულება 3-4-ჯერ მეტი გამოდიოდა, ვიდრე ვალის. თავიდან საქართველო შეეწინააღმდეგა, მაგრამ 2001 წლისთვის ასე დადგა საკითხი: ან საქართველო იხდის იმ ვალებს, რომლებიც პარიზის კლუბის მიერ აღიარებულია, როგორც საქართველოს ვალი რუსეთისადმი, დაახლოებით, 160 მილიონ დოლარამდე თანხაზე იყო ლაპარაკი, ან ხელი უნდა მოაწეროს ამ ნულოვან ხელშეკრულებასო. შევარდნაძე არჩევნის წინაშე აღმოჩნდა და მოაწერა ხელი. ანუ ჩვენი მოქალაქეების უწესო ქცევის გამო წარმოიშვა ის ვალი რუსეთთან და შემდეგ, იმ ვალზე გამოდევნებით, დავკარგეთ საბჭოთა კავშირის უცხოური აქტივებიდან საკმაოდ დიდი თანხა და ამის მერე გვიკვირს, რატომ არის საქართველოს ეკონომიკა ასეთ მდგომარეობაში, მისი მოსახლეობა ასეთ დღეში და რატომ არის სტაბილურად ასეთი მაღალი მიგრაციის მაჩვენებელი.
– მახსოვს, რომ 2 მილიარდ დოლარამდე იყო საქართველოს საგარეო ვალი 2003 წლისთვის, როდესაც შევარდნაძე გადადგა. ეს ბევრი იყო თუ ცოტა საგარეო ვალის შემდგომი დინამიკის გათვალისწინებით?
– შევარდნაძის დროს საგარეო ვალი გაიზარდა და 2003 წელს, მის გადადგომამდე, დაახლოებით, მილიარდ 800 მილიონი დოლარი იყო. მაგრამ, ამავდროულად, უნდა დავთვალოთ მთლიანი შიგა პროდუქტის მიმართება საგარეო ვალთან. მაშინ სახელმწიფო საგარეო ვალი მთლიანი შიგა პროდუქტის 45 პროცენტს შეადგენდა.
– შევარდნაძის დროს გასტუმრება მოგვიწია ვალის?
– მცირე დოზებით. რაც მეტია ვალის ოდენობა, მით დიდია გადახდის ვალდებულების რეჟიმიც. მაგალითად, იგივე სიტუაცია აქვს მსოფლიოს ყველაზე დიდი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს, დიდ შვიდეულზე მოდის მთელი მსოფლიოს საგარეო ვალის თითქმის ორი მესამედი, მაშინ, როდესაც იმ ქვეყნებში მოსახლეობის ერთ სულზე შემოსავლების საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებია. მაგალითად, დიდ ბრიტანეთში თითქმის ოთხჯერ მეტია საგარეო ვალი მთლიან შიგა პროდუქტთან შედარებით; ასევე, 100 პროცენტს გადასცდა საფრანგეთში, საბერძნეთში, იაპონიაში; ამერიკა დიდხანს უწევდა წინააღმდეგობას, მაგრამ 107 პროცენტი აქვს ეს მაჩვენებელი.
– მიხეილ სააკაშვილის დროს რა ოდენობის საგარეო ვალი დაგვემატა?
– სააკაშვილის დროს ძალიან საინტერესო პროცესები წავიდა, რასაც მე დავარქმევდი სენდვიჩის ეფექტს: ერთი მხრივ, ლარის კურსი მყარდებოდა, ანუ ერთი ლარით სულ უფრო მეტი და მეტი დოლარის შეძენა შეიძლებოდა და, მეორე მხრივ, ეკონომიკა რეალურად იზრდებოდა ლარებში. ამიტომ სწრაფად შემცირდა საგარეო ვალი მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში და 2007 წელს მიაღწია ისტორიულ მინიმუმს –16, 8 პროცენტს, მაშინ, როდესაც მოცულობით საგარეო ვალის სიდიდე მნიშვნელოვნად არ შემცირებულა, მაგრამ 2008 წლის აგვისტოს შემდგომ ვალები მკვეთრად გაიზარდა. გახსოვთ, რომ 2008 წლის ოქტომბერში ბრიუსელში 4,5 მილიარდი გამოგვიყვეს, რომლისგანაც ორ მილიარდზე ცოტა მეტი იყო გრანტი, დანარჩენი კი – შეღავათიანი კრედიტი და ქვეყნის ეკონომიკა გადარჩა.
– და ეს ამ თანხის მაქსიმუმი იყო? შეგვეძლო, უფრო მეტი შედეგი მიგვეღო ამ თანხით?
– მისი გამოყენება, მაინცდამაინც, ბოლომდე ეფექტიანი არ იყო. გეტყვით, რაზე დაიხარჯა თანხა და იქიდან მხოლოდ ერთ ციფრს დაგისახელებთ, დანარჩენი თქვენი და მკითხველების განსჯის საგანი იყოს. 4,5 მილიარდი დოლარი დაიხარჯა კერძო სექტორის, განსაკუთრებით, საბანკო სექტორის; საბიუჯეტო სექტორის მხარდაჭერისთვის: ენერგეტიკა, ურბანული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა და ა. შ. ხოლო უშუალოდ დევნილებზე დაიხარჯა მთელი ამ თანხის 6 პროცენტი. რა თქმა უნდა, ეს ინფრასტრუქტურაც საჭირო იყო, საბანკო სექტორიც მხარდაჭერაც, რადგან შემოსავლები არ ჰქონდათ. საბოლოოდ, საბანკო სექტორმა ამ თანხის მეხუთედი მიიღო, მეხუთედზე ოდნავ მეტი მოხმარდა საფინანსო-საბიუჯეტო სისტემას, რომ ხელისუფლებას თავისი ვალდებულებები შეესრულებინა; ინფრასტრუქტურაზეც საკმაოდ დიდი თანხა დაიხარჯა.
– საგარეო ვალის მოცულობა როგორი იყო მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში?
– 2007  წელს თუ მილიარდ 800 მილიონი გვქონდა საგარეო ვალი, 2010 წლისთვის თითქმის ოთხ მილიარდს მიუახლოვდა. გაითვალისწინეთ, რომ ის 500 მილიონი ევრობონდებით მოზიდული თანხა, რომელიც საქართველომ 2008 წლის აპრილში მიიღო, უნდა დაეფარა 2013 წელს, მაგრამ 2012 წლის აპრილში მოხდა მისი რესტრუქტურიზაცია  და დაფარვის ბოლო ვადად 2021 წელი განისაზღვრა. და მთლიანობაში ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენ მოგვიწევს, იმ ნასესხები 500 მილიონის გამო გადავიხადოთ 900 მილიონი. ზოგადად, 2016 წელს კი ძველი ვალების გადასახდელად და მომსახურებისთვის 640 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს, საიდანაც ძველი, უკვე ვადადამდგარი ვალების გადასახდელად 60 მილიონია გათვალისწინებული,  აღებული ვალის საპროცენტო მომსახურებისთვის კი – 280 მილიონი ლარი.
– მიხეილ სააკაშვილის პერიოდში ედუარდ შევარდნაძის პერიოდის რომელი ვალი გავისტუმრეთ?
– სააკაშვილის პერიოდი დაემთხვა თურქმენეთის ისტორიული ვალის გასტუმრებას. ძველ ვალებს ვისტუმრებდით და ახლებს ვიღებდით. იმის გათვალისწინებით, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები შეღავათიან სისტემას გვთავაზობენ პირველი 8-10 წლის განმავლობაში, გარკვეული დროით შეღავათებით სარგებლობდა ქვეყნის ეკონომიკა და საჭირო იყო აღებული სესხების უფრო რაციონალური გამოყენება. თავის დროზე დავითვალე და საქართველოს მიერ მიღებული თანხა თავისი მსყიდველობითუნარიანობით ორჯერ უფრო მეტი იყო, ვიდრე ის დახმარება, რომელიც ამერიკამ ეგრეთ წოდებული მარშლის გეგმის მიხედვით 11 ევროპულ სახელმწიფოს გაუწია. ამ თანხამ ევროპას თვალებში გამოახედა. განვითარდა რეალური სექტორი, მოიხსნა შიმშილის პრობლემა, ინსტიტუციურად განვითარდა დემოკრატია; ერთი სიტყვით, ძალიან ბევრი მიზანი მიიღწა და ჩვენ მხოლოდ იმით ვტრაბახობთ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით ეკონომიკური ვარდნა არ იყო მაღალი. ეს ის წარმატება არ არის, რითაც უნდა ვიამაყოთ.
– მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში რამდენს შეადგენდა საგარეო ვალი 2012-ში?
– არც ისე მაღალი იყო – 33, 6 პროცენტი.
– „ოცნებამ“ რამდენი დაამატა საგარეო ვალი. ანუ რამდენს ვიღებთ და რამდენს ვისტუმრებთ?
– აღებ-მიცემობის რეჟიმშია ხელისუფლება. ლაპარაკია, რომ სახელმწიფო მთლიანობაში, დაახლოებით, იღებს მილიარდ 800 მილიონამდე ლარს და ისტუმრებს 600 მილიონზე მეტს. ანუ სამ ლარს ვიღებთ სესხად და ვისტუმრებთ ერთ ლარს. მაგალითად, ამერიკის თითოეულ მცხოვრებზე 75 000 დოლარია ამერიკის სახელმწიფო ვალი.
– ჩვენთან თითოეულის წილად რამდენია?
– 1 100 დოლარი. თუმცა ამერიკაში სხვა მასშტაბებია და პირდაპირი შედარება არ გამოგვადგება.  ამჟამად ჩვენი საგარეო ვალის მოცულობა მთლიან შიგა პროდუქტთან არ არის ძალიან დიდი, 28 პროცენტია. მაგრამ, თუ ჩვენი ეროვნული ვალუტის კურსი განაგრძობს დაცემას და მიჰბაძავს ჩვენი მეზობლების ვალუტებს, ეს თანაფარდობა სწრაფად გაიზრდება.

скачать dle 11.3