კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ტირის ადვოკატი ლედი ტუკვაძე და რას ელოდება 2016 წელს თოვლის ბაბუისგან

ქალბატონ ლედი ტუკვაძეს ქართული საზოგადოების წინაშე წარდგენა აღარც სჭირდება. აღიარებული ადვოკატი არაერთ გახმაურებულ საქმეშია ჩართული და  მისი მონაწილეობით ბევრი საინტერესო პროცესი გვინახავს. სწორედ ამიტომაც, ის  2015 წლის 8 წამყვანი ადვოკატის რეიტინგშია შესული, ხოლო ჩვენი მკითხველების გამოკითხვებითაც კვლავ აქტუალური და რეიტინგულია. თუმცა, ამჯერად ცნობილ  ადვოკატს სულ სხვა რაკურსით გაგაცნობთ.

–  ქალბატონო ლედი, 2016 წელი დაიწყო, ახალ წელს როგორ ხვდებით?
– ვგიჟდები ახალ წელზე. ახალი წლის ღამე ჩემთვის ჯადოსნურია. დღემდე მჯერა თოვლის ბაბუის არსებობის და საოცარი წინასაახალწლო განწყობა მაქვს ყოველთვის. რამდენიმე წელი არ ვიყავი საქართველოში და სულ შურის თვალით ვუყურებდი, როგორ დებდნენ ჩემი „ფეისბუქის” მეგობრები ოჯახურ გარემოში გადაღებულ სურათებს. შობა-ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება სახლთან, სითბოსა და ახლობლებთან. ამიტომ, წელს უარი ვთქვი უცხოეთში გატარებულ ზაფხულსა და ახალ წელზე და შევეცადე, ჩემს ოჯახთან, ახლო მეგობრებსა და ნათესავებთან ერთად, გამეტარებინა ეს დღესასწაული.
– ახლა საქართველოში ხართ. 2016 წელს რას ელოდებით და როგორ შეაფასებთ გასულ წელს?
– 2016 წლიდან ძალიან ბევრ რამეს ველოდები. ეს უნდა იყოს რადიკალური ცვლილებების პერიოდი. მე ვფიქრობ, ამ წელს მივიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც რადიკალურად შეცვლის ჩემს ცხოვრებას. ეს ყველაფერი არ უკავშირდება პირად ცხოვრებას. პირად ცხოვრებაში საინტერესო არაფერი ხდება და არც მოხდება. სურათი ძალიან შავ-თეთრია. პროფესიული საქმიანობა იქნება აქტიური.  ვერც იმას   ვიტყვი, რომ გასული წელი უნაყოფო იყო. იყო ბევრი წარმატებული ქეისი, ბევრი ნაყოფიერი პროექტი და მოგებული საქმე.  ძალიან კმაყოფილი ვარ ქართული ემიგრაციის ცენტრის პროექტით, რომელიც ცნობილმა ქართველმა ექიმმა და მეცენატმა, ამერიკელმა ქართველმა დიმიტრი  ტვილდიანმა დაიწყო და რომლის შესახებ დეტალურ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში გაიგებს ქართველი საზოგადოება. რაც შეეხება წარუმატებელს, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარუმატებელი პროექტი იყო ალტერნატიული გამოძიების სამსახური. ეს იყო ჩემი ყველაზე ფუჭი ინვესტიცია.
– ქალბატონო ლედი, წლის 8 საუკეთესო ადვოკატს შორის მოხვდით, პლუს, დააარსეთ საერთაშორისო საემიგრაციო საკონსულტაციო სამსახური... როგორ ასწრებთ ამდენს? როგორ ახერხებთ ოჯახის გაძღოლასა და საქმის ბრწყინვალედ შესრულებას?
– ძალიან დიდი მადლობა ხალხს ამ რეიტინგისთვის. რომელიმე ჩინოვნიკის ან ორგანოს გადასაწყვეტი რომ ყოფილიყო ეს საქმე, დარწმუნებული ვარ, ნამდვილად ვერ მოვხვდებოდი ამ რეიტინგში. მიუხედავად იმისა, რომ მაქვს ურთულესი ქეისები, ერთადერთი ადვოკატი ვიყავი, რომლის მანქანაც ააფეთქეს. ჩემი ოჯახის თითოეულ წევრს, სხვადასხვა დროს,  შეხვდა ურთულესი პრობლემა და იმის გამო, რომ მე ამ თემებზე საერთოდ არ ვსაუბრობ, ამ დროს კი ვუყურებ, რომ სხვას ყვირილისთვის, ყურის აწევისთვის, შეგინებისთვის, ლამის ეროვნულ გმირად გამოიყვანენ, ცოტა უხერხულია. მაგრამ, ესეც მოწესრიგდება დროთა განმავლობაში, იმედია. მე მინდა, რომ  კვლავ დიდი მადლობა ვუთხრა  ხალხს ჩემი წვლილის დაფასებისთვის.  რაც შეეხება, როგორ ვახერხებ ოჯახის გაძღოლას, გაცილებით წარმატებული ვიქნებოდი პროფესიულ საქმიანობაში, რომ არ მქონდეს ის უზარმაზარი ტვირთი, რასაც ოჯახის მარტო გაძღოლა ჰქვია, როცა ერთდროულად, შეთავსებული გაქვს ძალიან ბევრი ფუნქცია. ეს ყოველდღიური რუტინა არაა მხოლოდ, ეს უზარმაზარი პასუხისმგებლობაა და  მით უმეტეს, ჩემთვის, რადგან საოცრად პასუხისმგებლობით აღსავსე ადამიანი ვარ.
– ქალბატონო ლედი, საზოგადოებაში რატომღაც სულ არსებობს მოსაზრება, რომ ქალი სუსტი არსებაა. თქვენ რას იტყოდით? თქვენ ძლიერი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებთ, სინამდვილეში –  კულისებში, ავანსცენის მიღმა, როგორია ლედი ტუკვაძე როგორც ქალი?
– ზოგჯერ კიდეც მავიწყდება, რომ ქალი ვარ. ძალიან ძნელია ერთი ადამიანისთვის ამდენი პასუხისმგებლობის, ქალისა და მამაკაცის ფუნქციების შეთავსება. რთულია, როცა შვილისთვის ერთდროულად ხარ დედაც და  მამაც; უნდა იზრუნო მოხუცებზე, რომელთაც შენ გარდა, არავინ ჰყავთ და მხოლოდ შენზე არიან დამოკიდებული; შეითავსო სხვადასხვა, მათ შორის ხელოსნის ფუნქციაც კი; ურთიერთობა გქონდეს უამრავ, სხვადასხვა და მძიმე პრობლემის მქონე ადამიანთან; იმგზავრო ყოველ მესამე, მეოთხე დღეს ქალაქიდან ქალაქში და სახელმწიფოდან სახელმწიფოში. ზოგჯერ ძალიან ვიღლები იმიტომ, რომ არ არსებობს ადამიანი ჩემს ცხოვრებაში, რომელსაც ელემენტარულად, დაველაპარაკები ან წავეწუწუნები. მაგრამ, ღმერთის წყალობით, ბედნიერი ვარ, რომ მაქვს სამუშაო. არ მიყვარს დღესასწაულები, როცა სახლში მარტო ვარ. ყველაზე მეტად ამ დროს ვარ დარდიანი, ქალური და ცრემლიანი.
– შვილი ყველა ქალისთვის შეუცვლელია. როგორი დედა ხართ?
– ჩემი შვილი ჩემთვის ყველაფერია. ერთადერთი, ჩემი ყველაზე დიდი პლუსია ის, რომ ვარ გიჟი დედა. ჩემი რეჟიმისა და იმისდა მიუხედავად, რომ მეგობრები დამცინიან  (ჩემი ამბები უკვე ანეკდოტებად დადის), როდესაც ვერ ვახერხებ, შვილთან თბილისში ვიყო, ვცდილობ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი შევუძინო, რაც იმერეთში, თბილისისგან განსხვავებით, უფრო შესაძლებელია. ვცდილობ, ჩემი ხელით გავუმზადო სადილები და ისე გამოვუგზავნო თბილისში. ეს ისე ავადმყოფურ აკვიატებად მექცა, რომ ძალიან ხშირად, დაცინვის ობიექტი ვხდები. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მაგარი ქალის იმიჯი მაქვს, როგორც დედა, ძალიან სუსტი ვარ.
– როცა განტვირთვა გსურთ, რას აკეთებთ... ქუთაისში ცნობილი ხართ, როგორც კოლორიტული და ტრადიციული ქართული სუფრის მოყვარული იმერელი...
–  ძალიან დაღლილი რომ ვარ, ერთადერთი, რასაც ვცდილობ, არის ის, რომ მოვიდე სახლში, გამოვრთო ყველა ტელეფონი, მოვეწყო  კომფორტულად, გადავიფარო საბანი თავზე და ვუყურო ფილმებს, თან ვიტირო. ამ ბოლო დროს, ძირითადად, ვტირი. შემიძლია, მულტფილმებზეც ვიტირო. ასე, შეიძლება, გავჩერდე, მაქსიმუმ, ორი დღე –  მომსახურების ზონიდან გასული და მერე მივხვდე, შევუძახო თავს, რომ დეპრესია მდიდრების დაავადებაა. მე კი არ მაქვს იმის საშუალება, დეპრესიაში ვიყო. ამის შემდეგ დგება ლედი და უბრუნდება სამუშაო რეჟიმს.
– რას ელოდებით 2016 წელს?
 –  რას ველოდები 2016 წლიდან? ძალიან ბევრ რაიმეს ველოდები... მთელი ცხოვრება რომ თოვლის ბაბუას ჩემთვის ლიმონი მოაქვს, მე კიდევ მთელი წელი მისგან ლიმონათს ვაკეთებ-მეთქი. არც თოვლის ბაბუა იღლება და არც მე ვნებდები. ამიტომ, წელს, ამ წლის თოვლის ბაბუაც ვაიძულე, რომ ლიმონათები მოეტანა.

скачать dle 11.3