კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გააცურა მილიციელმა გამოცდილი ქურდი, რომელსაც უნიკალური სამკაულები აღმოაჩნდა

გადაბირება
„სვანმა“ ცელოფნის ხვეულა ბეტონის ნიშაში შეინახა, შემდეგ ნიშას ფილა მოარგო, ოსტატურად მოუსწორა კიდეები, რომ ეჭვი არავის აეღო და ავეჯის საამქროდან გამოვიდა. მერე სიგარეტი გააბოლა და ქურდული ბარაკისკენ გაემართა.
„სვანი“, იგივე დუდუ კვანჭიანი, წონიანი კანონიერი ქურდი იყო და პერმის ¹6 მკაცრი რეჟიმის შრომა-გასწორების კოლონიაში იხდიდა თხუთმეტწლიან სასჯელს მკვლელობისთვის – მან თბილისში, 1969 წლის 4 მაისს, სასამართლო სხდომის დროს, „ვალტერის“ სისტემის პისტოლეტიდან ოთხი გასროლით მოკლა ავთო ყულუმბეგაშვილი, რის შემდეგაც გაქცევა არც უცდია, ადგილზევე დააკავა მილიციამ. ყულუმბეგაშვილს კანონიერი ქურდის, ვამეხ გულბანის, მეტსახელად „წარბას“ მკვლელობისთვის ასამართლებდნენ და სვანმა თავისი ძმაკაცისა და კოლეგის გამო აიღო სისხლი, რითაც კიდევ უფრო მეტი ავტორიტეტი მოიპოვა ქურდულ სამყაროში და მას ქურდული სალარო ჩააბარეს ზონაში, სადაც ის უკვე ერთი წლის განმავლობაში იხდიდა სასჯელს. სწორედ ქურდული სალაროს 35 ათასი მანეთი დამალა მან ავეჯის საამქროში.
– სვანო, გლუხოვმა გიკითხა და თქვა, ნახევარ საათში ჩემთან ამოვიდესო, – უთხრეს კოლეგებმა ბარაკში დაბრუნებულ სვანს.
გლუხოვი ¹6 კოლონიის უფროსი იყო და, როდესაც სვანი მის კაბინეტში შევიდა, იქ მას სამოქალაქო სამოსში გამოწყობილი ოცდაათიოდე წლის მამაკაცი დახვდა. გლუხოვი კაბინეტიდან გავიდა, უცნობმა კი სვანს უთხრა:
– მე მაიორი პავლე მგელაძე ვარ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატიდან. მოსკოვიდან სპეციალურად თქვენთან შესახვედრად ჩამოვედი და, იმედია, ჩემს წინადადებაზე უარს არ იტყვით.
– რა გნებავთ? – ჰკითხა სვანმა.
– აქ მე თქვენს გადასაბირებლად ვარ, ჩვენზე უნდა იმუშაოთ.
– სვანის გადაბირება მოგინდათ? – კვანჭიანმა გულიანად გადაიხარხარა.
მგელაძემ მაგიდის უჯრიდან სწორედ ის ცელოფანი ამოიღო, რომელიც დუდუმ ცოტა ხნის წინ დამალა ბეტონის ნიშაში და პატიმარს უთხრა:
– ეს საკმარისი არგუმენტი არაა საიმისოდ, რომ ჩემს წინადადებას დათანხმდეთ? „ობშჩიაკის“ გაფლანგვა როგორ ისჯება, ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით და, თუ გინდათ, რომ ეს ფული უკანვე დავაბრუნოთ, უნდა დამიჯეროთ.
– რას მოითხოვთ ჩემგან? – იკითხა კოპებშეკრულმა სვანმა.
– ბევრს არაფერს. უბრალოდ, ზუსტად ის უნდა შეასრულოთ, რასაც გეტყვით და ჩვენს გაცურებას არ უნდა შეეცადოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, არ დაგინდობთ. ჩვენი სამინისტრო ერთ ოპერაციას ატარებს და უნდა დაგვეხმაროთ. თანახმა ხართ?
სვანმა პაუზა გააკეთა და მგელაძეს მიუგო:
– თანახმა ვარ.
გაქცევა
– რადგან თანახმა ხართ, მაშინ, მთავარ თემაზე გადავიდეთ, – უთხრა მგელაძემ სვანს და დაამატა: – თქვენთან ერთად სასჯელს იხდის ბადრი ძარია. მას თხუთმეტი წელი აქვს მისჯილი ბანდიტიზმისთვის და თქვენთან ძმაკაცობს. თქვენ და ძარია უნდა გაიქცეთ და დაგვეხმაროთ იმ ორი მილიონი მანეთის პოვნაში, რომელიც მას აქვს გადამალული და არ ტყდება. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ შარშანწინ, 1968 წლის მარტში, სვერდლოვსკის ბანკის ინკასატორებზე თავდასხმისას იქ ძარიაც იმყოფებოდა და გატაცებული თანხა სწორედ მან გადამალა. ხუთიდან ოთხი თავდამსხმელი ინკასატორი იყო, ოთხივე ადგილზევე დაიღუპა და მოწმე არ დარჩა. თუმცა, დარწმუნებულები ვართ, რომ იქ ძარიაც იყო. გასაგებია?
– თუ სწორად მივხვდი, რომ გავიქცევით, ძარია ისე უნდა დავაბოლო, რომ მან  ფულის ამბავი გამიმხილოს, მერე კი თქვენ გამოჩნდებით. შედეგად, მე ბოზის სახელი გამივარდება – ეს ერთი, თანაც, რატომ გამიმხელს ძარია იმ ფულის ამბავს? ადგება და დაითესება, იმ ფულს კი შეირგებს, – მიუგო სვანმა მგელაძეს და დაამატა: – არ მაწყობს, გინდათ მომკალით.
– დამშვიდდი, კვანჭიანო, ყველაფერი გათვლილი გვაქვს: რომ გაიქცევით, ერთ ადგილზე დამალულ პისტოლეტებს აიღებთ. მჭიდებში ყალბი ტყვიებია. ჩვენ მილიციასთან შეტაკებას მოგიწყობთ და ისეთ ილუზიას შევქმნით, თითქოსდა ძარიას გასროლილი ტყვიით მილიციელი მოკვდა, ეს კი მას ჩიხში შეიყვანს, რადგან ამისთვის დახვრეტაა. თქვენ კი მას საზღვარგარეთ გაქცევის იდეას მიაწოდებთ და სწორედ ამ დროს გამოაჩენს ის თავის ორ მილიონს. თქვენ ისე სუფთად აგიყვანთ, ძარია ვერც კი აიღებს თქვენზე ეჭვს და, ყველაფერი, ანუ ჩაშვება, სხვა ადამიანს დაბრალდება. ერთ კვირაში კი იმ გვირაბით გაიქცევით, რომლის თხრაც ამ ერთი კვირის წინ დასრულდა.
– ეგეც იცით? – გაოცდა სვანი.
– კი, – გაეცინა მგელაძეს, და დაამატა, – დღეს ოცდაათია, 7 ივლისს გადიხართ. ერთი კვირა კი ძარიას „შესაბმელად” უნდა გამოიყენო... აქცენტი დიდ სროკზე გააკეთეთ. ვფიქრობ, დაგეთანხმებათ. თქვენ დიდი ავტორიტეტი გაქვთ და დაგიჯერებთ. თანაც, არ არსებობს, რომ ამდენი ფულის პატრონი გაქცევაზე არ ფიქრობდეს.
– იქნებ, მართლა არ ყოფილა ძარია იმ ძარცვაზე და გეშლებათ?
– არ გვეშლება. მართალია, სამინისტროში მაგარ პრესებში გავატარეთ და ეს სხეულზეც ეტყობა, მაგრამ, მაინც არაფერი გვითხრა, თუმცა, ვიცი, რომ არ გვეშლება. გაუძლო პრესებს – ორმა მილიონმა გააძლებინა და ამიტომ ჩავიფიქრეთ ეს ოპერაცია.
1970 წლის 7 ივლისს სვანი და ბადრი ძარია პერმის ¹6 კოლონიიდან გვირაბით გაიქცნენ...
მოულოდნელი ეპილოგი
კვანჭიანი და ძარია რომ გაიქცნენ, პისტოლეტებიც აიღეს და უკვე სამშვიდობოზე რომ იყვნენ, ბადრიმ სვანს უთხრა:
– თუ ჩაგვავლეს, ციხეში ამოგვალპობენ და ვეღარ გამოვალთ. ამიტომ, ამ იარაღებით ერთი პატარა საქმე მაინც გავაკეთოთ, რომ ფული გვქონდეს და პაბეგში თავი შევინახოთ. ყელა ჩვენს ახლობელთან ზასადები იქნება და აგვყრიან. ამიტომ, პატარა ინკასაცია დავბომბოთ მოსკოვში და იქვე დავრჩეთ. ერთი საიმედო ხატა ვიცი, სადაც არ მოგვძებნიან, – ძარიამ პაუზა გააკეთა და დაამატა: – „ძაღლებს” ჰგონიათ, რომ ორი მილიონი მანეთი მაქვს შენახული და ამიტომაც მაწამეს ასე სასტიკად. ნეტავ მართლა ასე ყოფილიყო. მოკლედ, თუ გვინდა, რომ ისევ ვიგულაოთ სვაბოდაზე, ერთხელ კიდევ უნდა გავრისკოთ და კასა წავიღოთ, მერე კი ვნახოთ.
ძარიას რომ მოუსმინა, სვანმა მას ყველაფერი დაწვრილებით უამბო და უთხრა:
– აი, ძმაო, ასეა საქმე და იმიტომ მოვატყუე „ძაღლები”, რომ გამოვსულიყავით.
– „ძაღლების” მოტყუებას, ისევე, როგორც მათ მკვლელობას, არავინ გვაპატიებს. ამიტომ, უფრო მსხვილი საქმე უნდა გავაკეთოთ, რომ დიდი კუში ავიღოთ და მართლა საზღვარგარეთ მოვტყდეთ. მე ერთგან ავტომატები მაქვს დაზაგაჟნიკებული და გამოგვადგება. მოკლედ, ყველა ვარიანტში ფული გვჭირდება, დიდი ფული, – თქვა ძარიამ.
– არა, ძმაო, ავტომატები და სველი საქმე შორს ჩვენგან. ყულუმბეგაშვილის მკვლელობა სხვა იყო, მაგრამ, სისტემას რომ შევეხოთ, უკვე „კაგებე“ ჩაერთვება საქმეში.
– აბა, რა ვქნათ? რა ციხეში ამოვულპივართ და რა დავუხვრეტივართ, უფულოდ კი „ზა კარდონ“ ვერ გავაღწევთ, – თქვა ძარიამ.
– არის ფული, თანაც იმდენი, რომ გვეყოფა. მთავარია, თბილისამდე ჩავაღწიოთ და, ორმოცდაათი ათასი ჩემზე იყოს – ერთ კაცს ჩემი ვალი აქვს და გამოვართმევ, – მიუგო კვანჭიანმა ძარიას.
გაქცეულები 16 ივლისს უკვე თბილისში იმყოფებოდნენ და სვანის ძველ საყვარელთან დაბინავდნენ ვერაზე; 18 ივლისს კი, საღამოს 10 საათზე, სვანი ფულის მოსატანად წავიდა და დაიბარა, რომ მალე მოვიდოდა.
დუდუ კვანჭიანი სინამდვილეში დიღმის მასივში გაემართა და ფრთხილად შეიპარა ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, ათიოდე წუთის შემდეგ კი ერთ-ერთი ნიშიდან უხეში ტილოსგან შეკერილი საშუალო ზომის ტომარა ამოიღო, რომელშიც ძვირფასი საიუველირო ნივთები და 50 ათასი მანეთი იყო გახვეული – ეს ფული და ნივთები სვანმა და ყულუმბეგაშვილის მიერ მოკლულმა ვამეხ გულბანმა – „წარბამ“ – ერთ ებრაელ სტომატოლოგს წაართვეს, რომელიც ორი წლის წინ ისრაელში გაემგზავრა. სვანი ფრთხილად გამოვიდა სახლის სადარბაზოდან და ორიოდე ნაბიჯის გადადგმისთანავე ის ოთხმა ადამიანმა გაკოჭა. უცებ გაჩერდა მანქანა, იქიდან ბადრი ძარია გადმოვიდა და სვანს სვანურად უთხრა:
– მოტყუვდი. წააგე და ნუ გეწყინება...
სინამდვილეში ბადრი ძარია მილიციის კაპიტანი ვალტერ გასვიანი აღმოჩნდა და მთელი ეს კომბინაცია მან და მგელაძემ მოიფიქრეს. მილიციამ კი ეს ისტორია სწორედ ისრაელში გამგზავრებული და შემდეგ საჯაშუშოდ უკან დაბრუნებული იმ ებრაელისგან შეიტყო, რომელიც კონტრდაზვერვამ აიყვანა და ინფორმაცია მილიციას გადაუგზავნა.
სვანი ციხეში დააბრუნეს. მან ბოლომდე მოიხადა სასჯელი და „პერესტროიკის“ დროს გათავისუფლდა. მიუხედავად ასაკისა, დუდუ კვანჭიანი ეგრეთ წოდებულ „სვანური დაჯგუფების“ თავკაცი გახდა და 90-იან წლებში სიბერით გარდაიცვალა.

скачать dle 11.3