კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ არ ელოდა მზია ორველაშვილი საქართველოს თასზე სალომე ჭაჭუას დამარცხებას და როგორ მოჰპარეს მას კონკურსის წინ კაბა

დეკემბერში სამეჯლისო ცეკვებში „საქართველოს თასი 2015-ის“ ფინალი გაიმართა, სადაც მონაწილეობა წამყვანმა ქართველმა მოცეკვავეებმა მიიღეს. კონკურსში მზია ორველაშვილისა და ედგარას ბრაზასის წყვილმა გაიმარჯვა. მეორე ადგილი სალომე ჭაჭუამ და მაქს რიჟიკოვმა დაიკავეს, ხოლო მესამე ადგილი ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილს ხვდა წილად.

 მზია ორველაშვილი: საქართველოს თასი 20 დეკემბერს ჩატარდა. მე და ედგარასმა გავიმარჯვეთ და ძალიან გახარებულები ვართ. ჩვენთვის ასეთი დიდი კონკურსი საქართველოში მეორე იყო. მანამდე ბათუმში გვქონდა ღია რეიტინგული ჩემპიონატი. მასში მონაწილეობას 16 ქვეყანა იღებდა. ძალიან ბევრი წყვილი იყო და მათ შორის ჩვენ მეცხრე ადგილი გვერგო, რითაც ძალიან კმაყოფილები ვიყავით. გარდა ამისა, საქართველოს თასამდე მილანსა და ვილნიუსში ვიცეკვეთ და ისეთი შედეგები ვაჩვენეთ, როგორიც ქართველ წყვილებს არასდროს ჰქონიათ. ვილნიუსში ხუთვარსკვლავიან წყვილს მოვუგეთ. ვარსკვლავი იმ წყვილს ენიჭება, რომელიც მსოფლიოს 50 საუკეთესოს შორისაა. ძალიან ბევრს ისეთს მოვუგეთ, რომლებიც ას საუკეთესოთა შორისაა. მალე უკვე ჩვენც შევალთ ას საუკეთესო წყვილში. ამ ყველაფრის შემდეგ აქ ჩამოვედით და თასი მოვიგეთ. მოკლედ, ძალიან გახარებულები ვართ (იცინის).
– მეორე ადგილი სალომე ჭაჭუამ და მაქს რიჟიკოვმა მოიპოვეს, მესამე კი, ჯულიანა ბარგნარისა და ოთო ფოლადაშვილის წყვილს ერგო. როგორ შეხვდნენ ისინი დამარცხებას?
– არ ყოფილა შეგრძნება, რომ ვიღაცამ ეს ცუდად მიიღო. ჩვენ სპორტსმენები ვართ და ხან პირველები ვიქნებით და ხან მეორეები. დამარცხებას ჩვეულებრივად შეხვდნენ. არ მინდა, ვინმეზე რამე ვთქვა. ჩვეულებრივად მომილოცეს, ყველაფერი ცივილიზებულად მოხდა. შეიძლება, ამის თავი არ ჰქონდათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ეს ჩემთვის არ უგრძნობინებიათ. ალბათ, რაღაც რეაქციებიც იყო, მაგრამ პირადად მე, არ მინახავს. რაც შეეხება ჯულიანას, მე ის ყოველთვის კარგად მილოცავს, რადგან ჩვენ მეგობრები ვართ და ერთმანეთის წარმატება ყოველთვის გვიხარია. ამჯერადაც ყველაფერმა კარგად ჩაიარა. მეორე ადგილზე სალომე და მაქსი გავიდნენ. რომ გითხრათ, მე და სალომე ერთმანეთს აჟიოტაჟით ვხვდებით და ძალიან ვმეგობრობთ-მეთქი, არ იქნება მართალი. არც იმას ვამბობ, რომ ვჩხუბობთ, თუმცა, ისეთი მეგობრული ურთიერთობა არ გვაქვს, რომ ერთად დავსხდეთ, ვიმხიარულოთ, გავერთოთ და ასე შემდეგ. წარმატებას ღირსეულად ვულოცავთ და ჩვენი ურთიერთობა სულ ამით შემოიფარგლება. თუმცა, მაქსს მინსკიდან ვიცნობ. ჩვენ უკვე შვიდი წელია, ვმეგობრობთ.
– კონკურენცია მეგობრობაზე უარყოფითად ხომ არ აისახა?
– ჩემს და მაქსს შორის, არა. რა თქმა უნდა, არ ვიტყვი, რომ, როცა პარკეტზე გამოვდივართ, კონკურენტები არ ვართ და არ გვინდა, ერთმანეთს მოვუგოთ-მეთქი. მაშინ მეგობრობას და ყველა დანარჩენს ვივიწყებთ და ერთმანეთს ვეჯიბრებით. არ ვიტყვი, რომ იქ ჩემი მეტოქე არაა, მაგრამ ამან მეგობრობაში ხელი შეგვიშალა-მეთქი, ასეც არაა. მე და მაქსი ყოველთვის კარგად ვიქნებით ერთმანეთთან და ვიმეგობრებთ. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, ბევრ შურიან ადამიანს ეს არ მოსწონს.
– შენთვის როდესმე კონკურენტს პრობლემა შეუქმნია, რაიმე ინტრიგის მსხვერპლი თუ გამხდარხარ?
– კი. მაშინ დამწყებებში ვცეკვავდი და გამოსვლის წინ კაბა მომპარეს. თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, რადგან კონკურსზე ყოველთვის მაქვს სათადარიგო კოსტიუმი. არავინ იცის, როდის რა მოხდება. სხვათა შორის, დღემდე არ ვიცი, ვინ მომპარა. ასეთ რამეებს არც ვეძიები.
– თქვი, არ ველოდი საქართველოს თასის მოგებასო. რატომ?
– გამარჯვებას არ ველოდი, იმიტომ რომ, მაქსისა და სალომეს წყვილი ძალიან კარგია.  ამას ყოველთვის ვაღიარებ. ბევრს ჰგონია, რომ მათთან ძალიან ცუდი დამოკიდებულება მაქვს, თუმცა ასე არაა. მე ჩემს მეტოქეებს ვაღიარებ. არ მიყვარს, როცა ადამიანს თავის პლუსებს უკარგავენ. ამ კონკურსზეც მეგონა, რომ ერთმანეთს შევეჭიდებოდით და ასეც მოხდა – ან ის იქნებოდა პირველი ან მე – რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა, თუ მე ვიქნებოდი. ამ ტიტულის მოპოვება ყველას უნდა, თუმცა რეალურად, არ ველოდი. იყო შანსი, რომ მათ მოეგოთ, რადგან სალომე ვიზუალურად ყოველთვის ლამაზად გამოიყურება, კარგად იცვამს, კარგად ცეკვავს, ასევე მაქსიც და ამ ყველაფერს მათ ნამდვილად ვერ დავუკარგავ. მე მიყვარს ჩემი მეტოქეები.
– მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანი არაა, რაც შენი და ედგარასის წყვილი შედგა, უკვე დიდ წარმატებებს მიაღწიეთ. ჭორებს თუ დავუჯერებთ, თქვენი ურთიერთობა მეგობრობასაც გასცდა.
– ჩვენ, საერთო ჯამში, შვიდი თვეა, ერთად ვცეკვავთ. რაც შეეხება ჩვენს ურთიერთობას, მე და ედგარასი, რეალურად, ძალიან კარგი მეგობრები ვართ (იცინის). ხალხს ჰგონია, რადგან ორჯერ გავთხოვდი და ოჯახი ორივეჯერ დამენგრა, ამიტომ, ძალიან ბევრი კაცი მყავს. ყველამ კარგად იცის, როცა ადამიანი ოდნავ მაინც ცნობილი ხარ, ყოველთვის ცდილობენ, რაღაც ჭორები გაგივრცელონ. ედგარასი, თან, ჩემზე პატარაა. ყველაფერი ღმერთის ნებაა და არაფერს ვიტყვი. შეიძლება, ერთ დღეს  შემხვდეს ადამიანი და მეორე დღეს, ღმერთის ნებით, შემიყვარდეს. მაგრამ, მინდა, ხალხს ვუთხრა,  ჩემზე ჭორაობას თავი დაანებონ, ამის მიუხედავად, ეს ჭორები მე უფრო მაძლიერებს (იცინის). ჩვენ, სინამდვილეში, ძალიან კარგი მეგობრები და ძალიან კარგი წყვილი ვართ. ისეთი მეწყვილე შემხვდა, რომელსაც ყველანაირ საიდუმლოს ვეუბნები. ერთმანეთზე აბსოლუტურად ყველაფერი ვიცით. ოცდაოთხი საათი ერთად ვართ. ვილნიუსში ის მიქმნის კომფორტს, აქ – მე. ხალხმა შეიძლება, ბევრი რამ ილაპარაკოს, მაგრამ რეალობა ასეთია. ბევრი რამ მსმენია ჩემზე. ისიც გავიგე, რომ ვითომ ქმარმა გამომაგდო. ორჯერ ვიყავი გათხოვილი და არცერთ ქმარს არ გამოვუგდივარ, ორივესთან ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს. ალბათ, ღმერთმა ასე ინება, ცხოვრებაში არ გამიმართლა და ოჯახი ორჯერ დამენგრა. თუ პირველად მიზეზები იყო, მეორედ, საერთოდ, არაფერი ყოფილა. გაუგებარი რაღაც მოხდა, მაგრამ ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა. კიდევ ბევრი რამ უთქვამთ ჩემზე. რამდენჯერმე ჩემს მშობლებს დაურეკეს, შენი შვილი სადღაც გულაობსო, არადა, მაგ დროს ზუსტად მშობლებთან ერთად ვიყავი.
– ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?
– წინა ურთიერთობებიდან იმდენად გულდაწყვეტილი დავრჩი, ჯერჯერობით გული არ მიმიწევს, რომ რამეზე ვიფიქრო. მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, გულის სიღრმეში მინდა, გვერდით მეორე ნახევარი მყავდეს. ახლა მთავარია, ჩემს კარიერას მივხედო და ბოლომდე მივიყვანო ის, რაც დავიწყე.
– შვილიც წარმატებულად მოღვაწეობს შენს სფეროში. მას რა მიღწევები და გეგმები აქვს?
– დეკემბერი ჩემთვის ორმაგად სასიხარულო იყო, რადგან ჩემი შვილიც, ჩემთან ერთად გახდა საქართველოს თასის მფლობელი, ოღონდ პატარების ჯგუფში. ახლა კავკასიის თასისთვის ვემზადებით. მინდა, მან ჩემზე მეტს მიაღწიოს. ამისთვის ყველანაირი მონაცემი აქვს და მეც ყველანაირად შევუწყობ ხელს. მითხრა: დედიკო, მე მსოფლიოს ჩემპიონი გავხდებიო და იმედია, ასეც იქნება. ცოტა ზარმაცობს, მაგრამ დედა მკაცრია. ბავშვებს ცოტა არ იყოს ჩემი ეშიანიათ (იცინის).
– 2016 წელს შენ რა გეგმები გაქვს?
– 2016 წლის ყოველ შაბათ-კვირას კონკურსები მაქვს. მინდა, ჩემი სტუდიის ფილიალი გავხსნათ სადმე ცენტრში და კიდევ, 50 საუკეთესო წყვილს შორის უნდა მოვხვდე.

скачать dle 11.3