კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ არის ექიმი-მანუალისტი, რომელმაც ქვედა კიდურებით პარალიზებული პაციენტი ფეხზე დააყენა

დღეს, საყოველთაო გლობალური კომპიუტერიზაციის პირობებში, როცა ადამიანი მიჯაჭვულია კომპიუტერს, სავარძელს, ტელევიზორს და ხშირ შემთხვევაში სტატიკურია, აუცილებელია მანუალისტის როლის გაზრდა. ბოლო პერიოდში ხერხემლის დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, მოზრდილების ჰიპოდინამიამ იმატა, რაც იწვევს  ახალგაზრდებში გახშირებულ სქოლიოზებსა და მოხრილობებს, შემდგომში კი ოსტეოქონდროზის ნაადრევ ნიშნებს. ამიტომაც, უნდა მიმართოთ განათლებით ექიმ-მანუალისტს, რომელიც მსოფლიო გაიდლაინებისა და მსოფლიო მანუალისტური პრაქტიკული გამოცდილებით დანერგილი მეთოდოლოგიით გიმკურნალებთ. ასეთი ახალგაზრდა ექიმი-მანულისტი გახლავთ გიორგი თვალიაშვილი.

 გიორგი თვალიაშვილი (მინი-დოსიე): დაიბადა 1981 წლის 22 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი, სპეციალობით – მანუალური თერაპია – სამკურნალო მასაჟი. მიუხედავად ახალგაზრდული ასაკისა, მანუალური თერაპიის მიმართულებით აქვს მაღალი კვალიფიკაცია და  დიდი გამოცდილება. სხვადასხვა დროს მუშაობდა „ლეჩკომბინატის“, ეგრეთ წოდებული „არამიანცის“ საავადმყოფოსა და „ენმედიცის“ კლინიკების ბაზაზე არსებულ სამედიცინო კაბინეტებში. ჩვენ ექიმ-მანუალისტს  აქტუალურ საკითხებზე ვესაუბრეთ.
– დღეს მნიშვნელოვანი და სერიოზული პრობლემა გახდა ხერხემლის პათოლოგიები. რომელ დაავადებებს მკურნალობთ თქვენს სამედიცინო კაბინეტში?
– ჩვენ ვმკურნალობთ ხერხემლის ისეთ პათოლოგიებს, როგორიც არის: დისკოპათია, ოსტეოქონდროზი, რადიკულიტი და, ბავშვებში –  სქოლიოზი. ბოლო პერიოდში ხერხემლის დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავდა, მოზრდილების ჰიპოდინამიამ იმატა, რაც იწვევს  ახალგაზრდებში გახშირებულ სქოლიოზებსა და მოხრილობებს, შემდგომში კი –  ოსტეოქონდროზის ნაადრევ ნიშნებს. ჩემთან ხშირად მოდიან პაციენტები  კიდურების ტკივილით, რაც ხშირად გამოწვეულია ხერხემლის თიაქრით და ახდენს შესაბამისი ნერვის კომპრესიას. ამის დაზუსტებით დასადგენად აუცილებელია კომპიუტერული ტომოგრაფია, რათა მივიღოთ ზუსტი დიაგნოზი, თიაქრის არსებობის შემთხვევაში კი, მისი ზომისა  და მდებარეობის შესახებ  მივიღოთ ზუსტი ინფორმაცია. თუ თიაქრის ზომა და ადგილმდებარეობა გვაძლევს საშუალებას, შესაძლებელია ოპერაციის გვერდის ავლით მისი რემისიაში გადაყვანა. რადგან ეს დაავადება ქრონიკულია, პროფილაქტიკის მიზნით აღნიშნული პროცედურების ჩატარება აუცილებელია წელიწადში 2-ჯერ, რათა შემდგომ  თიაქარი არ გავრცელდეს ხერხემლის მომდევნო მალაზე.
– დღესდღეობით ძალიან გავრცელებულია ბავშვებში სქოლიოზი, როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
– გეთანხმებით, დღეს ძალიან გავრცელებულია ხერხმლის გამრუდება ბავშვებში ანუ სქოლიოზი; ასევე, უფროს ასაკში დისკოპათიები (დისკოზად ცნობილი), ოსტეოქონდროზი, ხერხემლის თიაქარი, დისკოგენური რადიკულიტები, სხვადასხვა ხარისხის ართროზები და კოკსართროზები. ამ დაავადებებს რომ ვებრძოლოთ, აუცილებელია: დროული დიაგნოსტირება, ასაკის შესაბამისი მკურნალობის ჩატარება არსებული გაიდლაინების მიხედვით, სამკურნალო მასაჟითა და მანუალური  თერაპიით. ეს დაავადებები რომ  თავიდან ავიცილოთ,  აუცილებელია: წელიწადში ორჯერ მაინც სამკურნალო მასაჟის სრული კურსის ჩატარება და, რა თქმა უნდა, აქტიური, სპორტული, ჯანსაღი წესით ცხოვრება. აუცილებლად უნდა მოვერიდოთ ზედმეტი სიმძიმეების აწევას და ჯდომითი სამუშაოების შესრულებას.
 ასევე, დღევანდელი მოცემულობის პირობებში მნიშვნელოვანია, რომ პაციენტმა  მიმართოს  განათლებით ექიმ-მანუალისტს, რომელიც მსოფლიო გაიდლაინებისა და მსოფლიო მანუალისტური პრაქტიკული გამოცდილებით დანერგილი მეთოდოლოგიით უმკურნალებს მას, და არა რაღაც გაუგონარი ხერხებით: ეგრეთ წოდებული „ბანკებით”, კალმახებით, ნერვის ჭყლეტითა და ასე შემდეგ, რაც ხშირად ფატალური და უეფექტო შედეგებით მთავრდება.
– თქვენს კაბინეტში რა მეთოდებით ხდება  პაციენტების მკურნალობა?
– ჩვენთან ამ დაავადებების მკურნალობა ხდება კომპლექსურად: მწვავე პერიოდში აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა, სამკურნალო მასაჟი, მანუალური თერაპია, ხერხემლის დაჭიმვები (რა თქმა უნდა, კომპიუტერული ტომოგრაფია თუ გვაძლევს ამის საშუალებას) და ფიზიოპროცედურები.
– თქვენი პროცედურების  ეფექტიანობაზე თბილისში ბევრს საუბრობენ...
–  ჩემი საქმის დასტური ჩემივე კმაყოფილი პაციენტები არიან. პრაქტიკაში გვაქვს არაერთი მაგალითი, როგორ განიკურნენ ჩვენთან მკურნალობის შემდეგ ამ დაავადებებით შეწუხებული ადამიანები. მაგალითად, ახალგაზრდა კაცს წელის მეოთხე-მეხუთე მალებზე 6-მილილიტრიანი თიაქარი ჰქონდა, ქვედა კიდურები კი –  თითქმის პარალიზირებული და ჩვენმა პროცედურებმა ის ფეხზე დააყენა (პროცედურების კურსი მოიცავს 10 სეანსს). ეს ახალგაზრდა წელიწადში ორჯერ მოდის ხოლმე და განმეორებით იტარებს პროცედურებს, რადგან ეს დაავადება ქრონიკულია და მუდმივ პროფილაქტიკას საჭიროებს.
ჩვენს მოქალაქეებს ვურჩევ, აუცილებლად იზრუნონ ხერხემალზე, რადგან ის ჩვენი საყრდენ-მამოძრავებელია,  სხეულის დედაღერძია და აუცილებლად დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ მას.  ხშირად მისგან წარმოიშობა ხერხემლის ურთულესი დაავადებები, რომლებმაც შეიძლება ინვალიდად გვაქციოს. ამიტომაც, ჯანსაღი ცხოვრების წესი და ვიზიტი მანუალისტთან   გადაუდებელი წინაპირობა უნდა იყოს თქვენი ხანგრძლივი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის!  
საკონტაქტო ტელეფონი:
558 24-36-16, ექიმი-მანუალისტი გიორგი თვალიაშვილი 

скачать dle 11.3