ჩაფიძის გულის ცენტრი – ანდეთ თქვენი გული პროფესიონალებს!
უმაღლესი პროფესიონალიზმი, მომსახურების ხარისხის მუდმივი კონტროლი და აქცენტი პაციენტის უსაფრთხოებაზე – აი, ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის სავიზიტო ბარათი. სწორედ ამიტომაც, ის ჩვენი მკითხველების მიერ წლის კარდიოლოგიურ კლინიკად დასახელდა. რებრენდინგის შემდეგ კლინიკაში ელექტრონული მომსახურების სისტემა დაინერგა და პაციენტებისთვის ევროპული სერვისის სრული პაკეტია წარმოდგენილი. ელექტრონული ჯანმრთელობის, ტელემედიცინისა და დინსტანციური განათლების ინოვაციური მიდგომების პიონერი საქართველოში მუდმივად ორიენტირებულია კლინიკის განვითარებასა და ახალი მაღალტექნოლოგიური სერვისების დანერგვაზე. დიაგნოსტიკა, მკურნალობა, რეაბილიტაცია და პრევენცია – ევროპული სტანდარტებით, მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასებით.
„აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი“ (ანუ – ჩაფიძის გულის ცენტრი) პირველი ქართულ-გერმანული ერთობლივი კლინიკაა, რომელიც 1994 წელს დაარსდა და მდიდარი და სახელოვანი ისტორია აქვს. ცენტრის მთავარ სპეციალიზაციას წარმოადგენს კარდიოლოგია (ინტერვენციული კარდიოლოგიითა და კარდიოქირურგიით), ანგიოლოგია, ელექტრონული ჯანმრთელობის ინოვაციური მეთოდები და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია/რეაბილიტაცია. ის გახლავთ ინვაზიური კარდიოლოგიის პირველი კლინიკა საქართველოში.
ჩაფიძის გულის ცენტრის მისიაა მოსახლეობისათვის თანამედროვე ევროპული სტანდარტების დონის, საუკეთესო ხარისხის მრავალფეროვანი სამედიცინო დახმარების მიწოდება. ამავდროულად, ცენტრი წარმოადგენს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აფელირებულ კლინიკას, რომელშიც ხდება დიპლომამდელი, სარეზიდენტო და უწყვეტი სამედიცინო განათლების მიღება და მიმდინარეობს საერთაშორისო სამეცნიერო კლინიკური კვლევები. ჩაფიძის გულის ცენტრის მრავალწლიანი პარტნიორები არიან ფრაიბურგის უნივერსიტეტი და ბად-კროცინგენის გულის ცენტრი.
კლინიკის სამუშაო პროფილსა და მიმართულებებზე სასაუბროდ კლინიკის აღმასრულებელ დირექტორს, მედიცინის დოქტორს, ბატონ რევაზ ჯორბენაძეს ვესტუმრეთ.
– ბატონო რევაზ, რომელ მიმართულებებს მოიცავს დღეისათვის თქვენი კლინიკა?
– ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი მოიცავს საკმაოდ ფართო პროფილს და სერვისი წარმოდგენილია შემდეგი მიმართულებებით: ამბულატორიული მომსახურება, დიაგნოსტიკა, ცენტრალური ლაბორატორია, ინვაზიური დიაგნოსტიკა, კარდიოლოგია, კარდიოქირურგია, არითმიების მკურნალობა, ინტერვენციული კარდიოლოგია, პულმონოლოგია, სისხლძარღვთა ქირურგია, პრევენცია და რეაბილიტაცია, ტელემედიცინა.
– კონკრეტულად რომელი კარდიოლოგიური დაავადებების მკურნალობაა თქვენთან შესაძლებელი?
– ჩვენს კლინიკაში ძირითადად მკურნალობენ შემდეგ დაავადებებს: მწვავე კორონარული სინდრომი, მიოკარდიუმის ინფარქტი, სტენოკარდია, კარდიოგენული შოკი, არტერიული ჰიპერტენზია, გულის მანკები, მიოკარდიტი, ფილტვისა და სასუნთქი გზების მწვავე და ქრონიკული დაავადებები და ასე შემდეგ.
რაც შეეხება კარდიოქირურგიულ განყოფილებას, აქ მიმდინარეობს სარქვლის პლასტიკა: ანულოპლასტიკა, კარედების პლასტიკა, ხელოვნური ქორდები, სარქვლის პროთეზირება: ერთი ან ორი სარქვლის (მექანიკური, ბიოლოგიური) პროთეზირება, როგორც კლასიკური, ასევე, პირველად საქართველოში, მინი-ინვაზიური მეთოდით, რაც პაციენტს საშუალებას აძლევს, 40%-ით სწრაფად დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას. კორონარული შუნტირება:
ხელოვნური სისხლის მიმოქცევის პირობებში ან – მომუშავე გულზე.
კორონარული შუნტირება შესაძლებელია იზოლირებულად ან სარქვლის პროთეზირებასთან (პლასტიკასთან) ერთად.
ჩვენთან დანერგილია ასევე სხვა პროცედურები: ანევრიზმის რეზექცია/აპლიკაცია, პარკუჭთაშუა ძგიდის დეფექტის აღდგენა, აღმავალი აორტის პლასტიკა/პროთეზირება, მუცლის აორტის ანევრიზმების სტენტირება ანუ ინტერვენციული მკურნალობა, რომელიც მკურნალობის დროს და გამოსავალს ბევრად აუმჯობესებს, გულის სხვადასხვა ტრავმა და ასე შემდეგ. კლინიკაში ტარდება გულის თანდაყოლილი პათოლოგიების ოპერაციებიც.
გარდა ამისა, მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო ანგიოლოგიურ განყოფილებაზე, სადაც ვმკურნალობთ სისხლძარღვთა პათოლოგიებს როგორც დიაგნსოტიკურ დონეზე, ასევე სამკურნალო ჩარევებსაც ვახორციელებთ, კერძოდ, რეკონსტრუქციულ ოპერაციებს აორტასა და მის ტოტოებზე, პერიფერიულ არტერიებზე და ვენური და ლიმფური სისტემების დაავადებების ქირურგიულ მკურნალობას ვახდენთ. ჩვენს კლინიკაში წარმოდგენილია უკვე არა მარტო მკურნალობის ჰოსპიტალური ეტაპი, არამედ, პირველად საქართველოში, კომპლექსური რეაბილიტაციაც და პრევენციაც, რაც მიზნად ისახავს პაციენტის გაწერის შემდეგ მის სრულფასოვან დაბრუნებას ცხოვრების ჩვეულ რიტმთან.
– ბატონო რევაზ, ჩაფიძის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი გამორჩეულია ქართულ მედიცინაში როგორც ამ სფეროს ლიდერი პროფესიონალების სამუშაო ადგილი..
– მართალს ბრძანებთ. ჩვენთან მუშაობენ ქართული მედიცინის ამ დარგის აღიარებული სპეციალისტები, ფუძემდებლები და ლიდერები: ქალბატონი გულნარა ჩაფიძე – „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ გენერალური დირექტორი (1994 წლიდან), საქართველოს ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, საქართველოს სამედიცინო-სოციალურ მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, საქართველოს მედიკო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრი; ზვიად ბახუტაშვილი – „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ კარდიოქირურგი, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი (საქართველოში პირველი კარდიოქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი); არჩილ ჩუხრუკიძე – კარდიოლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ექიმი კარდიოლოგი; ინტერვენციული კარდიოლოგი. ალექსანდრე ალადაშვილი – „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის” ინტერვენციული მედიცინისა და დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კარდიოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პირველი ინტერვენციული კარდიოლოგი; მიხეილ წვერავა „აკადემიკოს გ. ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის“ შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი; პროფესორი თამაზ მაღლაკელიძე – ცენტრის პულმონოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ასე შემდეგ. ჩვენი კლინიკა, როგორც იტყვიან, კარდიოლოგიის დარგის სამჭედლო და მაღალი კლასის პროფესიონალების სამუშაო ადგილია. ჩვენ ვამაყობთ ჩვენი პროფესიონალური გუნდითა და პაციენტთან განსაკუთრებული მიდგომებით. ეს გახლავთ ადგილი, სადაც ტრადიციები და სიახლეები პოზიტიურ შედეგებს იძლევა.
ჩაფიძის გულის ცენტრი: ავადმყოფებზე განუხრელი ზრუნვა+უმაღლესი პროფესიონალიზმი=თქვენს ჯანმრთელობას!
საკონტაქტო ინფორმაცია: თბილისი, 0159, ლუბლიანას ქ.¹4;
ტელ. (ადმინისტრაცია): 2 402-301;
ტელ. (საინფორმაციო, 24 სთ.): 2 402-322;
ფაქსი: 2 53-06-32;
ელ-ფოსტა: office@ecc.ge;
Facebook: Chapidze Emergency Cardiology Center;
Skype: Chapidze-Center.