კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ იხსნა შობამ დედამიწა მესამე მსოფლიო ომისგან

დემოკრატიული გერმანიის პატარა  დაბა აიზენახი, სადაც მე ვმსახურობდი, ფედერაციული გერმანიის საზღვართან მდებარეობდა. ნაწილში ვერტმფრენების ასაფრენ-დასაფრენი ზოლი გვქონდა და შეიარაღებას სწორედ იქ ვიღებდით. 1970 წლის 25 დეკემბერია, ანუ დღე, როდესაც მთელი მსოფლიოს კათოლიკეები შობას ზეიმობენ და ყველანი უგონოდ თვრებიან. სწორედ იმ დღეს მივიღეთ დიდძალი შეიარაღება. სანამ გადმოვტვირთეთ, დაღამდა კიდეც. შემდეგ პილოტებს სუფრა გავუშალეთ და სმა დავიწყეთ. შუა ქეიფის დროს სასმელი გაგვითავდა.
– ვასილიჩ, არ გრცხვენია, ქართველ კაცს სასმელი არ გაქვს? – მისაყვედურა ვერტმფრენის შტურმანმა, მაიორმა ტუაევმა, რომელიც ცხინვალელი იყო და ვმეგობრობდით.
– სასმელი არა, ქალები, – ვუპასუხე პარმენ ტუაევს, – იკმარე, რაც დალიე. დაწექით და დაიძინეთ. დილით ადრე ხართ ასადგომები და გასაფრენები.
მე ისე ვიყავი დაღლილი, რომ, დავწექი თუ არა, ჩამეძინა.
– ვასილიჩ, ადე, გაიღვიძე, – ჩამესმა ძილში და თვალი რომ გავახილე, ხელში პარმენა შემრჩა.
– რა მოხდა, უკვე გათენდა? – ვკითხე პარმენას.
– არა, რა გათენდა. წამო. სასმელი მოვიტანე და ქალებიც მოვაყოლე, – მომიგო პარმენამ.
– წადი, დაიძინე! – ვუღრიალე პარმენ ტუაევს და მეორე გვერდზე გადავბრუნდი.
ცხინვალელმა შტურმანმა კი, სანამ არ წამომაგდო, არ მოისვენა. ქვევით ჩავედით და, რას ვხედავ – სუფრაა გაშლილი და ზედ სამი ბოთლი მშრალი „მარტინი“ დგას, სუფრას კი ოთხი გერმანელი ქალბატონი უზის...
პარმენ ტუაევს, თურმე, ვერტმფრენი დაუქოქავს, ფედერაციული გერმანიის ტერიტორიაზე გადაფრენილა და, გარდა იმისა, რომ ადგილობრივ ბარში სასმელი უყიდია, ოთხი მეძავიც „წამოუყოლებია“ ხელს... შობამ გვიშველა, რომ მესამე მსოფლიო ომი არ ატყდა, რადგან, გერმანელი სამხედროები მთვრალები იყვნენ.
კოტე რევიშვილის ნაამბობის მიხედვით

скачать dle 11.3