კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როდის ჰბანდა თამო ვაშალომიძეს ოთხი კაცი და ვისზე არ უფიქრია მას არასდროს როგორც მამაკაცზე

ცოტა ხნის წინ ინტერნეტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თამო ვაშალომიძე ავტოკატასტროფას გადაურჩა. როგორც თავად მოდელმა აღნიშნა, ეს იყო სპეციალურად მოწყობილი ოინი მის წინააღმდეგ. ვისზე აქვს თამოს ეჭვი და რა ცვლილებებია მის ცხოვრებაში, სტატიიდან შეიტყობთ.

 თამო ვაშალომიძე: ახალი წელი თოვლის გარეშე ვერ წარმომიდგენია, ამიტომ მეგობრებთან ერთად ორი დღით ბაკურიანში წავედი და იქ შევხვდით.  ბევრი საჩუქარი მივიღე, თუმცა, გამორჩეული ადამიანი არ მყავს და ამიტომ საჩუქარსაც ვერ გამოვარჩევ. მართალია, ბევრი თაყვანისმცემელია ჩემ გარშემო, მაგრამ, სამი წელია, არავინ მყოლია. მოკლედ, ძალიან კმაყოფილი ვარ, კარგად გავერთეთ. ძველით ახალ წელს შეიძლება დუბაიში წავიდე – ესეც ერთ-ერთი საჩუქარია, დამპატიჟეს.
– თამო, ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევას გადაურჩი. როგორც თავად აღნიშნე, ვიღაცამ შენი მანქანის საბურავებს ხრახნები დახსნა. ეჭვი გაქვს ვინმეზე?
– საერთოდ მოულოდნელობა იყო ეს ჩემთვის. დილით წავედი სალონში, შემდეგ „იმედში” ჩაწერა მქონდა. ზოგადად, ჩქარა სიარული მიყვარს, მაგრამ რაც 100-ქულიანი კანონი შემოიღეს, წესებს ვიცავ (იცინის). დილით არაფერი შემიმჩნევია. „იმედიდან“ რომ წამოვედი, მივხვდი, საბურავები რაღაც კარგად ვერ იყო და ვიფიქრე, ალბათ, „კალოტკები” გაცხელდა, ჩქარა რომ დავდივარ-მეთქი. მანქანაში ჩემი მენეჯერი და მოდელები მესხდნენ, სანაპიროზე რომ გავედი, მანქანა თავისით წავიდა. გვერდითა მანქანიდან ვიღაც ბიჭი მიყვირის – საბურავი სძვრება მანქანას, გააჩერეო. გავაჩერე, ჩამოვედით და – რას ვხედავთ: უკანა საბურავიდან ერთზე ერთი შურუპი იყო დარჩენილი, მეორეზე – ორი, წინებზე კი თითო-თითო აკლდა. არ მინდოდა, ვინმესთვის ცილი დამეწამა და ისევ საკუთარი თავი დავიდანაშაულე, თუმცა, რაც არ უნდა ჩქარა მევლო, ასე ერთდროულად ყველა შურუპი როგორ დასძვრებოდა?! ასე გადავურჩი უბედურ შემთხვევას. კონკრეტულად არავისზე არ მაქვს ეჭვი, არავინ მყავს გადამტერებული. ძალიან ბევრი დაბოღმილი ქალი მწერს, მაგრამ, ვერავისზე ვიფიქრებ.
– ალბათ, ამ შემთხვევის შემდეგ უფრო ფრთხილობ.
– ყოველდღე ვამოწმებ საბურავებს (იცინის). ბაკურიანიდან თბილისში რომ ვბრუნდებოდით, ჩემმა მენეჯერმა, ვიდრე მანქანაში ჩავსხდებოდით, ყველა საბურავს სათითაოდ მოაშორა თოვლი და საგულდაგულოდ შეამოწმა, იყო თუ არა ყველაფერი წესრიგში (იცინის). ამის შემდეგ განსაკუთრებით ვფრთხილობ. ჩემს სადარბაზოსთან არ არის კამერები. თუ კიდევ იქნება მსგავსი შემთხვევა, აუცილებლად მივმართავ შესაბამის ზომებს, მაგრამ, ამ ეტაპზე ამის გამოძიებას ან რაიმე მსგავსს არ ვაპირებ. არიან ადამიანები, რომლებიც მწერენ, მწერენ და არ ვპასუხობ, მერე კი მიგზავნიან ჩემს სადარბაზოსთან და მანქანასთან გადაღებულ ფოტოებს სხვადასხვა სათაურით, მაგალითად – „მანქანა გასარეცხი გყოლია, თამო”. ვერავის დავადებ ხელს, თუმცა კაცის ნამოქმედარი მაინც არ მგონია. კაცს საბაბი უნდა მისცე, რაღაც ცუდი რომ გაგიკეთოს და მე არავის ვაძლევ საბაბს. არავინ გამომიყენებია და გული არავისთვის მიტკენია. რატომღაც, ქალი მგონია, რომელსაც ვიღაცა დაეხმარა.
– რამდენიმე დღის წინ ხელი გთხოვეს. რა ხდება შენს პირად ცხოვრებაში?
– ეს ადამიანი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი. 19 წლიდან ვმეგობრობთ, ერთი თვის, ან ერთი წლის გაცნობილი არ მყავს. საქართველოში ერთ-ერთი ცნობადი სახე და თანამდებობის პირია, ყველა ძალიან დიდი პატივს სცემს. საერთო მეგობრის დაბადების დღეზე ვიყავით და, მითხრა – ცოლად გამომყვებიო?! თავიდან მეგონა, ხუბრობდა, მაგრამ შემდეგ სერიოზულად რომ დამიწყო ლაპარაკი, ვუპასუხე – რა სისულელეა, როგორც მეგობარს, ისე გიყურებ-მეთქი. არასდროს მიფიქრია მასზე, როგორც მამაკაცზე. არ მოელოდა ჩემგან უარს, ეწყინა. იმდენად გათამამებულია გოგონებისგან, რატომღაც, ეგონა, დავთანხმდებოდი. არ ყოფილა არანაირი ბეჭდები, ყვავილები და მსგავსი ცერემონიალები, 40 წლის სერიოზული კაცია და, მსგავსი რაღაც რომ გაეკეთებინა, უფრო ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ჩემს პირად ცხოვრებაში არაფერი ხდება. არ მინდა, ვინმემ ხელი შემიშალოს, ძალიან კარიერისტი ვარ. პატარ-პატარა რაღაცეები არის, მაგრამ სერიოზულად არავისზე ვფიქრობ. დიდი გეგმები მაქვს და, ვინმე რომ ჩაერიოს, არ მინდა, მით უმეტეს – მამაკაცი.
– უცხოეთიდან მიწვევები აღარ გაქვს?
– კი, სტამბულში ვიყავი ახლახან, ჟურნალ „კოსმოპოლიტენის” კონტრაქტზე ვმუშაობთ. ჯერ ვერ შევთანხმდით რაღაცეებზე და, ვნახოთ, რა იქნება; ასევე, მაქვს ჩემი პროექტი – საკუთარი რეალითი შოუ. ველაპარაკე რამდენიმე ტელეკომპანიის დირექტორებს. მსგავსი შოუ მხოლოდ ერთ ადამიანს აქვს უცხოეთში, არ არის მასობრივი. გადაცემა იქნება მთლიანად ჩემს ცხოვრებაზე: როგორ მძინავს, ვბანაობ, ვიხეხავ კბილებს, სად დავდივარ, დავფრინავ და ასე შემდეგ. როგორც კიმ კარდაშიანის ცხოვრებაზეა შოუ, ანალოგიური იქნება ჩემზეც.
– შენი აზრით, როგორ მიიღებს ქართველი მაყურებელი ამ შოუს?
– ვფიქრობ, დადებითად. ყველას აინტერესებს „ყვითელი”. თმა შევიღებე და, ფოტო რომ დავდე, უამრავმა ადამიანმა მომწერა და, წარმოიდგინეთ, ამ გადაცემას რამხელა გამოხმაურება ექნება. მსგავსი პროექტი რომ იყოს დღეს ტელესივრცეში, მეც დიდი სიამოვნებით ვუყურებდი. თან, მადარებენ ამ კიმ კარდაშიანს და, ბარემ ბოლომდე შემადარონ (იცინის). ისე, ქართველმა ხალხმა გაითავისა ის, რომ მოდელი ვარ და, შეიძლება, გახდილიც ვიყო, ჩაცმულიც და მონაზვნის ფორმაც მეცვას. წელს შედარებით დადებითად განეწყო ხალხი ჩემ მიმართ, წინა წლებში უფრო იგრძნობოდა აგრესია.
– როგორ ფიქრობ, რით გამსგავსებენ კიმ კარდაშიანს?
– არ ვიცი, ჩაცმულობით, ან, უკანალი რომ მაქვს დიდი. კიმი თითქმის გაკეთებულია: უკანალი, წელი, მკერდი – ყველაფერში პლასტიკური ქირურგია აქვს ჩარეული, მე კი არაფერი გამიკეთებია ტუჩის კონტურის გარდა. ხანდახან მწყინს, რომ მადარებენ. წარმოიდგინეთ, თოჯინა ორიგინალს  რომ შეადაროთ.
– ახალი ექსპერიმენტი გამოსცადე საკუთარ თავზე – სრულიად შიშველმა, შეღებილმა, ქანდაკების მსგავსად გადაიღე ფოტოები. როგორი იყო ფოტოსესია?
– ეს ფოტოსესია ერთ-ერთმა ფოტოგრაგმა შემომთავაზა – ფოტო გამომიგზავნა, რომელიც ძალიან ლამაზი იყო. ჩემთვის რაც ახალია და საინტერესოა, ყოველთვის მისაღებია. ბოლოს, როგორც აღმოჩნდა, თურმე, შემღებეს ჩვეულებრივი საღებავით, რომლითაც კედლებს ღებავენ. საღებავი ვერ მოვიშორე, თან, იმ საღამოს ბებო გამიხდა ცუდად და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მე კიდევ, სულ შეღებილი ვიყავი, ვყვიროდი, ვწიოდი, ოთხი კაცი მბანდა. დაახლოებით 2 000 ფოტომდე გადამიღეს და სულ ყველა წავშალე. ერთადერთი, სელფით რაც გადავიღე, ეგ დამრჩა. არ იყო ის, რაც მე მინდოდა, ამიტომ, ჯობდა, არ გავრცელებულიყო.

скачать dle 11.3