კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ონისე ონიანის ანეკდოტები

სამი სვანი დამალობანას თამაშობდა და სამივე უგზო-უკვლოდ დაიკარგა.
***
ბოტანიკის გაკვეთილი გურიაში:
– აბა, ბაღნებო, რა შედის ბოსტნეულში?
– ბოსტნის კარები თუ ღიაა, მასწ – ღორი, ძროხა, თხაი და ყოლიფერი.
***
მეგრელი ტრაბახობს:
– რასაც თავში ჩავიდებ, აღარასოდეს მავიწყდება, სულ მახსოვს.
– ჩემი ვალი რომ გაქვს, ის რატომ არ გახსოვს, ძმაო?
– ის თავში კი არა, ჯიბეში ჩავიდე!

ვლად არამოვის ანეკდოტები
ძმაკაცი ეკითხება ძმაკაცს:
–  რა არის ეგ, რომ ორივე ნეკი თითი თაბაშირში გაქვს?
– მოვიტეხე, რა!
– ორივე ერთად?
– ხო, რა, ყურებს ვიფხანდი და დამაცემინა...
***
მიხომ შესჩივლა ექიმს:
– ექიმო, რა ვქნა, სიგარეტს თავი ვერ დავანებე...
– ხომ გითხარი, კანფეტით ჩაანაცვლე-მეთქი!
– ვცადე, ექომო, მაგრამ, კანფეტს ცეცხლი რო არ ეკიდება?
***
გურული ანკეტას ავსებს.
სახელი: ზურიკელა.
გვარი: შევარდნაძე.
ოჯახური მდგომარეობა: მეტად ჩახლართული.
***
ბიჭი მობილურით შეტყობინებას სწერს გოგოს: დილით ვერ ვსაუზმობ –  იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ; შუადღეს ვერ ვსადილობ –  იმიტომ, რომ შენზე ვფიქრობ; საღამოს ვერ ვვახშმობ –  იმიტომ რომ შენზე ვფიქრობ; ღამით ვერ ვიძინებ –  იმიტომ, რომ მშია!
***
მიხოს ბიჭი დგას კიბეზე და ალუბალს კრეფს. უცებ აყვირდა:
– მამიიი... ნახე, ღრუბლები რა სწრაფად მიდიან!
– ღრუბლები კი არა, კიბე გექცევა, შენი დედაც!..
***
მომაკვდავი ქმარი ეკითხება ცოლს:
– ძვირფასო, რომ მოვკვდები, ხომ მიტირებ?
– რა თქმა უნდა, საყვარელო, ხომ იცი, უბრალო რამეებზე როგორ ადვილად ვტირი ხოლმე.
***
ერთი გურული მეზობელი მეორე მეზობელს შეხვდა:
–  რავაა, ძამა, შენი სიდედრი?
–  მიდის ნელ-ნელა ზალისკენ.
ერთი კვირის მერე ისევ შეხვდებიან ერთმანეთს და ისევ ჰკითხავს მეზობელი:
–  რავაა, ძამა, შენი სიდედრი?
–  მიდის ნელ-ნელა ზალისკენ.
–  რაია, ძამა, ამდენი სიარული? მეორე სოფელში გაქ მაი ზალა?!
***
ჭიჭიკიამ სახლში წასვლის წინ შენიშნა, რომ საყვარლის ნაკოცნი ყელზე წითლად დამჩნეოდა. სახლში მისულს მხიარულად გამოეგება ძაღლი და შეახტა. მიხოს კარგი აზრი მოუვიდა –  დაიწყო ძაღლთან თამაში, ხტუნვა და ყირაზე გადავიდა. ხუთ წუთში, ტანსაცმელშემოხეული სახლში შევიდა.
– ჩვენი ბომბორა სულ გაგიჟდა, ნახე, რა მიყო, –  ეუბნება ცოლს.
– ეგ მოუკვდა პატრონს, ნახე, მეც რა მიქნა, –  და ცოლმა ჩალურჯებული მკერდი   აჩვენა.
***
ერთ დღეს ბიჭიკიამ შეამჩნია, რომ ჭიჭიკიას საყურე ეკეთა.
– რაია, პედერასტების სიაში ჩეეწერე?
– მეიცა, თუ ძმა ხარ. ეს საყურე ჩემი ცოლის გამო გევიკეთე.
– რაია, შენს ცოლს ევასება, სიმონ, პედერასტები?
– პედერასტები კი არა, ეს საყურე ჩვენს ლოგინში იპოვა და, აბა, რა მექნა?!

скачать dle 11.3