სოლიდარობის ფასი
სიყვარული – ზურგსუკან
მართალია, მათ შორის დიდი მისვლა-მოსვლა და ურთიერთსიმპათიებია; ან კი როგორ არ იქნება, როდესაც იმაზე მეტი აფხაზი ცხოვრობს თურქეთში, ვიდრე თავად აფხაზეთში?! და, თავის მხრივ, არც ოსმალეთის იმპერია აკლებდა ისტორიულად გავლენის მცდელობას და ისეც კი მოხდა, რომ ლამისაა ქრისტიან აფხაზებს რაოდენობით მუსლიმანმა აფხაზებმა აჯობონ, ამ ორივეს კი – კერპთაყვანისმცემლებმა?!
მაგრამ, როგორც უნდა იყოს, რაკი ეს ჩვენი აფხაზეთი რფ-ზეა მიბმულ-ჩამოკიდებული, ბევრი იფიქრა თუ ცოტა, ამა წლის 11 იანვრიდან თურქეთს აკრძალვები დაუწესა. ამ გადაწყვეტილების მიღებაში ჩვენებურ სეპარატისტებს რფ-ის პრ. პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი დაეხმარა, რომელიც ახლახან იმყოფებოდა სოხუმში.
უკვე ცნობილია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე აიკრძალება თურქების მონაწილეობა სამშენებლო და თევზჭერის სფეროში, ასევე, არაკომერციული ორგანიზაციების მუშაობაში (რაც იმას ადასტურებს, რომ ამ მიმართულებით ეს ჩვენი პარტნიორ-მეზობელი თურქეთი აქტიურად იყო წარმოდგენილი ამ ჩვენს აფხაზეთში).
ერთი სიტყვით, როგორც ჩანს, სამნი ერთ ნავში ვერც პოლიტიკურ სიყვარულში თავსდებიან და ვინც მეტს იხდის, „სატრფოს“ გულიც მას შეხვდება. –