კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უტარებდა ნოდიკო ტატიშვილი სალომე დოლიძეს ფსიქოლოგიურ თერაპიას და გადაუხადა თუ არა მისმა მამამ ნოდიკოს დიდი ფული

12 იანვარს „იმედის” ეთერში „ვოისის“ ფინალი გაიმართება, რომელშიც 4 ფინალისტი მიიღებს მონაწილეობას. მათგან ერთ-ერთია ნოდიკოს გუნდის წევრი, ნიჭიერი მომღერალი სალომე დოლიძე. ვისაც გსურთ, სალომემ და ნოდიკომ გაიმარჯვონ, დაურეკეთ ან დაუმესიჯეთ ნომერზე: 0 903 300 359.
ნოდიკო ტატიშვილი: სალომეს შემთხვევაში, ყოველთვის იყო კარგი შედეგი, რაც ჩემთვის, როგორც მწვრთნელისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემთვის პრიორიტეტული იყო ის კონკურსანტი, რომელიც ჩემს იმედებს ამართლებდა. ათმაგად ვამაყობ ჩემი გუნდით, სადაც თორმეტივე ძალიან კარგი მომღერალი იყო, აქედან 6 – ძალიან მაგარი, ხოლო 4 – საერთოდ შოკი. არ იცი, მწვრთვნელისთვის როგორი საამაყოა ეს და, თან, საპასუხისმგებლო. საბოლოო ჯამში კი, სალომემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ფინალამდე მოსულიყო. თუმცა, ცოტა მეურჩებოდა. უცბად იტყოდა: „მე ეს ასე მინდა”. ხომ უნდა აუხსნა: რატომ გინდა ასე, ასე არ ჯობია?
– და, მაინც ითანხმებდი?
– რა თქმა უნდა, სხვა რა გზა ჰქონდა!
სალომე დოლიძე: ნოდიკოსთან ბრძოლას აზრი არც აქვს.
ნოდიკო: სალომე ფინალში არის აბსოლუტურად დამსახურებულად. გარდა იმისა, რომ ძლიერი მომღერალია, აქვს ის ჟინი, რომელიც მომღერალს, კონკურსანტს სჭირდება. ძალიან მინდა, სამშაბათ ღამეს, როცა შედეგები გამოცხადდება, სალომე იყოს გამარჯვებული.
–  რაში ეურჩებოდი ნოდიკოს?
სალომე: ეს ფრაზა ხომ იცით: მე როგორც მემღერება, ისე უნდა ვიმღერო. მაგრამ, ბოლოს ყოველთვის ნოდიკო იყო მართალი, რაც მე არ მომწონდა. მეგონა, მე უკეთ ვიცოდი, რა არის ჩემთვის უკეთესი, თუმცა, საბოლოოდ აღმოჩნდებოდა ხოლმე, რომ ნოდიკომ უკეთ იცოდა.
ნოდიკო: როცა კონკურსში ხარ, თავიდან ცოტა შიშები გაქვს, ალიაქოთი. გგონია, რაღაც არ შეგიძლია, არ გამოგივა, ამას ვერ შეძლებ. აი, აქ იყო ურჩობა – „ამას ვერ შევძლებ”. რომ ვეტყოდი: რას ჰქვია, ვერ შეძლებ, მიდი-მეთქი და მერე რომ გამოსდიოდა, იჯერებდა. რაღაც მომენტში, მე უფრო მეტს ვფიქრობდი ამათზე, ვიდრე ისინი საკუთარ თავზე.
სალომე: ნოდიკო არასდროს ზოგავდა თავს რეპეტიციებზე, ჩვენზე მეტს მუშაობდა. როდესაც მწვრთნელი გეუბნება, ეს გამოგივაო, ეს უფრო მეტ პასუხისმგებლობას გაკისრებს და ცოტა მეშინოდა, იმედები არ გავუცრუო-მეთქი. ამის გამო ხშირად მიწევდა ჩემი კომფორტის ზონიდან გამოსვლა.
ნოდიკო: ახლა პროექტში რომ  მოდიან კონკურსანტები, იცი, რა თვისება აქვთ? არასდროს არ უნდათ რეპეტიციაზე ბოლომდე რაღაცის გაკეთება – სცენაზე გავაკეთებთო. სცენაზე კი, არ მინდოდა, რამე სიურპრიზი დამხვედროდა. სალომესაც ჰქონდა: „აი, ხვალ რომ მოვალ“... ხვალ ისეთ რაღაცეებს გააკეთებდა, გული გამითბებოდა, მაგრამ, კულმინაციამდე რომ მივიდოდით, გაჩერდებოდა. რომ ვეკითხებოდი: „სალომე, რას აკეთებ?” – ხვალ გავაგრძელებო და ასე მოდიოდა ეთერის დროს. გენერალურ რეპეტიციაზე კი აკეთებდა ყველაფერს, მაგრამ, მანამდე მე ხომ ჩემი მემართებოდა.
სალომე: თუ 100 პროცენტით არ ვარ იმაში დარწმუნებული, რასაც ვაკეთებ, მაშინ, არ ვაკეთებ. ასე თავს ვიზღვევდი. თვითკრიტიკული ვარ, ლაივებს რომ ვუყურებ, აუცილებლად ვპოულობ იმას, რაც არ მომწონს და მერე ძალიან მეშლება ნერვები, საკუთარ თავს ვერ ვპატიობ.
– ნოდიკოს არ ანებივრებდით – მოდი, ყავა მოვუდუღოთ,  დაღლილიაო?
– როგორ არა. „ყავა მოვუდუღოთ, გაციებულია და ჩაი დავალევინოთ” – სულ იყო.
ნოდიკო: ჩემი გუნდი რომ შევკარი, მათთან საუბარი დავიწყე საერთო საუბრებით: რა პროექტში მოვიდნენ, რა უნდა გაგვეკეთებინა. ცოტა ფსიქოლოგიური თერაპიაც უნდა ჩაუტარო, თან, მე მაქვს კონკურსების გამოცდილება და, ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა.
– რამდენად კომფორტულია ნოდიკო მუშაობის დროს?
სალომე: ყველაფერი, რაც კომფორტში მოიაზრება, ამ ადამიანს აქვს და ამით გვიმარტივებდა კონკურსში ყოფნას.
ნოდიკო: ზოგადად, სანამ ლაივი დაიწყებოდა, ტრაგიზმში ვიყავი, მერე საკუთარ თავს ვეუბნებოდი – გაიღიმე-მეთქი. ყველა ტური მძიმე იყო, მაგრამ ოთხეულიდან არჩევნის გაკეთება განსაკუთრებით მძიმე იყო ჩემთვის. ეს იყო შემთხვევა, როდესაც გულისთქმას გავყევი.
– სოციალურ ქსელში წერდნენ, სალომეს მამამ ნოდიკოს ფული გადაუხადაო. რამდენი გადაგიხადა?
– სერიოზული თანხა გადამიხადა. ყველას თავისი გულშემატკივარი ჰყავდა და ვიღაც აუცილებლად იტყოდა, ნოდიკომ არასწორი გადაწყვეტილება მიიღოო. შესაბამისად, ასეთ რაღაცეებზე არ ვბრაზდებოდი. ოთხი თვეა, „ვოისით“ ვცხოვრობ, ბევრ შემოთავაზებაზე ვთქვი უარი, გასტროლებზეც, რადგან, სულ მეშინოდა – 4 დღე რომ გავაცდინო, ჩემს ბავშვებს რამე დააკლდებათ-მეთქი. ცოტა აგონიაში რომ ხარ, გინდა, ყველაფერი კარგად გააკეთო, თან, ამდენი ადამიანის ბედი გაბარია.
– როგორ მოახერხე შენს გუნდში სალომეს წაყვანა?
– გულწრფელად ვისზეც გავგიჟდი და გადავირიე, წამოვიყვანე კიდეც ჩემთან. სალომეზე მე და ქეთამ ვიბრძოლეთ. ქეთამ მითხრა, ახლა ეს რომ შენთან წამოვიდეს, მოგკლავო. დაძაბულები ვისხედით და, უცებ სალომემ ისეთი წინადადება თქვა, რომ მე და ქეთა საერთოდ აგვრია. ცოტა ხანს გვეღადავა, ჯერ დაგვძაბა, გვაჩხუბა და შემდეგ მე ამირჩია.
– გოგონების გადაბირება და შენს გუნდში წაყვანა შეგძლებია. იმედია, იყენებ ამ ხერხს ცხოვრებაში საპირისპირო სქესთან ურთიერთობისას.
– რა თქმა უნდა, ვიყენებ.
– სწორედ „ვოისის“ პერიოდში გავრცელდა შენი ინტერვიუდან ამონარიდი, რის გამოც სოციალურ ქსელში ყველა გაკრიტიკებდა. სალომე, არის ნოდიკო მოძალადე ტიპი, მტვერს ხომ არ გაწმენდინებდათ რეპეტიციებზე?
სალომე: საერთოდ არ არის ნოდიკო მოძალადე. თან, მე და ბაკო ისეთები ვიყავით, მისი თქმა და შეხსენება საერთოდ არ გვჭირდებოდა.
ნოდიკო: სალომემ და ბაკომ, პირიქით, აქეთ შემავიწროეს – საგრიმიორო წამართვეს. ოთახში, რომელსაც „ნოდიკო” ეწერა, ესენი იყვნენ და, რომ ვეტყოდი: შეიძლება, შემოვიდე-მეთქი? მოიცადე, ვიცვლით, არ შემოხვიდეო. – აქეთ ძალადობდნენ ჩემზე. საქართველოში ადამიანების გარკვეული სეგმენტი ბედნიერია იმით, რომ ვიღაც გალანძღოს და, ამაზე როგორ შეიძლება, ნერვები მოიშალო? ეთიკური ზღვარი ისეთი წვრილი ძაფია, იმას თუ გადააბიჯებ, თავს კარგავ, მე კი არ მინდა, თავი დავკარგო.
– თან, ასეთ ლამაზ გოგონასთან დაგაწყვილეს – ჯანეტს ვგულისხმობ.
– ისედაც ხომ ვგიჟდებოდი და ცოტა ხნის წინ გადაღებაზე ვიყავით ერთად. რომ შემოვიდა საგრიმიოროში, ენა ჩამივარდა – ულამაზესია, ნაკლი არ აქვს. ჯანეტიც ჯანსაღად უდგება ამ საკითხს. ილაპარაკონ, ამით ჯანეტს რა აკლდება, ან მე რა დამაკლდა, თუკი ვიღაცამ ჩემს ნალაპარაკევს არასწორი ინტერპრეტაცია მისცა?! გული იმაზე მწყდება, რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, სადაც გიჟდებიან, როცა ვიღაცაზე ცუდს ლაპარაკობენ. ზუსტად მიხვდნენ, მე რაც მეწერა, მაგრამ, იმისთვის, რომ ელაპარაკათ, ისეთ კონტექსტში გაიგეს, როგორც თავად უნდოდათ.
– რომ მოიგებთ პროექტს, როგორ აპირებთ ბინის გაყოფას?
სალომე: ერთ ოთახს გამოვუყოფ ნოდიკოს და დავაწერ: „ეს არის ჩემი მწვრთნელის ოთახი.”
ნოდიკო: მე ჩემი გასაღები მექნება. სალომე, შეზღუდვებს ხომ არ დამიწესებ?
სალომე: ვიფიქრებ ამაზე. მე ხომ მიწესებდი შეზღუდვებს: „ადრე დაიძინე, დაისვენე”...
– რად გინდა სალომეს ბინაში ერთი ოთახი?
ნოდიკო: უბრალოდ, სახსოვრად „ვოისისგან“. რომ დავიღლები, ავიდე და დავიძინო. ყველაზე მეტად მინდა, სალომე ბინას რომ მოიგებს, ერთად ავიდეთ, ერთად გავაღოთ, შევიდეს სალომე და მერე მე შევყვე.

скачать dle 11.3