კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ აღმოჩნდა ლევან ციქურიშვილის ფილმში მადონა და რამ გააოგნა წლების შემდეგ სამშობლოში სტუმრად დაბრუნებული რეჟისორი

რეჟისორი ლევან ციქურიშვილი უკვე 15 წელია, რაც საქართველოდან გაემგზავრა და კარიერას შვედეთში განაგრძობს. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ უკვე წლებია, მისი სახელი შვედეთსაც გასცდა და უამრავ საინტერესო პროექტზე უმუშავია. გადაღებული აქვს 70-მდე ვიდეოკლიპი და მსოფლიო დონის არაერთი ვარსკვლავი მოხვედრილა მის ობიექტივში. ბოლო 5 წელია მუშაობს ავიჩისთან, რომელიც ჩვენი დროის მაიკლ ჯეკსონადაც კი მიაჩნიათ. ლევანი საქართველოში 7 წელია არ ყოფილა და როგორც საუბრისას აღნიშნა, ძალიან უხარია, რომ ამდენი რამ შეიცვალა.

 ლევან ციქურიშვილი: საქართველოდან 15 წლის წინ წავედი და მას მერე მხოლოდ ორჯერ ვიყავი ჩამოსული. ძირითადად, გადაღების დროს მიწევს ჩამოსვლა და ამიტომ, ვერც ვერავის ვნახულობ და ვერც – ვერაფერს. სულ გადარბენაზე ვარ. ამჯერად რამდენიმე დღით ვარ ჩამოსული, ჩემს კოლეგებთან ერთად, ფილმის გადაღებისთვის ვარკვევთ რაღაცეებს. აქ შესაძლებელია ევროპული ან ამერიკული ფილმის გადაღება, რაც ძალიან საინტერესოა. ფილმთან დაკავშირებით ჯერჯერობით მეტს ვერაფერს გეტყვით.
– მახსოვს, ბოლოს რომ ჩაგწერეთ, ავიჩის შესახებ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობდით. ამჯერად რა ხდება?
– ფილმის გადაღებები დასრულდა და 12 ქვეყანაში გავიდა. ამჯერად ავიჩის ახალ ფილმს ვაკეთებ „ბიბისი ვორლდვაიდთან“ ერთად, რომელიც 2016 წელს უნდა გამოვიდეს. ეს უკვე სხვა დონის ფილმია, რომელსაც დაახლოებით სამი წელია ვიღებთ. ავიჩი ძალიან საინტერესო ბიჭია. ასაკით პატარაა და რამხელა ვარსკვლავი გახდა. ფილმში ასახული იქნება ისეთი ისტორიები, რომელიც ხალხმა არ იცის და, ასეთ უცნობ ისტორიებს ნახავს ფილმში მაყურებელი. ეს იქნება 90-წუთიანი დოკუმენტური ფილმი. სიმართლე გითხრათ, ეს ფილმი ჩემთვის გულთან ძალიან ახლოსაა, რადგან ავიჩის უკვე 5 წელია, ვიცნობ, ანუ თავისი კარიერის დაწყების პირველივე დღიდან – დღემდე. ამ დროის განმავლობაში მან დიდი გამოცდილება მიიღო. ბევრი რამ შეიცვალა მის პიროვნებაში, „ვარსკვლავობაში“ და საერთოდ, ცხოვრებაში. ძალიან საინტერესო საფეხურები გაიარა. ასე რომ, ამ ფილმს საკმაოდ საინტერესო მომავალი აქვს.
– ავიჩის ფილმში მადონაც გადაიღეთ, როგორც ვიცი.
– კი, მადონა ავიჩის წინა ფილმშია. კონცერტის დროს ავიდა ის მასთან სცენაზე და გვერდით დაუდგა. მაყურებლისთვის ეს დიდი სიურპრიზი იყო. მეორე ფილმში კი, ძალიან ბევრი ცნობილი არტისტი გამოჩნდება. მაგალითად, ალო ბლექ, ქოლდფლეი, ქრის მარტინი და ასე შემდეგ. სულ 17-18 მსოფლიო დონის არტისტი იქნება, რომლებთანაც ავიჩის აქვს ნამუშევარი. ავიჩი ხალხს დიჯეი ჰგონია. ის უკვე დიჯეი კი არა, არტისტია. ბოლო 10 წელიწადში ეს მუსიკა ძალიან გაიზარდა. რაც შეეხება ავიჩის, ის  ჩვენი დროის მაიკლ ჯეკონია. თუ კარგი არტისტი არ ხარ, მადონა თავისი ინიციატივით არ ამოვა შენს კონცერტზე სცენაზე და გვერდით არ დაგიდგება.
– ანუ, ფილმი ავიჩის რეალურ ცხოვრებას ასახავს.
– კი, ასეა. ავიჩი ძალიან გადაღალა ცხოვრების დაძაბულმა რეჟიმმა. მისი ორგანიზმიც აღარ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ჯანმრთელობის მხრივ სერიოზული პრობლემები შეექმნა. ამიტომ, ყველა დაგეგმილი კონცერტი, რაც ახალ წლამდე უნდა ჰქონოდა, ზაფხულშივე გააუქმა.
– 5 წელია, რაც მისი კარიერა დაიწყო. გამოდის, რომ ავიჩი თქვენს ხელში გავარსკვლავდა. შეიძლება, ძალიან კარგი მუსიკალური პროგრამა ჰქონდეს მუსიკოსს, მაგრამ თუ გვერდში პროფესიონალი და კარგად მოაზროვნე ადამიანი არ უდგას, ვერაფერს იზამს. ასე რომ, საკმაოდ დიდი წვლილი მიგიძღვით.
– გეთანხმები. ავიჩის რეჟისორი ვარ. სხვა არანაირ საქმეში არ ვერევი. ავიჩის 50-კაციანი კონცერტიც მაქვს ნანახი. ახლა კი ეს რიცხვი გაასმაგებულია. მის გვერდში მდგომი ადამიანების რიცხვი ვხედავთ როგორ იზრდება – 50 მსმენელიდან 50 000-კაციან კონცერტამდე ძალიან დიდი სხვაობაა. ფაქტობრივად, თვითმფრინავში ვცხოვრობთ. ერთი ქალაქიდან მეორეში მივფრინავთ და ასე შემდეგ. სულ გაუჩერებელი ტურნეა, რაც ადვილი ნამდვილად არ არის. თავიდან მატარებლით დავდიოდით, მერე – თვითმფრინავით, მერე კი – კერძო თვითმფრინავით. ისევე, როგორც სასტუმროს პატარა ნომრით რომ დავიწყეთ და ახლა დიდ ვილაში ვბინავდებით ხოლმე. მართლა ძალიან საინტერესო საფეხურებია, რომელიც, ასე ვთქვათ, ყველა ადამიანის ცხოვრებას ინსპირაციას მისცემს.
მთელი ზაფხული იბიცაზე ერთად ვცხოვრობდით და ორი კლიპიც გადავიღეთ. სხვათა შორის, ბილბორდმა დაგვიწერა ძალიან კარგი რეცენზია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ყველა არტისტისთვის. ჩვენი კლიპები შეადარეს სერჯო ლეონეს ცნობილ ფილმს, „კარგი, ცუდი, ბოროტი“. ერთი კლიპის გადაღებას თებერვალში ვგეგმავთ.
– საერთო ჯამში, 50 კლიპს გადასცდით უკვე...
– მგონი, უკვე 65 კლიპზე მეტი მაქვს სულ გადაღებული. ადრე გიჟი რობოტივით ვცხოვრობდი. ვინც მიკვეთავდა, ყველას ვუღებდი კლიპს, რადგან ძალიან მიყვარს ეს საქმე. ამჯერად მხოლოდ დიდ არტისტებთან ვმუშაობ და ყველას აღარ ვთანხმდები. მინდა, დრო საკუთარი თავისთვისაც დამრჩეს და მართლა რობოტივით არ ვიყო.
– ავიჩის გარდა, რომელი ცნობილი მუსიკოსის კლიპი გაქვთ გადაღებული?
– გააჩნია, თქვენ რომელი იცით აქ... მაგალითად, დევიდ გეტა, მობი და ასე შემდეგ.
– ძალიან ბევრი საქმე გაქვთ. ერთ-ერთ ინტერვიუში ისიც კი აღნიშნეთ, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ გყოფნით.
– რომ არ მოგატყუოთ, ახლა ძალიან დაღლილი ვარ, მაგრამ ეს ჩემი ცხოვრებაა და არა – მხოლოდ სამსახური. ჩემს გოგოსთან ერთად დასასვენებლად რომ მივდივარ, პანიკა მაქვს, სულ ტელეფონი მიჭირავს ხელში.
– როგორ ეგუება მერე ასეთ გრაფიკს? არის მომენტი, როცა ქალი საყვარელი მამაკაცის სამსახურზეც კი ეჭვიანობს, რადგან ამის გამო,  ყურადღება აკლდება.
– შეჩვეულია უკვე. ჩვენ ერთმანეთს ვუჯერებთ და სხვადასხვა ცხოვრება გვაქვს. სახლიც კი ოფისის წინ მაქვს, გზაში რომ დრო არ დავკარგო და ჩემს გოგოსთან ყოფნისთვისაც დამრჩეს. მოკლედ, სულ ვმუშაობ, სულ ხაზზე ვარ. ვისაც ჩემი პოვნა უნდა, მპოულობს.
– საქართველოში 7 წელია არ ყოფილხართ. როგორი იყო პირველი შთაბეჭდილება?
– რომ არ მოგატყუოთ, რაც ვნახე, ჩემთვის საოცრებაა. ძალიან შეცვლილია ყველაფერი, როგორც შავსა და თეთრს შორის ზუსტად ისეთი განსხვავებაა. ძალიან ბევრი რამ ვნახე, რაც მართლა არ ვიცოდი, რომ საქართველოში განვითარდა. პოლიციის მანქანა პოლიციის მანქანას ჰგავს და ასე შემდეგ. მე რომ აქედან წავედი, მაშინ შუქიც კი არ იყო და ქვეყნის პრეზიდენტი შევარდნაძე გახლდათ. ხომ ხვდებით რამდენი ხნის წინ გავემგზავრე. მიხარია, რომ ამდენი რამ შეიცვალა საქართველოში.

скачать dle 11.3