კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

გვენეტაძე-გვეტაძე
გვარში ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი გვენე (დაფიქსირებულია სვანეთში).
ქართული გვარების „საშენ მასალად“ ხშირადაა გამოყენებული ასო ტ. გვენე-ს დაემატა ასო ტ და მიღებული იქნა გვენეტაძე, ამავე ძირისაა გვარი გვეტაძე.
„ხუცია გვენეტაძე მოწმეა კათალიკოს დავით ნემსაძის მიერ კანდელაკ ქავთარისათვის მიცემული ბიჭის წყალობის წიგნისა“ (1673-1696 წლები).
1840-იან წლებში იმერეთში გვენეტაძეები ცხოვრობენ სოფლებში: დაბაძველი, ეწერი, მუხაყრუა, სუფოთი, სიმონეთი.
გვენეტაძეები სასულიერო პირები და საეკლესიო გლეხები იყვნენ.
25 000 გვარს შორის გვენეტაძეებს 253-ე ადგილი უჭირავთ.
საქართველოში 2 750 გვენეტაძე ცხოვრობს: ქუთაისში – 817, ტყიბულში – 671, თერჯოლაში – 557. არიან სხვაგანაც.
ზარაფიშვილი
გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ზარაფა.
დაახლოებით 1700-იან წლებში, ქიზიყში, კერძოდ, სოფელ ზემო მაჩხაანში, დასახლებულა სარგის ზარაფიშვილი. მას თან ჩამოუტანია საქსოვი დანადგარები და ოჯახს დაუწყია პირველი მოხმარების ფართლეულის ქსოვა, რომლითაც ადგილობრივ მოსახლეობას აკმაყოფილებდნენ. თვითონ სარგისი და მისი ვაჟიშვილი – იოთამი, თბილისში დაბრუნებულან და სამეფო ზარაფხანაში ფულის მოჭრა გაუგრძელებიათ. იოთამის ვაჟიშვილები – სტეფანე, მიხეილი და ნიკოლა – განთქმული მშენებლები, კალატოზები ყოფილან და მთელ საქართველოში ეკლესიებსა და სახლებს აშენებდნენ.
ზარაფიშვილების საგვარეულო გამორჩეული იყო. მათ გარეშე, სოფლებში – ქვემო და ზემო მაჩხაანში, ოჯახების შექმნა და სადავო საკითხები არ წყდებოდა. ისინი, ასევე, ვენახების დაგეგმარებასა და მიწათმოწყობაში სთავაზობდნენ ხალხს დახმარებას.
საქართველოში 74 ზარაფიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 34, დედოფლისწყაროში – 19, დუშეთში – 10. არიან სხვაგანაც.
ჩაკაშვილი
აზნაურ ჩაკაშვილების წინაპრები კახეთიდან გადმოსულები არიან თეიმურაზ მეფის დროს, 1629 წელს: „საციციანოს გერდის წინ მოსახლენი, ძველად ჩოკაშვილთაგანნი, მდაბალნი აზნაურნი და ცნობილნი დროსა ვახტანგ მეფისასა, რომელთაცა ჩოკას მაგიერ გაუგვარდათ ჩოკაშვილობა და არიან მოხსენიებულ ტრაქტატსა შინა“. 
ისტორიულ წყაროებში ჩაკაშვილი გვხვდება  ასევე თავად ციციშვილის აზნაურად.
„თავად ჯანდიერისშვილს მეფემან მისცა ჯილდოდ თავადობა გვარად ჯანდიერობისა წელსა ქრისტეს აქეთ 1628-სა და სახასოთაგან კახეთსა შინა მამული და ყმა და არიან აწ მცხოვრებნი კალაურსა შინა; ხოლო ახმეტას მცხოვრებნი იწოდებიან ჩაკაშვილებად და არიან აზნაურნი“.
საქართველოში 452 ჩაკაშვილი ცხოვრობს: საგარეჯოში – 240, თბილისში – 106, გურჯაანში – 71. არიან სხვაგანაც.
ამბროსაშვილი
ამბროსაშვილი შერმაზანა მოიხსენიება მეთხუთმეტე საუკუნის პირველ ნახევარში შედგენილ ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში.
გვარის შესახებ ისტორიულ საბუთებში, სამწუხაროდ, ძალიან მწირი ინფორმაცია მოიპოვება.
საქართველოში 47 ამბროსაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 21, გორში – 13, კასპში – 10. არიან სხვაგანაც.
აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მასალების მიხედვით

скачать dle 11.3