ბრძნული აზრები
ცვაიგი: ადამიანის შესაძლებლობის სწორი საზომი მხოლოდ გადალახულ დაბრკოლებათა ჯამია.
კონფუცი: პატიოსნის წკიპურტიც უფრო მწარეა, ვიდრე ხეპრის კომბალი.
მარკესი: მამაკაცის უმაღლესი ღირსება საიდუმლოს შენახვაა.
დეკარტი: მშიშრობა ცუდია, ის ნებას აკავებს სასარგებლო მოქმედებისთვის.
საადი: იმაზე დიდი სისულელე არ არსებობს, ვცდილობდეთ, რომ ყველაზე გონიერი ვიყოთ.
მონტესკიე: ბევრი უნდა ვისწავლოთ, რომ ცოტა მაინც ვიცოდეთ.
დალამბერი: ჭკვიანი ადამიანი თავის ქების გარეშე ფლობს სიბრძნეს, მას კი აქებენ ისინი, ვინც ვერ ფლობენ ასეთ სიმდიდრეს.
ბალზაკი: დრო – გონებრივი სამუშაოთი დაკავებული ადამიანის კაპიტალია.
ჰელვეციუსი: სისასტიკე ყოველთვის შედეგია შიშის, სისუსტისა და სიმხდალის.
ეზოპე: ნუ დაუმეგობრდები მას, ვისაც ახალი მეგობარი ურჩევნია ძველს – იცოდე, შენც ასევე გიღალატებს.
გოეთე: ადამიანის ცხოვრების საუკეთესო ნაწილი, სიყვარულითა და სიკეთით გამოწვეული, მცირე, ყველასგან მივიწყებული და უსახელო ქმედებანია.
ლაროშფუკო: ჩვენ მხოლოდ იმიტომ გვაცოფებს ის, ვინც ჩვენს მოტყუებას ცდილობს, რომ ჩვენზე ჭკვიანი ჰგონია თავი
კუნდერა: სამი ფუნდამენტური სიტუაცია ჩამოყალიბდა ომის შემდგომ ევროპაში: დასავლეთ ევროპა, აღმოსავლეთ ევროპა და, ყველაზე რთული, გეოგრაფიულ ცენტრში მოქცეული ევროპა, რომელიც კულტურულად დასავლეთის ნაწილია, პოლიტიკურად კი – აღმოსავლეთის.
პითაგორა: მიუხედავად იმისა, რომ „კი“ და „არა“ ძალზე მოკლე სიტყვებია, ყველაზე სერიოზულ გააზრებას სწორედ ისინი მოითხოვენ.
რონი: ბედნიერება არც შემთხვევითაა და არც რაღაც შეუძლებელი; ბედნიერება – ეს არის ის, რასაც თქვენ საკუთარი ხელებით ქმნით.
გოგებაშვილი: პედაგოგიური აქსიომაა, რომ საგანი იმდენად ადვილად შეითვისება და უფრო მკვიდრს შთაბეჭდილებას მოახდენს, რამდენადაც უფრო მომატებული ორგანოების შუამავლობით ჩაისახება კაცის გონებაში.
ციცერონი: ყველაზე მთავარია, სათნოებისა და მანკიერებათა მიხვედრა გვქონდეს. თუ ეს მიხვედრა არ გვაქვს, ყველაფერი მერყევი ხდება.
პოუპო: ქალების უმრავლესობას ხასიათი არ გააჩნია. ისინი ან ქერები არიან, ან მუქთმიანები – ეს კარგი საშუალებაა მათ გადასარჩევად.
ლაროშფუკო: ქალების უმანკოება ხშირ შემთხვევაში სხვა არა არის რა, თუ არა სახელისა და სიმშვიდისთვის ზრუნვა.